S/2003 J 16ციური სხეული, პლანეტა იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრი, რომელიც შედის ანანკეს ჯგუფში.

იუპიტერის თანამგზავრი S/2003 J 16

აღმოჩენა

რედაქტირება

ის აღმოაჩინა ასტრონომთა ჯგუფმა ბრეტ ჯ. გლადმანის ხელმძღვანელობით 2003 წელს.[1][2] აღნიშნული თანამგზავრი დაკარგულად ითვლებოდა 2010 წლის სექტემბრამდე,[3][4] სანამ ის თავიდან აღმოაჩინა კანადა-საფრანგეთი-ჰავაის ტელესკოპით კრისტიან ვეილეტმა.[5][6] თუმცა, S/2003 J 16-ის აღდგენის ინფორმაცია არ იყო მიღებული მცირე პლანეტების ცენტრის მიერ 2020 წლამდე, სანამ ეშტონმა და სხვებმა დამოუკიდებლად არ აღმოაჩინეს თანამგზავრი 2010 წლის სურათებში.[7] S/2003 J 16 ასევე იდენტიფიცირებული იყო სკოტ შეპარდის მიერ 2017 წლის მარტიდან 2018 წლის მაისამდე დაკვირვებებში, რომელმაც შეაგროვა 5574 დღის (15 წლის) დაკვირვების რკალს მისი აღმოჩენიდან. S/2003 J 16-ის თავიდან აღმოჩენა ოფიციალურად გამოცხადდა მცირე პლანეტების ცენტრის მიერ 2020 წლის 4 ნოემბერს.[7][8]

S/2003 J 16 დიამეტრით დაახლოებით 2 კილომეტრია და ბრუნავს იუპიტერზე 0.137 ა.ე. საშუალო მანძილით 600 დღეში, ეკლიპტიკისკენ 151° დახრილობით (იუპიტერის ეკვატორისკენ 149°), რეტროგრადული მიმართულებით და ექსცენტრიულობით — 0.333. ის მიეკუთვნება ანანკეს რეტროგრადული არარეგულარული თანამგზავრების ჯგუფს, რომლებიც იუპიტერზე ბრუნავს 19.3-დან 22.7 გმ-მდე, დაახლოებით 150°-ის დახრილობით.[4]

  1. IAUC 8116: Satellites of Jupiter and Saturn დაარქივებული 2006-05-05 საიტზე Wayback Machine. 2003 April (discovery)
  2. 2.0 2.1 MPEC 2003-G18 : S/2003 J 16. Minor Planet Electronic Circular. Minor Planet Center (3 April 2003).
  3. Beatty, Kelly. (4 April 2012) Outer-Planet Moons Found — and Lost. Sky & Telescope. ციტირების თარიღი: 27 June 2017
  4. 4.0 4.1 Sheppard, Scott S.. (2017) New Moons of Jupiter Announced in 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ივნისი 2017. ციტატა: „We likely have all of the lost moons in our new observations from 2017, but to link them back to the remaining lost 2003 objects requires more observations a year later to confirm the linkages, which will not happen until early 2018. ... There are likely a few more new moons as well in our 2017 observations, but we need to reobserve them in 2018 to determine which of the discoveries are new and which are lost 2003 moons.“ ციტირების თარიღი: 27 June 2017
  5. 5.0 5.1 Jacobson, B.; Brozović, M.; Gladman, B.; Alexandersen, M.; Nicholson, P. D.; Veillet, C. (28 September 2012). „Irregular Satellites of the Outer Planets: Orbital Uncertainties and Astrometric Recoveries in 2009–2011“. The Astronomical Journal. 144 (5): 132. Bibcode:2012AJ....144..132J. doi:10.1088/0004-6256/144/5/132. S2CID 123117568.
  6. 6.0 6.1 Brozović, Marina; Jacobson, Robert A. (9 March 2017). „The Orbits of Jupiter's Irregular Satellites“. The Astronomical Journal. 153 (4): 147. Bibcode:2017AJ....153..147B. doi:10.3847/1538-3881/aa5e4d.
  7. 7.0 7.1 7.2 Ashton, Edward; Beaudoin, Matthew; Gladman, Brett (September 2020). „The Population of Kilometer-scale Retrograde Jovian Irregular Moons“. The Planetary Science Journal. 1 (2): 52. arXiv:2009.03382. Bibcode:2020PSJ.....1...52A. doi:10.3847/PSJ/abad95. S2CID 221534456.
  8. 8.0 8.1 MPEC 2020-V10 : S/2003 J 16. Minor Planet Electronic Circular. Minor Planet Center (4 November 2020). ციტირების თარიღი: 4 November 2020.



მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=S/2003_J_16&oldid=4720024“-დან