როდ-აილენდი (ქათამი)

(გადამისამართდა გვერდიდან Rhode Island)

როდ-აილენდი (Rhode Island), მეხორცულ-მეკვერცხული მიმართულების ქათმის ჯიში. გამოყვანილია აშშ-ში, მასაჩუსეტსისა და როდ-აილენდის შტატებში, ადგილობრივი ქათმების შეჯვარებით შანხაის ჩალისფერ და მალაის წითელ-მურა მამლებთან. მიღებულ ნაჯვარს აჯვარებდნენ მუშა ლეგჰორნებთან. აქვს წითელ-მურა ბუმბული, მოშავო-მომწვანო ბოლო. მამალი იწონის 3,4-3,5 კგ, დედალი 2,4-2,6 კგ. მეკვერცხულობა 170-180 ცალი, ცალკეული ხაზებისა — 210-215. კვერცხდებას 6-7 თვისა. კვერცხი იწონის 65-70 გ. როდ-აილენდი გავრცელებულია აშშ-ში, კანადაში, ინგლისში, დანიაში, ავსტრალიაში, იაპონიაში და სხვა ქვეყნებში. საქართველოში შემოიყვანეს 1927 წელს. ადგილობრივი ქათმის ჯიშების გაუმჯობესებაში როდ-აილენდის ქათამმა ყველაზე დიდი როლი შეასრულა.

როდ-აილენდი
როდ-აილენდი (წითელი)
როდ-აილენდი (წითელი)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Rhode Island

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება