Raphael (ჯგუფი)
Raphael (იაპონ. ラファエル) — იაპონური Visual kei როკ-ჯგუფი, რომელიც 1997 წელს შეიქმნა, როდესაც მისი წევრები მხოლოდ 15 წლის იყვნენ.[1] ისინი დაიშალნენ 2001 წელს, გიტარისტი კაზუკის გარდაცვალების შემდეგ, 19 წლის ასაკში.[2] 2012 წელს, ჯგუფის დარჩენილმა წევრებმა აღადგინეს Raphael ორი კონცერტისთვის, 31 ოქტომბერს და 1 ნოემბერს.[3][4]
Raphael | |
---|---|
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | იაპონია |
აქტიური | 1997–2001, 2012 |
ლეიბლ(ებ)ი | Sony, For Life Music, Universal |
წევრები |
იუკი იუკიტო ჰირო |
ყოფილი წევრები | კაზუკი |
საიტი | raphael.jp |
ბიოგრაფია
რედაქტირებაRaphael 1997 წელს შექმნა ბასისტმა იუკიტომ, მას შემდეგ, რაც შემოიერთა გიტარისტი კაზუკი (იაპონ. 華月?), ვოკალისტი იუკი და ბოლოს, დრამერი ჰირო.[5] პირველი კონცერტი მათ 10 დეკემბერს ჩაატარეს. მათი პირველი ალბომი Lilac გამოვიდა 1998 წელს, რასაც მოჰყვა ვიდეოს გამოცემაც. ისინი Oricon-ის ჩარტებში პირველად მაშინ მოხვდნენ, როდესაც სიმღერა „Yume Yori Suteki na“ გამოყენებული იქნა TBS-ის შოუსთვის Kyaiin Kanbyou no Megumi no Heart (იაპონ. キャイーン・寛平の女神のハート?). ერთ დღეში მათ გამოუშვეს ორი სინგლი, აქედან ერთმა 37-ე ადგილს მიაღწია, მეორემ კი - 38-ეს.[6]
1999 წელს მათი ძირითადი ლეიბლის დებიუტმა, "Hanasaku Inochi Aru Kagiri",[1] Oricon-ის ჩარტებში 25-ე ადგილს მიაღწია.[6] მათ თავიანთი პირველი შოუ გამართეს Nippon Budokan-ზე 2000 წლის მარტში.[4]
2000 წლის 31 ოქტომბერს გიტარისტი და მთავარი კომპოზიტორი კაზუკი გარდაიცვალა ტრანკვილიზატორის გადაჭარბებული დოზისგან.[2] 2001 წლის იანვარში, ქვეყნის მასშტაბით ტურის ჩატარების შემდეგ, Raphael-ის წევრებმა გადაწყვიტეს, ჯგუფი დაეშალათ.[4] იუკიმ და ჰირომ ჩამოაყალიბეს ჯგუფი Rice, ხოლო იუკიტომ - Black Love.[5]
მოგვიანებით რაფაელის სიმღერის "Yume Yori Suteki na" ქავერი, რომელიც ჯგუფმა Dog in the Parallel World Orchestra შეასრულა, შევიდა ნაკრებში Crush! -90's V-Rock Best Hit Cover Songs-. ალბომი გამოვიდა 2011 წლის 26 იანვარს და მასში შესულია თანამედროვე ვიზუალ კეი ჯგუფების მიერ შესრულებული იმ სიმღერების ქავერები, რომლებიც 90-იან წლებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ვიზუალ კეი მიმდინარეობისთვის.[7]
2012 წლის 17 აპრილს გამოცხადდა, რომ ჯგუფის დარჩენილი წევრები: იუკი, იუკიტო და ჰირო აპირებდნენ რაფაელის აღდგენას ორი ღამით, 31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს Zepp Tokyo-ზე.[3][4] იუკიმ განაცხადა, რომ მან ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2010 წელს, კაზუკის საფლავის მონახულებისას მიიღო.[3][4] შოუში მონაწილეობდნენ Anchang (Sex Machineguns), Lida (Dacco, Psycho le Cému), Sakito (Nightmare) და Yumehito (AYABIE) როგორც მიწვეული გიტარისტები. [8] მათ შოუს პირველ დღეს გამოუშვეს სინგლი სახელწოდებით "Raphael -Starring Kazuki-". ეს იყო ხელახალი ჩანაწერი რაფაელის 1999 წლის ჰიტად ქცეული სინგლისა "Eternal Wish (Todokanu Kimi e)" რომელიც ასევე მოიცავდა თავდაპირველად გამოუცემელ სიმღერებს "Dear", "Haikei Nervous" და "Elf no Yuutsu".[9] ჩატარებული ორი კონცერტის ორდისკიანი საკონცერტო ალბომი სახელწოდებით Tenshi no Hinoki Butai გამოვიდა 26 დეკემბერს და მოიცავდა 30 სიმღერას.[10]
წევრები
რედაქტირება- იუკი საკურაი – წამყვანი ვოკალი
- იუკიტო ჰონდა – ბას-გიტარა, კონტრაბასი, ბეკ-ვოკალი
- კაზუჰირო "ჰირო" მურატო – დრამი, დასარტყმელი საკრავები
- ყოფილი წევრები
- კაზუკი ვატანაბე – ელექტრო გიტარა, წამყვანი და რითმ გიტარა, ბეკ-ვოკალი, ძირითადი კომპოზიტორი, ჯგუფის ხელმძღვანელი
დისკოგრაფია
რედაქტირება- ალბომები და მინი-ალბომები
- Lilac (7 აპრილი, 1998)
- Mind Soap (1 დეკემბერი, 1999) Oricon Album Chart Weekly Top Position: 30[11]
- Sotsugyô (იაპონ. 卒業?, 23 მარტი, 2000) 50[11]
- Fumetsu Hana (იაპონ. 不滅華?, 21 თებერვალი, 2001) 17[11]
- Raphael Singles (1 აგვისტო, 2001, კომპილაციური ალბომი) 25[11]
- Tenshi no Hinoki Butai (26 დეკემბერი, 2012, საკონცერტო ალბომი) 133[11]
- სინგლები
- "White Love Story" (1 ნოემბერი, 1998)
- "Sick (XXX Kanja no Karute)" (იაპონ. Sick~xxx 患者のカルテ~?, 20 თებერვალი, 1999)
- "Sweet Romance" (29 აპრილი, 1999) Oricon Single Chart Weekly Top Position: 38[6]
- "Yume Yori Suteki na" (იაპონ. 夢より素敵な?, 29 აპრილი, 1999) 37[6]
- "Hanasaku Inochi Aru Kagiri" (იაპონ. 花咲く命ある限り?, 23 ივლისი, 1999) 25[6]
- "Eternal Wish (Todokanu Kimi e)" (იაპონ. eternal wish~届かぬ君へ~?, 1 ოქტომბერი, 1999) 28[6]
- "Promise" (20 ნოემბერი, 1999) 32[6]
- "Lost Graduation" (2 თებერვალი, 2000) 40[6]
- "Evergreen" (23 აგვისტო, 2000) 28[6]
- "Akikaze no Rhapsody" (იაპონ. 秋風の狂詩曲?, 1 ნოემბერი, 2000) 24[6]
- "Eternal Wish (Todokanu Kimi e)" (31 ოქტომბერი, 2012, re-recording) 24[6]
- დემო ჩანაწერები
- "Eternal Wish (Todokanu no Kimi e)" (24 დეკემბერი, 1997)
Home videos
რედაქტირება- VHS
- Lilac: Vision of Extremes (1 აგვისტო, 1998, PVs)
- Lilac: Vision of Extremes II (20 სექტემბერი, 1999, PVs)
- Pictorial Poem (24 მარტი, 2000, PVs)
- Raphael Special Live "Graduation" -2000.3.4 Nippon Budokan- (23 აგვისტო, 2000, კონცერტი)
- Forever and Ever (25 აპრილი, 2001, making of)
- Pictorial Poem 2 (19 სექტემბერი, 2001, PVs)
- Last (19 სექტემბერი, 2001, კონცერტი)
- First (19 სექტემბერი, 2001, კონცერტი)
- DVD
- Forever and Ever (25 აპრილი, 2001, making of)
- Raphael Clips (19 სექტემბერი, 2001, PVs)
- Last (21 სექტემბერი, 2001, კონცერტი)
- First (21 სექტემბერი, 2001, კონცერტი)
- Tenshi no Hinoki Butai Dai Ichi Ya "Hakuchumu" (26 დეკემბერი, 2012, კონცერტი) Oricon DVD Chart Weekly Top Position: 45[12]
- Tenshi no Hinoki Butai Dai Ni Ya "Kokuchumu" (30 იანვარი, 2013, კონცერტი) 26[12]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2014-06-27 საიტზე Wayback Machine. (იაპონური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Raphael Artist Profile cdjournal.com. retrieved 2011-02-19
- ↑ 2.0 2.1 Google Music Artist Profile დაარქივებული 2009-03-09 საიტზე Wayback Machine. retrieved 2008-08-25
- ↑ 3.0 3.1 3.2 V系・Raphaelが12年ぶり復活! 華月さん13回忌ライブで“決着” Japanese. yahoo.co.jp. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-09. ციტირების თარიღი: 2012-04-07.
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 Raphael announces comeback live after 12 years. tokyohive.com. ციტირების თარიღი: 2012-04-07.
- ↑ 5.0 5.1 JaME profile. jame-world.com. ციტირების თარიღი: 2012-04-07.
- ↑ 6.00 6.01 6.02 6.03 6.04 6.05 6.06 6.07 6.08 6.09 6.10 Oricon Singles Ranking oricon.co.jp. retrieved 2011-02-19
- ↑ '90s Visual Kei Cover Album. jame-world.com. ციტირების თარიღი: 2011-02-04.
- ↑ Three New Releases from Raphael. jame-world.com. ციტირების თარიღი: 2013-01-19.
- ↑ Raphael to release their first single in 12 years. tokyohive.com. ციტირების თარიღი: 2012-09-11.
- ↑ Raphael to release their first single in 12 years. cdjapan.co.jp. ციტირების თარიღი: 2013-01-19.
- ↑ 11.0 11.1 11.2 11.3 11.4 Oricon Albums Ranking oricon.co.jp. retrieved 2011-02-19
- ↑ 12.0 12.1 Oricon DVDs Ranking oricon.co.jp. retrieved 2013-01-19