ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

Panzer III — გერმანული საშუალო ტანკი, რომელიც ინტენსიურად გამოიყენებოდა მეორე მსოფლიო ომში. ტანკის სრული სახელია Panzerkampfwagen III Sd Kfz. 141 (აბრევიატურით PzKpfw III) და ითარგმნება, როგორც საბრძოლო მანქანა. ტანკი მსახურობდა ძირითადად Panzer IV - ის გვერდით, თუმცა ორივეს სხვადასხვა ამოცანა ჰქონდათ, კერძოდ Panzer IV უნდა დახმარებოდა ქვეითებს და უნდა ებრძოლა გამაგრებული პოზიციებისკენ, ხოლო Panzer III-ს კი უნდა გაენადგურებინა მოწინააღმდეგის მძიმე ტექნიკა, თუმცა საბჭოთა T-34 ის გამოჩენის თანავე ნათელი გახდა, რომ Panzer III ბევრად ჩამორჩებოდა მას და იძულებულები გახდნენ Panzer IV ისთვის დაეყენებინათ ბევრად ძლიერი ტანკ საწინააღმდეგო ქვემეხი 7.5 cm KwK 40 და ტანკების წინააღმდეგ იბრძპა არა Panzer III - ს, არამედ Panzer IV.

Panzerkampfwagen III

Panzer III Ausf. H მუსე დე ბლინდესში
მოდიფიკაცია
საბრძოლო წონა, ტ 23
განლაგების სქემა კლასიკური
ეკიპაჟი, კაცი 5 ადამიანი
ისტორია
გამოშვების წელი(წლები) 1939—1943
ექსპლუატაციის წელი(წლები) 1939-1945
გამოშვების რაოდენობა 5,771
ძირითადი ოპერატორები ნაცისტური გერმანიის დროშა ნაცისტური გერმანია
ზომები
კორპუსის სიგანე, მმ 2,90
სიმაღლე, მმ 2.5
ჯავშანი
ჯავშნის ტიპი 5-70მმ
შეიარაღება
ქვემეხის კალიბრი და მარკა 1 × 3.7 cm KwK 36 Ausf. A-F1 × 5 cm KwK 38 Ausf. F-J,1 × 5 cm KwK 39 Ausf. J¹-M,1 × 7.5 cm KwK 37 Ausf. N
ტყვიამფრქვევები 2-3 × 7.92 მმ Maschinengewehr 34
მობილურობა
ძრავის ტიპი 12 ცილინდრიანი Maybach HL 120 TRM 300
ძრავის სიმძლავრე, ც.ძ. 296
გადაადგილების სიჩქარე ტრასაზე, კმ/სთ 40
ტრასაზე გადაადგილების მარაგი, კმ 155

უკანასკნელ Panzer III-ის ვერსიას დაუყენდა შედარებით ძლიერი 7.5 cm KwK 37 L/24, რომელიც უფრო მორგებული იყო ქვეითების მხარდაჭერას. ტანკის წარმოება შეწყდა 1943 წელს.

შექმნის ისტორია

რედაქტირება
 
მსუბუქი ტანკი Panzer I - ი ნორვეგიაში

პირველი მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების შემდეგ დაიდო ვერსალის ხელშეკრულება, რომელიც უკრძალავდა გერმანიას ჯავშანტექნიკის ყოლას, 1925 წლიდან კი უკვე მუშაობა დაიწყეს მათ წარმოებაზე. 1934 წელს გერმანიამ გამოუშვა ომის შემდგომი პირველი ტანკი Panzer I. ახალი ტანკი მსუბუქ ტანკებს განეკუთვნებოდა და შეიარაღებული იყო 2 ტყვიამფრქვევით, ხოლო ჯავშანი მხოლოდ ტყვიებს უძლებდა, თუმცა იმ დროისთვის გერმანიას უბრალოდ არ შეეძლო ეწარმოებინა უფრო მძიმე ტანკები.

1933 წლის კრუპის დოკუმენტების მიხედვით ახალ გაუმჯობესებულ ტანკზე მუშაობა 1933 წელს დაიწყო. გეგმაში ორი ვარიანტი იყო. პირველს 20მმ-იანი ავტომატური ქვემეხი უნდა ჰქონოდა (სამომავლოდ დაერქვა Panzer II), ხოლო მეორეს - 37მმ-იან, რომელიც ფირმა დაიმლერ ბენცს დაავალეს, ხოლო წონა კი 10 ტონამდე უნდა ყოფილიყო. უკანასკნელი გადაწყვეტილება 1934 წლის 11 იანვარს იქნა მიღებული, დროსაც ფინანსური პრობლემების გამო უპირატესი გახადეს ტექნიკური მოთხოვნილებები, ხოლო ამავე წელს გამოცხადდა კონკურსი ახალი ტანკის შესაქმნელად, კოდური სახელწოდებით ოცეულის მეთაური ტანკი (გერმანულად: Zugführerwagen). ტენდერში მიწვეულები იყვნენ ფირმები დაიმლერ ბენცი, კრუპი, M.A.N.და რეინმეტალი, ტექნიკური მოთხოვნილებები კი იყო ასეთი:

  • 10 ტონა
  • 37 მმ-იანი ქვემეხი მოძრავ ქვემეხზე
  • არ უნდა ყოფილიყო 40კმ/სთზე ნელი
  • უნდა გამოეყენებინა 300 ცხძლ - იან მაიბახის HL 100 - ს,ასევე SSG 75 ტიპის ტრანსმისია ფირმა Zahnradfabrik Friedrichshafen - გან, მობრუნების მექანიზმი ფირმა Wilson-Cletrac - დან ხოლო მუხლუხი კი Kgs.65/326/100.

1934 წელს შეიქმნა პირველი პროტოტიპები.

საბოლოო გამოცდისას შასად არჩეული იქნა დაიმლერ ბენცის შასი, რომლებსაც დაერქვა Z.W.1 და Z.W.2. ამის შემდეგ მიიღეს ორი გაუმჯობესებული შასის პროტოტიპის შეკვეთა. სახელები Z.W.3 და Z.W.4 კოშკურების პირველი ვერსიები ჯერ კიდევ 1934 წლის აგვისტოში იყო მზად, თუმცა მანამ, სანამ მოიწონებდნენ, ჯერ შედარება გაუკეთეს რეინმეტალის კოშკურას და მხოლოდ ამის შემდეგ აირჩიეს იგი.

Panzer III Ausf. A დან C-მდე ტანკს ჰქონდა 15მმ-იანი ჰომოგენური ჯავშანი,ბორტებზე და ზემოდან 10მმ,უკნიდან 5. ზოგადად ეს მოდიფიკაციები ადვილად გასახვრეტები იყვნენ ამიტომ მის შემდგომ მოდიფიკაციებს (Ausf. D, E, F, G) ჯავშანი 30მმ - მდე გაუზარდეს: ფრონტალურად,ბორტებზე და ზემოდან ხოლო H მოდიფიკაციას 30მმ-იან ჯავშანზე დაუმატეს კიდევ 30მმ-იანი რკინის ჯავშანი ფორნტალურად და ბორტებზე,Ausf. J - ს 50მმ-იანი ჯავშანი ჰქონდა წინიდან და უკნიდან ხოლო Ausf. J, L-ს კი დამატები 20მმ-იანი ჯავშანი ჰქონდა დამატებული.ჯავშანის გაძლიერებამ მეტნაკლებად გააუმჯობესა უსაფრთხოება თუმცა მაინც ვერ უძლებდა ტანკ საწინააღმდეგო ქვემეხებს ბორტებზე მოხვედრისას.

შეიარაღება

რედაქტირება
 
Panzerbefehlswagen III ausf E ან F(სამეთაურო ტანკი),შეიარაღებული 37მმ-იანი ქვემეხით და ორი ტყვიამფრქვევით

Panzer III-ზე ზეგავლენა მოახდინა ბრიტანულმა ვიკერსის ტანკებმა რომლის კოშკურაზე 3 კაცი მუშაობდა,მსროლელი ,დამტენი და მეთაური.ეს საშუალებას აძლევდა მეთაური კარგად გარკვეოდა სიტუაციაში და სრული კონცენტრაცია მოეხდინა ბრძოლის ველზე,ეს ძალიან მოეწონათ გერმანელებს და თავიანთ ტანკებზე, მათ შორის Panzer III-ის კოშკურაზე 3 ტანკისტი დასვეს,სხვა ტანკებს მაგალითად ფრანგულ Somua S-35-ზე მხოლოდ ერთი კაცი იყო,საბჭოთა T-34-ზე კი ორი. მეორე მსოფლიო ომის პირველ წლებში Panzer III - ი გერმანიის ძირითად ტანკს წარმოადგენდა და საკმაოდ ეფექტურადაც იბრძოდა, თუმცა შეიარაღება თავიდანვე არასაკმარისი იყო,ეს გამოიკვეთა საფრანგეთში ბრძოლისას, რადროსაც ძალიან უჭირდათ ბრიტანული მატილდების გახვრეტა,საბჭოთა კავშირში შეჭრის შემდეგ ისინი პირველად შეხვდნენ მათზე ბევრად უკეთესად დაჯავშნულ და შეიარაღებულ KV-ს და T-34-ებს,ამიტომაც ტანკებს ქვემეხები 50მმ-მდე გაუზარდეს თუმცა შედეგი მაინც უარყოფითი იყო სულ მალე Panzer III უკვე მეორე ხარისხოვან ტანკად გადაიქცა და ტანკებთან საბრძოლველად უკვე გაძლიერებულ ქვემეხიან Panzer IV - ებს იყენებდნენ. 1942 წელს უკანასკნელი ვერსია გამოვიდა Panzer III Ausf. N რომელიც შეიარაღებული 75მმ-იანი მოკლე ლულიანი ქვემეხით იყო (KwK 37 L/24),ახალ მოდიფიკაცია კარგად იბრძოდა ქვეითების წინააღმდეგ და ზოგადად უფრო თავდაცვითი ტანკი იყო ვიდრე შემტევი.

მანევრულობა

რედაქტირება

Panzer III Ausf. A დან C-მდე ტანკებს ეყენათ 250 ცხძლიანი, 12-ცილინდრიანი მაიბახის HL 108 TR ძრავები,რომლებითაც 32 კმ/სთ-ს ავითარებდნენ ხოლო მოქმედების რადიუსი კი 150კმ იყო,შემდგომ მოდელებში დაყენებული იქნა 300 ცხძლ-იანი, 12-ცილინდრიანი მაიბახის HL 120 TRM ძრავი რის შემდეგადაც ტანკი 40კმ/სთ-მდე ავითარებდა, მოქმედების რადიუსი კი 155კმ-მდე გაიზარდა.

საბრძოლო ისტორია

რედაქტირება

Panzer III-ების გამოიყენებოდა: პოლონეთში, საფრანგეთში,საბჭოთა კავშირში,აფრიკის კამპანიაში,ნორმანდია,ოპერაცია მარკეტ-გარდენი,ფინეთში,ნორვეგიაში. პოლონურ და ფრანგულ კამპანიებში Panzer III - ებს არ მიუღიათ დიდი რაოდენობით მონაწილეობა,თუმცა დიდ უპირატესობას ფლობდა მასთან შედარებით მოძველებულ პოლონურ 7TP,ფრანგულ R-35 და H-35 ტიპის მსუბუქ ტანკებთან შედარებით.

 
აღმოსავლეთ ფრონტზე

ოპერაცია ბარბაროსას განმავლობაში Panzer III - ები ყველაზე დიდ როლს თამაშობდნენ იმ დროისთვის არსებულ გერმანულ ტანკებთან შედარებით,ომის დასაწყისში Panzer III - ები მათი რაოდენობით ჯობნიდნენ საბჭოთა კვ და T-34 - ებს,თუმცა იმ დროისთვის საბჭოთა კავშირს უმეტესად მოძველებული BT და T-26 - ები ჰყავდათ,გერმანელი ტანკისტები ბევრად უკეთ მომზადებულები იყვნენ,გარდა ამისა ბევრად თანამედროვე ტანკები იყო ვიდრე საბჭოთა BT და T-26 - ი,ამიტომაც თითქმის ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ გერმანელებს და ტანკების შეფარდება 6:1 ზე იყო გერმანელების სასარგებლოდ.თუმცა მომდევნო წლებში როცა T-34 - ების მასობრივი წარმოება დაიწყო უკვე Panzer III - ი იყო მოძველებული ვიდრე საბჭოთა ანალოგი,გერმანული ტანკი წინიდან მანამ ვერ ხვრიტავდა წინიდან სანამ ახალი 50მმ-იანი KwK 39 L/60 ქვემეხი არ დაუყენეს რომელიც მხოლოდ 500 მეტრიდან თუ ხვრიტავდა მას.

 
Panzer III აფრიკის კამპანიის დროს

კურსკის ბრძოლის შემდეგ Panzer III-ებს უმეტესად ეკიპაჟის გასაწვრთნელად იყენებდნენ. მის ბაზაზე დამზადდა მოიერიშე ქვემეხი Sturmgeschütz III, რომელიც ერთ ერთი ყველა წარმატებული თვითმავალი საარტილერიო დანადგარი გამოდგა.ომის ბოლოს Panzer III-ები თითქმის საერთოდ აღარ გამოიყენებოდა,ზოგი მათგანი გადაკეთდა StuG III ტიპის ანტიტანკებად.

წარმოება

რედაქტირება
სხვადასხვა PzKpfw III - ის მოდიფიკაციების წარმოების რაოდენობა (1937-43)
მოდიფიკაცია პერიოდი რაოდენობა
PzKpfw III Ausf. A 1937 15
PzKpfw III Ausf. B 1937 15
PzKpfw III Ausf. C 1937—1938 15
PzKpfw III Ausf. D 1938 30
PzKpfw III Ausf. E 1938—1939 96
PzKpfw III Ausf. F 1939—1940 435
PzKpfw III Ausf. G 1940—1941 600
PzKpfw III Ausf. H 1940—1941 308
PzKpfw III Ausf. J 1941—1942 1549
PzKpfw III Ausf. J1 1941—1942 1067
PzKpfw III Ausf. L 1942 653
PzKpfw III Ausf. M 1942—1943 250
PzKpfw III Ausf. N 1942—1943 700

ვარიანტები

რედაქტირება
  • Panzer III Ausf. A — პროტოტიპი; 1937 წელს გამოუშვეს 10 მსგავსი ტანკი, მხოლოდ 8 იქნა შეიარაღებული და ნანახი პოლონეთში.
  • Panzer III Ausf. B, C — პროტოტიპები; 1937 წელს გამოუშვეს 15 ტანკი, ნანახი იქნა პოლონეთში.
  • Panzer III Ausf. D — პროტოტიპი; 1938 წელს გამოუშვეს 38 - ი,მხოლოდ 30 იყო შეიარაღებული და იბრძოდა პოლონეთსადა ნორვეგიაში
  • Panzer III Ausf. E, F — იწარმოებოდა 1939-1940 წლებში. შეიარაღებული 3.7 cm KwK 36 L/46.5 (შემდგომ 5 cm KwK 38 L/42) ქვემეხით.
  • Panzer III Ausf. G — დამატებითი ჯავშანი ჰქონდა ქვემეხზე. შეიარაღებული იყო 3.7 cm KwK 36 L/46.5 (შემდგომ 5 cm KwK 38 L/42) ქვემეხით.
  • Panzer III Ausf. H — დამატებული ჰქონდა 30მმ-იანი ჯავშანი.
  • Panzer III Ausf. J — შასი დაგრძელდა. ფრონტალური ჯავშანი გაიზარდა 50მმ-მდე.
  • Panzer III Ausf. J¹ — შეიარაღებული უფრო გრძელიდა ძლიერი 5 cm KwK 39 L/60 ტიპის ქვემეხით.
  • Panzer III Ausf. KPanzerbefehlswagen სამეთაურო ტანკი.
  • Panzer III Ausf. L — გაძლიერებული ჰქონდა ჯავშანი დამატებით 20 მმ-ით.
  • Panzer III Ausf. M — ბორტებზე ეყენა დამატებითი ეკრანები.
  • Panzer III Ausf. N — შეიარაღებული მოკლე 7.5 cm KwK 37 L/24 ქვემეხით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • AFV Database
  • Surviving Panzer III tanks - A PDF file presenting the Panzer III tanks (PzKpfw. III, Flammpanzer III, StuIG33B, SU-76i, Panzerbeobachtungswagen III tanks) still existing in the world
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Panzer_III“-დან