ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

Pseudomonas ბაქტერიების გვარი Pseudomonadacae-ს ოჯახისა. აერთიანებს 20-ზე მეტ სახეობას. მათ შორის ერთ-ერთი ნიადაგის ბუნებრივი ბინადარია და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნივთიერებათა წრებრუნვაში. ზოგიერთი კი ადამიანის, ცხოველებისა და მცენარეების პათოლოგიების მიზეზია. ასეთ პათოგენურ ბაქტერიებს მიეკუთვნება: Pseudomonas aeruginosa, Pseudomonas putida, Pseudomonas fluorescens, Pseudomonas cepacia და სხვა.[1]

Pseudomonas

Pseudomonas aeruginosa
მეცნიერული კლასიფიკაცია
დომენი:  ბაქტერიები
სამეფო:  ბაქტერიები
ტიპი:  Proteobacteria
კლასი:  Gammaproteobacteria
რიგი:  Pseudomonadales
ოჯახი:  Pseudomonadaceae
გვარი:  Pseudomonas
ლათინური სახელი
Pseudomonas

მორფოლოგია

რედაქტირება
 
ფსევდომონადები

ფსევდომონადები არიან გრამუარყოფითი, სწორი ან ოდნავ მოხრილი ჩხირები მომრგვალებული ბოლოებით. მათი ზომებია 0,5 - 0,7-დან 1 - 3 მკმ-მდე, კარგად იღებებიან ანალინური საღებავებით. ძირითადად მოძრავია (მონო- ან ლოფოტრიქალური.) სპორებს არ წარმოქმნიან, კაფსულა არ გააჩნიათ, მაგრამ წარმოქმნიან ლორწოს, რომელიც ბაქტერიას გარედან ფარავს. [2]

ეპიდემიოლოგია

რედაქტირება

ფსევდომონადები ბუნებაში ფართოდ არიან გავრცელებულნი. გვხვდებიან წყალში, ნიადაგაში, ჰაერში, ადამიანისა და ცხოველების ნაწლავში, კანსა და ლორწოვან გარსებზე.

რეზისტენტული და ბიოქიმიური თვისებები

რედაქტირება
 
P. aeruginosa, დამახასიათებელი ლურჯ-მწვანე პიგმენტირებით

ფსევდომონადების გვარს რეზისტენტულია ულტრაიისფერი სხივების, ანტისეპტიკების (ფურაცილინი, რივანოლი) წინააღმდეგ. საავადმყოფოსშიდა პირობებში მტვერში ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას 2 კვირის განმავლობაში. 60° გრადუსზე დუღილისას იღუპება 15 წუთის შემდეგ და 2%-იანი ფენოლის ხსნარით დამუშავებისას. [3]

ეს აერობული ბაქტერიებია, რომლებსაც გააჩნიათ მთელი რიგი ფერმენტები, რომლებიც მათი სიცოცხლისთვის აუცილებელ ფაქტორებს წარმოადგენენ (დეჰიდრაზები, ციტოქრომი, ციტოქრომოქსიდაზა). ზრდის ტემპერატურული დიაპაზონია 6°-იდან 45°-მდე, pH-ი კი 7,2-7,5.

დამახასიათებელია ე.წ პიოციანინის გამოყოფა - სპეციფიკური პიგმენტი, რომელიც ფსევდომონადების კოლონიას ლურჯ-მწვანე შეფერილობას აძლევს. ფსევდომონადების ზოგიერთი სახეობისთვის დამახასიათებელია ყვითელი (Pseudomonas fluorescens, Pseudomonas putida), წითელი (პიგმენტი - პიორუბინი), შავი (პიომელანინის) პიგმენტების გამომუშავება.

პათოგენობა

რედაქტირება

ფსევდომონადები შეიძლება გამოივწიონ სეპსისი, მენინგიტი, ოსტეომიელიტი, ართრიტი, ოტიტი, პნევმონია (Pseudomonas pneumonia), პლევრიტი, თირკმლების ან ტვინის აბსცესი, შარდ-სასქესო სისტემის ანთება. ხშირად საავადმყოფოსშიდა ჭრილობების ჩირქოვანი ინფექციების მიზეზია. [4]

  1. Коротяев А. И.; Бабичев С. А. Медицинская микробиология, имунология и вирусология გვ. 781
  2. Коротяев А. И.; Бабичев С. А. Медицинская микробиология, имунология и вирусология გვ. 782
  3. Коротяев А. И.; Бабичев С. А. Медицинская микробиология, имунология и вирусология გვ. 782
  4. Коротяев А. И.; Бабичев С. А. Медицинская микробиология, имунология и вирусология გვ. 785
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Pseudomonas“-დან