S/2022 J 1ციური სხეული, პლანეტა იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრი, რომელიც შედის კარმეს ჯგუფში.

აღმოჩენა

რედაქტირება

S/2022 J 1 აღმოაჩინა სკოტ შეპარდმა 2022 წლის 30 აგვისტოს, ჩილეში, სერრო ტოლოლოს ობსერვატორიაში, 4.0 მეტრიანი ვიქტორ მ. ბლანკოს ტელესკოპის გამოყენებით. აღმოჩენა დაამტკიცა მცირე პლანეტების ცენტრმა 2023 წლის 22 თებერვალს, მას შემდეგ რაც დაკვირვებები შეგროვდა საკმარისად ხანგრძლივი დროის მანძილზე, რათა დაადასტუროს თანამგზავრის ორბიტა.[1]

S/2022 J 1 არის კარმეს ჯგუფის ნაწილი, რომელიც მიჰყვება კარმეს მსგავს ორბიტას დიდ ნახევრღერძებზე 22–24 მილიონი კმ, ორბიტალური ექსცენტრისიტეტი 0.2-0.3, დახრილობა 163-166°.[2]

ფიზიკური მახასიათებლები

რედაქტირება

მისი დიამეტრია დაახლოებით 2 კმ, ვარსკვლავიერი სიდიდე 23.8m.[2] თანამგზავრს აკვირდებოდნენ 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ყველაზე ადრეული დაკვირვები 2003 წლის 24 თებერვლით თარიღდება.[3]

  1. MPEC 2023-D44 : S/2022 J 1. Minor Planet Electronic Circulars. Minor Planet Center (22 February 2023). ციტირების თარიღი: 22 February 2023.
  2. 2.0 2.1 Sheppard, Scott S.. Moons of Jupiter. Earth & Planets Laboratory. Carnegie Institution for Science. ციტირების თარიღი: 22 February 2023.
  3. MPEC 2024-D116 : S/2022 J 1. Minor Planet Electronic Circulars. Minor Planet Center (23 February 2024). ციტირების თარიღი: 23 February 2024.



მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=S/2022_J_1&oldid=4723352“-დან