Red Velvet (ჰანგული: 레드벨벳) — სამხრეთ კორეული ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა S.M. Entertainment-ის მიერ. ჯგუფის დებიუტი შედგა 2014 წლის 1 აგვისტოს ციფრული სინგლით სახელად „Happiness“. 2015 წლის მარტამდე ჯგუფში იყო ოთხი წევრი: აირინი, სულგი, ვენდი და ჯოი. შემდეგ მათ იერი დაემატათ.

Red Velvet


Red Velvet კონცერტზე ინჩონში, 2016 წლის სექტემბერი.

მარცხნიდან მარჯვნივ: ჯოი, აირენი, სულგი, ვენდი და იერი.
ბიოგრაფია
წარმოშობა სეული, სამხრეთ კორეა
ჟანრ(ებ)ი
აქტიური 2014 (2014)–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
წევრები
საიტი redvelvet.smtown.com
Red Velvet ვიკისაწყობში

დებიუტის შემდეგ, Red Velvet დიდი პოპულარობითა და აღიარებით სარგებლობს. 2015 წლის დასაწყისში მათი პირველი EP „Ice Cream Cake“ Gaon Album Chart-ის სათავეში იმყოფებოდა. ანალოგიურად, ჯგუფის პირველმა სრულმეტრაჟიანმა ალბომმა „The Red“ (2015) და სიმღერებმა The Velvet, Russian Roulette, რომლებიც გამოუშვეს 2016 წელს, და Rookie (2017) ყველამ მიაღწია #1 გაონს ალბომების ჩარტში. გარდა ამისა, The Red, Rookie და The Red Summer (2017) ასევე Billboard World Albums-ის სათავეში იმყოფებოდა. მათი მეორე ალბომის Perfect Velvet-ის (2017) გამოშვების შემდეგ, Red Velvet გახდა K-pop გოგონათა ჯგუფი ყველაზე ბევრი ნომერ-პირველი ალბომით ჩარტებში ყველა K-pop აქტებს შორის.[1][2][3] მათ მიღებული აქვთ არაერთი ჯილდო მუსიკის, ქორეოგეაფიის, ანდაც პოპულარობისთვის, მათ შორის, ოქროს დისკის ახალი არტისტის ჯილდო და Mnet Asian Music Award-ის საუკეთესო ჯგუფი 2017 წელს.

სქოლიო რედაქტირება

  1. ბენჟამინ, ჯეფი. (15 სექტემბერი, 2015) Red Velvet-ი მსოფლიო ალბომთა ჩარტის პირველ ადგილზეა ალბომი 'The Red-ით'. ციტირების თარიღი: 16 სექტემბერი, 2015.
  2. ბენჟამინ, ჯეფი, Jeff. (19 ივლისი, 2017) Red Velvet-ი მესამედ იკავებს პირველ ადგილს ალბომთა მსსოფლიო ჩარტზე, სხვა K-Pop ქალ ვასრკვლავებთან ერთად. ციტირების თარიღი: 20 ივლისი, 2017.
  3. ბენჟამინ, ჯეფი. (27 ნოემბერი, 2017) Red Velvet-ი K-Pop აქტებიდან ჩარტების უმეტესობის პირველ ადგილზე არიან. ბილბორდი. ციტირების თარიღი: 30 ნოემბერი, 2017.