ქრისტინა მარია რაიდერი (ინგლ. Christina Maria Rieder; დ. 13 მარტი 1986, ვანკუვერი, ბრიტანეთის კოლუმბია, კანადა) — ცნობილია, როგორც Rykka. კანადელ-შვეიცარელი მომღერალი და კომპოზიტორი ვანკუვერიდან, კანადა. მისი სიმღერები უკვე გადმოიცემა ტელევიზიით და იგი უკვე ნომინირებულია რამდენიმე სამუსიკო დაჯილდოებაზე კანადაში. იგი წარმოადგენს შვეიცარიას ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2016-ზე სტოკჰოლმში, სიმღერით „The Last of Our Kind“.

რაიკა
Rykka (რაიკა)
Rykka.PNG
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ქრისტინა მარია რაიდერი
დაბ. თარიღი 13 მარტი, 1986 (1986-03-13) (34 წლის)
დაბ. ადგილი ვანკუვერი, ბრიტანეთის კოლუმბია
ჟანრ(ებ)ი ალტერნატიული როკი
საქმიანობა მომღერალი
კომპოზიტორი
აქტიური 2000-დან დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Little Jig Records • Vissen Records
საიტი rykka.com
Rykka ვიკისაწყობში

ბიოგრაფიარედაქტირება

Rykka დაიბადა 1986 წლის 13 მარტს ვანკუვერში. გიტარის გაკვეთილები 15 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც გამოვიდა და შეასრულა სიმღერა ადგილობრივი საზოგადოების ფესტივალზე. დაასრულა ორწლიანი პროგრამა ვანკუვერის „Community College“-ში, რის შემდეგ სწავლობდა მომღერლობას პაულა კრემერთან, რომელიც ასევე ცნობილია ვანკუვერში.

2009 წელს Rykka გადავიდა ტორონტოში, სადაც ჩაწერა თავისი მესამე დამოუკიდებელი ალბომი „Straight Line“ „Christina Maria“-ს სახელით. ალბომი დამზადდა რამდენიმე კანადელი პროდიუსერის დახმარებით, როგორიცაა დავით ბაქსტერი, რასელ ბროუმი და სხ.

2010 წელს, მისი ალბომი „Straight Line“ გამოიცა შვეიცარიაში „Jig Records“-ის ავტორობით.[1] Rykka დარჩა და შეასრულა ორივე ქვეყანაში: შვეიცარიასა და გერმანიაში, სპექტაკლით „Sat.1 Frühstücksfernsehen“, ამ დროს გერმანიის ტელეარხს უყურებდა საშუალოდ 1 მილიონი მაყურებელის აუდიტორია.[2] მოგვიანებით ის ნომინირებულ იქნა „DemoTape Clinic“-ის ჯილდოზე „M4Music“-ზე შვეიცარიაში.

2013 წელს, გამოვიდა Rykka მეოთხე სტუდიური ალბომი „Kodiak“, „Vissen Record“-ის გამოცემით კანადაში,[3] რომელიც ერთი წლით ადრე გამოვიდა შვეიცარიაში. 2013 წელს, მოგვიანებით, მან მოიგო $ 100,000.00 „The Peak Performance Project“-ზე.[4]

Rykka ყოფს თავის დროს ციურიხსა (შვეიცარია) და მის მშობლიურ ვანკუვერს შორის. მისი პაპა შვეიცარიელია.[5]

დისკოგრაფიარედაქტირება

ალბომებირედაქტირება

სახელი დეტალები
Kodiak

სინგლებირედაქტირება

წელი სახელი ალბომი
2012 „Map Inside“ Kodiak
„The Brink“
2013 „Blackie“
2014 „Electric“
2015 „Movies“ უალბომო სინგლები
2016 „The Last of Our Kind“
2014 „Never Fade“
(Alex Guesta featuring Rykka)
უალბომო სინგლები
„The Devil“
(The New Black Tea featuring Rykka)
„Dolls“
(The New Black Tea featuring Rykka)
„Delirium“
(Zomboy featuring Rykka)
The Outbreak
2015 „Don't You Honey Me“
(Timothy Jaromir featuring Rykka)
უალბომო სინგლები
„Thunder“
(Matierro & Dynastrax featuring Rykka)

სქოლიორედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Rykka&oldid=3638120“-დან