PSM3 (შემოკლებული PlayStation 3 Magazine-სგან) — ბრიტანული ჟურნალი პლეისტეიშენის კონსოლების ვიდეო თამაშების შესახებ, რომელიც გამოიცემოდა ყოველთვიურად 2000-2012 წლებში.

PSM3
სპეციალიზაცია ვიდეო თამაშების ჟურნალისტიკა
ენა ინგლისური
მთავარი რედაქტორი მარკუს ჰოკინზი (200-2006)
დანიელ დოკინზი (2006-2012)
პუბლიკაციის დეტალები
გამომცემელი Future plc
ქვეყანა გაერთიანებული სამეფო
პუბლიკაციის ისტორია პირველი ნომერი: ოქტომბერი, 2000
ბოლო ნომერი:
12 დეკემბერი, 2012
გამოცემის სიხშირე ყოველთვიური
ISSN 1752-2625

მისი თავდაპირველი სახელწოდება იყო PSM2 ხოლო პირველი ნომერი გამოვიდა 2000 წლის ოქტომბერს.[1][2] PSM3 სწრაფად იქცა ყველაზე პოპულარულ არაოფიციალურ ჟურნალად Playstation-ს შესახებ დიდ ბრიტანეთში. 78 ნომროდან მოყოლებული მას შეეცვალა სახელწოდება PSM3-ით და ფოკუსირება მოახდინა PlayStation 3-ის პროდუქტებზე, თუმცა ასევე იბიჭდებოდა მასალები PlayStation 2-ისა და PlayStation Portable-ის შესახებ. 2011 წლის ივლისს მოხდა ჟურნალის რედიზაინი.[3]

2012 წლის 13 ნოემბერს გახდა ცნობილი ჟურნალების PSM3-სა და Xbox World-ის დახურვის შესახებ[1]. PSM3-ის უკანასკნელი ნომერი გამოვიდა 2012 წლის 12 დეკემბერს.

PSM3-ის დისკი მკითხველთა შორის პოპულარული იყო მიმოხილვების წყალობით. ყოველთვიურად დისკზე ანთავსდებდნენ ვიდეომასალებს ვიდეო თამაშებისა და ჟურნალის ავტორების კომენტარების შესახებ. 2007 წელს გამოვიდა PSM3-ის ორმხრიანი დისკი. ერთ მხარეზე იყო სტანდარტული DVD, ხოლო მეორეზე - თამაშების ტრეილერები მაღალი გარჩევადობით, სკრინშოტები და ა.შ.

ჟურნალის ბლოგი არსებობდა 2006 წლამდე. თავდაპირველად იგი გახდა CVG ქსელის ნაწილი სხვა სათამაშო ჟურნალებთან ერთად გამოშვებული Future-ის მიერ, მათ შორის იყო Xbox World. ბლოგმა ყურადღება მიიქცია PlayStation 3-ის გაყიდვების დასაწყისში იაპონიაში, როდესაც შტატგარეშე თანამშრომელი ჯოელ სნეიპი იდგა რიგში და მიჰყავდა რეპორტაჟი პირდაპირ ეთერში. სნეიპი გახდა მეორე ადამიანი მსოფლიოში, რომელმაც შეიძინა PlayStation 3.

პოდკასტები

რედაქტირება

2007 წლის 21 ივნისს PSM3 განაცხადა, რომ გამოუშვებდა პოდკასტებს და შესთავაზა მკითხველებს თავად აერჩიათ სადისკუსიო თემები. პოდკასტის პირველი გამოშვება დადებითად მიიღეს მკითხველებმა, რამაც განაპირობა მეორის გამოშვება 2007 წლის 31 ივლისს. ორივე პოდკასტი ხანგრძლივობით აღემატებოდა ერთ საათს. ამის შემდეგ მისი გამოშვება გახდა რეგულარული.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Andy Robinson. (2012-11-13) Xbox World and PSM3 magazines to close. CVG. ციტირების თარიღი: 2014-03-28.
  2. Justin Towell. (2012-12-12) Farewell, PSM3: Final issue on sale now. GamesRadar. ციტირების თარიღი: 2014-03-28.
  3. Johnny Cullen. (2011-06-19) PSM3 relaunches new look with Skyrim world exclusive. VG 24/7. ციტირების თარიღი: 2014-03-28.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=PSM3&oldid=4604382“-დან