Safety EP — ჯგუფ Coldplay-ის პირველი EP. იგი ჩაწერილი იქნა 1998 წლის მაისში, შაბათ-კვირის განმავლობაში და განზრახული იყო, როგორც დემო ხმის ჩამწერი სტუდიებისთვის. EP ჯგუფის წევრებისა და მათი პროდიუსერის მიერ დაახლოებით 200 ფუნტით იქნა დაფინანსებული.

Safety EP
EP
Coldplay
გამოცემის თარიღი 25 მაისი, 1998
ჩაიწერა 1 და 2 თებერვალი, 1998
სტუდია Sync City Studios, ტოტენჰემი, ინგლისი
ჟანრი
ხანგრძლივობა 14:24
ლეიბლი დამოუკიდებელი გამოცემა
პროდიუსერი
  • Coldplay
  • ნიკი როსეტი[1]
Coldplay — ქრონოლოგია
Safety EP
(1998)
The Blue Room
(1999)

ყველა ვინც ჩართულ იყო ალბომის ჩაწერის პროცესში, იმდენად კმაყოფილი დარჩა საბოლოო შედეგით, რომ გადაწყვიტეს დამატებით 500 ასლი შეეკვეთათ ლონდონის გარშემო გავრცელებისთვის, თუმცა საბოლოოდ მაღაზიებში მხოლოდ 50 ასლი მოხვდა, რადგან მათ ჩანაწერების უმრავლესობა ხმის ჩამწერ სტუდიებს, მეგობრებს და ოჯახის წევრებს დაურიგეს.[2] ეს EP იმდენად იშვიათოა, რომ მისი ფასი £ 2000 აჭარბებს eBay-ს აუქციონზე. ალბომის გარეკანი ჯგუფის ვოკალისტ კრის მარტინის ფოტოა, რომელიც მისი მეგობრის, ჯონ ჰილტონის მიერ არის გადაღებული.

სიმღერების სია

რედაქტირება
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Bigger Stronger“4:49
2.„No More Keeping My Feet on the Ground“4:31
3.„Such a Rush“4:57
საერთო ხანგრძლივობა:14:24

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Safety_(EP)&oldid=4590550“-დან