ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

R.U.R. — ჩეხ მწერალ კარელ ჩაპეკის 1920 წლის სამეცნიერო ფანტასტიკის პიესა. "R.U.R." არის როსუმის უნივერსალური რობოტების აბრევიატურა[1].

პიესა
R.U.R.
ავტორი კარელ ჩაპეკი
პერსონაჟები

ადამიანები

  • ჰარი დომენი: გენერალური მენეჯერი
  • ფაბრი: მთავარი ინჟინერი
  • დოქტორი გალი: ფიზიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი
  • დოქტორი ჰელმანი (ჰალმეიერი): მთავარი ფსიქოლოგი
  • ჯეიკობ ბერმანი (ბუსმანი): მმართველი დირექტორი
  • ალქვისტი: სამუშაოთა კლერკი
  • ჰელენა გლორი: კაცობრიობის ლიგის პრეზიდენტი, პრეზიდენტის დიდების ქალიშვილი
  • ემა (ნანა): ელენეს მოახლე

რობოტები

  • მარიუსი
  • სულა
  • რადიუის
  • პრიმუსი
  • ელენა
  • დაემონი
პრემიერა 1921 წლის 25 იანვარი
ენა ჩეხური
თემა რობოტები და მათი აჯანყება
ჟანრი სამეცნიერო-ფანტასტიკა

[2] პიესის პრემიერა შედგა 1921 წლის 25 იანვარს და შემოიტანა სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროში ინგლისური სიტყვა "რობოტი".[3] R.U.R. გამოსვლისთანავე გახდა პოპულაეული.[4][5][6]1923 წლისთვის იგი ითარგმნა ოცდაათ ენაზე.[4][7]

სპექტაკლი იწყება ქარხანაში, რომელიც ხელოვნურ ადამიანებს (რობოტებს) ქმნის სინთეზური ორგანული ნივთიერებებისგან. რობოტების აჯანყება იწვევს ადამიანის რასის გადაშენებას. R.U.R. თავის დროზე წარმატებული იყო ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.[8]

პერსონაჟები

რედაქტირება

ადამიანები

რედაქტირება
  • ჰარი დომენი: გენერალური მენეჯერი
  • ფაბრი: მთავარი ინჟინერი
  • დოქტორი გალი: ფიზიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი
  • დოქტორი ჰელმანი (ჰალმეიერი): მთავარი ფსიქოლოგი
  • ჯეიკობ ბერმანი (ბუსმანი): მმართველი დირექტორი
  • ალქვისტი: სამუშაოთა კლერკი
  • ჰელენა გლორი: კაცობრიობის ლიგის პრეზიდენტი, პრეზიდენტის დიდების ქალიშვილი
  • ემა (ნანა): ელენეს მოახლე

რობოტები

რედაქტირება
  • მარიუსი
  • სულა
  • რადიუის
  • პრიმუსი
  • ელენა
  • დაემონი
 
იოზეფ შაპეკის მიერ შესრულებული პიესის პირველი გამოცემის ყდა, პრაღა, 1920 წ.
 
აშშ-ს WPA ფედერალური თეატრის აფიშა, ნიუ-იორკი, 1939 წ.

პირველი მოქმედება

რედაქტირება

დიდი ინდუსტრიული ძალის პრეზიდენტის ქალიშვილი ელენა ჩამოდის როსუმის უნივერსალური რობოტების კუნძულ ქარხანაში. იგი ხვდება დომინს, R.U.R– ის გენერალურ მენეჯერს, რომელიც კომპანიის ისტორიას უყვება: 1920 წელს კუნძულზე მოვიდა კაცი, სახელად როსუმი, ზღვის შესასწავლად, ხოლო 1932 წელს მან შემთხვევით აღმოაჩინა ქიმიური ნივთიერება, რომელიც ზუსტად ისევე იქცეოდა, როგორც პროტოპლაზმა, გარდა იმ შემთხვევისა, რომ დარტყმა არ აწუხებდა.

როსუმმა სცადა ძაღლისა და კაცის გაკეთება, მაგრამ ვერ შეძლო. მისი ძმისშვილი მოვიდა მის სანახავად და ორივენი კამათობდნენ განუწყვეტლივ, ძირითადად იმიტომ, რომ როსუმს მხოლოდ ცხოველების შექმნა სურდა იმის დასამტკიცებლად, რომ ღმერთი საერთოდ არ არსებობდა, ხოლო მის ძმიშვილს ახალგაზრდა როსუმს მხოლოდ გამდიდრება სურდა. საბოლოოდ, ახალგაზრდა როსუმმა ბიძა ლაბორატორიაში ჩაკეტა და ააშენა ქარხნები. როდესაც სპექტაკლი მიმდინარეობს - დაახლოებით 2000 წელს [9] - რობოტები იაფი და ხელმისაწვდომია მთელ მსოფლიოში. ისინი აბსოლუტურად საჭირო გახდნე. ელენა ხვდება ფაბრის, დოქტორ გალს, ალქვისტს, ბუსმანს და ჰალმეიერს და აცხადებს, რომ ის არის კაცობრიობის ლიგის წარმომადგენელი, ადამიანის უფლებათა ორგანიზაცია, რომელსაც სურს რობოტების "განთავისუფლება". ქარხნის მენეჯერებს ეს სასაცილო წინადადებად მოეჩვენებათ, რადგან ისინი რობოტებს ტექნიკურად მიიჩნევენ. ელენა ითხოვს რობოტებისთვის ანაზღაურების გადახდას, რათა მათ შეძლონ იმ საგნების შეძენა, რაც მოსწონთ, მაგრამ რობოტებს არაფერი მოსწონთ. ელენა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ კაცობრიობის ლიგა ფულის ფლანგვაა, მაგრამ აგრძელებს კამათს იმ ფაქტზე, რომ რობოტებს მაინც უნდა ჰქონდეთ "სული". მოგვიანებით, დომინი აღიარებს, რომ მას უყვარს ელენა და აიძულებს მას ნიშნობას.

მეორე მოქმედება

რედაქტირება

ათი წლის შემდეგ, ელენა და მისი მედდა ნანა საუბრობენ მიმდინარე მოვლენებზე - განსაკუთრებით ადამიანის დაბადებათა შემცირებაზე. ელენა და დომინი იხსენებენ შეხვედრის დღეს და შეაჯამებენ ბოლო ათი წლის მსოფლიო ისტორიას, თუ როგორ ჩამოყალიბდა ახალ რობოტებზე დაფუძნებულ ახალ ეკონომიკაში. ელენა ხვდება დოქტორ გალის ახალ რობოტულ ექსპერიმენტს, რადიუსს, ხოლო დოქტორი გალი მას აღწერს როგორც ექპერიმენტალურ მოდელს და მას ელენას არქმევს. ფარულად, ჰელენა წვავს ფორმულას, რომელიც საჭიროა რობოტების შესაქმნელად. რობოტების აჯანყება როსუმის კუნძულამდე აღწევს.

მესამე მოქმედება

რედაქტირება

პერსონაჟები გრძნობენ, რომ რობოტების უნივერსალობა საფრთხეს წარმოადგენს. ბაბელის კოშკს მოგვაგონებს, პერსონაჟები მსჯელობენ, კარგი იდეა იქნებოდა თუ არა ეროვნული რობოტების შექმნა, რომელთაც არ შეეძლოთ კომუნიკაცია თავიანთი ენის ჯგუფის მიღმა. რობოტებმა ალყა შემოარტყეს ქარხანას, ელენა ამბობს, რომ მან დაწვა ფორმულა, რომელიც საჭიროა ახალი რობოტების შესაქმნელად. პერსონაჟები მწუხარებას გამოთქვამენ კაცობრიობის დასასრულის გამო. ბუსმანი მოკლეს რობოტებთან მოლაპარაკების დროს, რომლებიც შემდეგ ქარხანაში შეიჭრნენ და ყველა გამოასალმეს სიცოცხლეს, გარდა ალკვისტისა, კომპანიის მთავარი ინჟინრისა, ისინი მიიჩნევდნენ რომ ალკვისტი მათთვის მუშაობდა.[10]

გავიდა წლები და თითქმის ყველა დაიხოცა რობოტების რევოლუციის გამო, გარდა ალკვისტისა. ის ცდილობს ხელახლა შექმნას ფორმულა, რომელიც ელენამ გაანადგურა, თუმცა, რადგან ის არის მექანიკოსი, ბიოლოგიური ქიმიის არასაკმარისი ცოდნით, მან მცირე პროგრესი განიცადა. რობოტების მთავრობა ალკვისტის დასახმარებლად გადარჩენილ ადამიანებს ეძებდა, მაგრამ მათ ვერ იპოვნეს. რობოტის მთავრობის ოფიციალური პირები ალკვისტს მიმართავენ და პირველ რიგში უბრძანებენ და შემდეგ ევედრებიან მას, შეავსოს ფორმულა. რობოტებს პრიმუსსა და ელენეს უყალიბდებათ ადამიანთა გრძნობები და უყვარდებათ ერთმანეთი. ალქვისტი აცნობიერებს, რომ ისინი ახალი ადამ და ევა არიან და მათ მსოფლიოს შეცვლის საშუალებას აძლევს.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Roberts, Adam (2006). The History of Science Fiction. New York: PALGRAVE MACMILLAN, გვ. 168. ISBN 9780333970225. 
  2. Kussi, Peter. Toward the Radical Center: A Čapek Reader. (33).
  3. Asimov, Isaac (September 1979). „The Vocabulary of Science Fiction“, Asimov's Science Fiction. 
  4. 4.0 4.1 Voyen Koreis. Capek's RUR. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 დეკემბერი 2013. ციტირების თარიღი: 23 July 2013
  5. Tim Madigan. (July–August 2012) RUR or RU Ain't A Person?. Philosophy Now. ციტირების თარიღი: 24 July 2013
  6. Charles T. Rubin. (2011)Machine Morality and Human Responsibility. The New Atlantis. ციტირების თარიღი: 24 July 2013
  7. Ottoman Turkish Translation of R.U.R. – Library Details tr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 თებერვალი 2014. ციტირების თარიღი: 24 July 2013
  8. Jarka M. Burien, "Čapek, Karel" in Gabrielle H. Cody, Evert Sprinchorn (eds.) The Columbia Encyclopedia of Modern Drama, Volume One. Columbia University Press, 2007. ISBN 0231144229, (pp. 224–225).
  9. According to the poster for the play's opening in 1921; see Klima, Ivan (2004) "Introduction" to R.U.R., Penguin Classics
  10. Čapek, Karel (2001). R.U.R., translated by Paul Selver and Nigel Playfair, Dover Publications, გვ. 49. 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/R.U.R._(პიესა)“-დან