Pocket Gamer — არის ბრიტანული ვიდეო თამაშების საიტი, რომელიც ფოკუსირებულია პორტატიულ თამაშებზე და აქვეყნებს მიმოხილვებს, პრევიუებს, რეცენზიებსა და სიახლეებს. გაეშვა 2005 წელს. მისი მფლობელი არის კომპანია Steel Media. საიტი მოიცავს ყველა ძირითად პორტატიულ და მობილურ პლატფორმებს, მათ შორის iPhone, iPad, Android, Windows Phone, PlayStation Vita და ასევე Nintendo DS-ის სხვადასხვა ვერსიებს. იგი იყო ერთ-ერთ პირველი, რომელმაც მოცვა iPhone-ისა და iPod Touch-ის სათამაშო ბაზარი.


ოფიციალური ლოგო
საიტი ოფიციალური საიტი
კომერციულობა კი
საიტის ტიპი ვიდეო თამაშების ჟურნალისტიკა
რეგისტრაცია არჩევითი
ხელმისაწვდომი ენა ინგლისური
მფლობელი Steel Media
გაეშვა 2005
Alexa-ს რეიტინგი 28,779 (სექტემბერი, 2016) [1]
ამჟამინდელი სტატუსი აქტიური

საიტი ყოველწლიურად აჯილდოებს საუკეთესო პორტატიულ თამაშებს თერთმეტ კატეგორიაში[2]. ბრიტანული გაზეთი The Guardian პერიოდულად აქვყნებს Pocket Gamer-ის მიერ რეკომენდებული მობილური ვიდეო თამაშების სიას[3]. მას ასევე გააჩნია პოდკასტი, რომელიც 2008 წლის 1 დეკემბრიდან გაეშვა.

2009 წელს The Guardian-მა Pocket Gamer შეიყვანა სიაში, "100 ყველაზე მნიშვნელოვანი საიტი"[4], ხოლო The Sunday Times-მა თავის სიაში, "ხუთი საუკეთესო სათამაშო საიტი" მას მეხუთე ადგილი მიუჩინა[5].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Pocketgamer.co.uk Site Info. Alexa Internet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-14. ციტირების თარიღი: 2016-08.
  2. "Firemint Wins Four Pocket Gamer Awards" დაარქივებული 2010-03-13 საიტზე Wayback Machine. . PC Gamer. Retrieved 20 June 2010.
  3. „Guardian Unlimited: Mobile and iPhone gaming round-up“. The Guardian. 2009-06-17.
  4. Schofield, Jack; Johnson, Bobbie; Arthur, Charles; O'Connor, Stuart; Bunz, Mercedes; Keegan, Victor (9 დეკემბერი, 2009). „The 100 essential websites“. The Guardian. London. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  5. The Sunday Times: Pocket Gamer one of the 'best sites for gamers'. Pocket Gamer (6 ივლისი, 2010).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Pocket_Gamer&oldid=4393543“-დან