Prosopographisches Lexikon der Palaiologenzeit
Prosopographisches Lexikon der Palaiologenzeit („პროსოპოგრაფიული ლექსიკონი პალეოლოგოსების ეპოქაზე“), შემოკლებით PLP — გერმანულენოვანი საცნობარო ნაშრომი ბიზანტიის იმპერიის უკანასკნელ ორ საუკუნეზე, 1261 წლიდან 1453 წლის კონსტანტინოპოლის დაცემამდე, როდესაც იმპერია პალეოლოგოსების დინასტიის მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა. დაიბეჭდა 1976 და 1995 წლებს შორის ავსტრიის მეცნიერების აკადემიის მიერ, ერიხ ტრაპის ხელმძღვანელობით. შედგება 15 ტომისგან. 2001 წელს PLP განთავსდა ინტერნეტში, როგორც გამოწერაზე დაფუძნებული სერვისი და CD-ს სახით. ნაშრომი წარმოადგენს ყოვლისმომცველ წყაროს ბიოგრაფიებზე და გენეალოგიებზე, არა მხოლოდ ბიზანტიელი ბერძნების, არამედ ბულგარების, სერბების, ალბანლების, თურქებსა და სხვა ხალხებზე, რომლებსაც ამ პერიოდშო ბიზანტიის იმპერიასთან გააჩნდათ კავშირი.