Quemmekh
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
Quemmekh (ქვემეხი) — ქართული პანკროკ/მეტალ ბენდი, რომელიც შეიქმნა 2015 წელს თბილისში.[1] ბენდის ამჟამინდელი წევრები არიან სანდრო ქერაული (ვოკალი, გიტარა), დაჩი დოდაშვილი (ბას-გიტარა).
სიმღერების ავტორები სხვადასხვა დროს იყვნენ ნიკა მოსიაშვილი, სანდრო დიასამიძე, გიორგი მიგრიაული.
კოლექტივი ბენდის ძირითად წევრებთან ერთად უბრალოდ სხვადასხვა სფეროდან საქართველოში მოღვაწე არტისტებს აერთიანებს.
ჯგუფმა პირველი ალბომი „ახალი მეფე“ 2017 წელს გამოსცა, რომელიც 8 სინგლისგან შედგება, როგორც თავად ბენდი აღწერს ეს ალბომი არის „ჩამოუყალიბებელი, ანარქო-ინდუსტრიული, დაშლილი და მორალურად დაქუცმაცებული, 2017 წლის, დაბალი თვითშეფასების, თბილისის ჟღერადობა მომავლის მაძიებელი ძაღლების, მგლების და ტურებისთვის.“[2] ბენდის მეორე ალბომი 2018 წელს დაწერილი „Gravatas“-ია რომელიც მეტად მძიმე ჟღერადობით გამოირჩევა, ალბომის გარეკანზე მუსიკოსი გოგი ჩაჩანიძე იგივე Kulibaba-ა გამოსახული. 2019 წელს ბენდმა გამოუშვა „ანუბისის ტეტროლოგია“, რომელზეც მხოლოდ ჯგუფის ორმა წევრმა, სანდრო ქერაულმა და ნიკო მოსიაშვილმა იმუშავეს. 2020 წელს კი ახალი ალბომი „ისევ შენ ხარ“გამოუშვა,[1] 2021 ალბომი ამერიკული.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 ხარატიშვილი, პაატა (3 იანვარი, 2020). „მოუსმინეთ: ჯგუფი „ქვემეხი“ ახალ ალბომს „ისევ შენ ხარ“ ავრცელებს“. popmusic.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-21. ციტირების თარიღი: 16 იანვარი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ https://quemmekh.bandcamp.com/album/new-king