Out of Myself
Out of Myself — პოლონური პროგრესული როკ-ჯგუფ Riverside-ის სადებიუტო სტუდიური ალბომი. იგი გამოვიდა 2004 წლის 21 სექტემბერს[1], თუნდაც მანამდე გამოსული იყო 2003 წელს, ლეიბლზე The Laser's Edge[1]. 'Out of Myself აგრეთვე მოხვდა ბოქს-სეტში, რომელშიც შესულია ალბომები Second Life Syndrome და Rapid Eye Movement.[2]
Out of Myself | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 15 დეკემბერი 2003/21 სექტემბერი 2004 | |||
ჩაიწერა | 2003 | |||
ჟანრი | პროგრესული როკი | |||
ხანგრძლივობა | 53:16 | |||
ლეიბლი | Laser's Edge | |||
პროდიუსერი | Riverside | |||
Riverside — ქრონოლოგია | ||||
|
შეფასებებები
რედაქტირებაჯგუფის სადებიუტო ალბომი კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს. MetalCrypt-ის ბრიუს დრეგონჩეისერი წერდა, რომ იგი იყო „იშვიათი მშვენიერება“.[3] Dutch Progressive Rock Page-ის მიმოხილველი დრის დოკტორი აღნიშნავდა, რომ ყურადღება, რომელიც ამ სადებიუტო ალბომმა მიიქცია, დამსახურებული იყო.[4] Metal Reviews-ის მიმომხილველი ბორისი წერდა, რომ თავს ბედნიერად გრძნობდა, რომ ამ ალბომს წააწყდა[5]. „...ჩემი კოლექციის ერთ-ერთი საგანძურია“ – აღნიშნავდა აივორი Metal Storm-იდან.[6]
სტილი
რედაქტირებაOut of Myself-ს აღწერენ, როგორც „ემოციურ მუსიკალურ მოგზაურობას“[1], „ეშმაკურად მძლავრს“, „მეტალის, არენა-როკის, გრანჟის და დაბის მსუბუქი ელემენტებითაც კი“[7]. ამავე დროს, ალბომს ეწოდა „ჯგუფის პირველი მშვიდი მოგზაურობა“[3]. აგებულს მარიუშ დუდას ბას-გიტარაზე, ალბომის მუსიკას აგრეთვე განსაზღვრავს იაცეკ მელნიცკის კლავიშებიანი საკრავებით შექმნილი ატმოსფერო და პიოტრ გრუძინსკის წამყვანი გიტარის „ხანგრძლივი, ცრემლებიანი, გიტარების გაწელილი ნოტები“.[4]
სიმღერების სია
რედაქტირებაყველა ტექსტის ავტორი — მარიუშ დუდა; მუსიკა — Riverside.
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
---|---|---|
1. | „The Same River“ | 12:01 |
2. | „Out of Myself“ | 3:43 |
3. | „I Believe“ | 4:14 |
4. | „Reality Dream“ (ინსტრუმენტული) | 6:15 |
5. | „Loose Heart“ | 4:50 |
6. | „Reality Dream II“ (ინსტრუმენტული) | 4:45 |
7. | „In Two Minds“ | 4:38 |
8. | „The Curtain Falls“ | 7:59 |
9. | „OK“ | 4:46 |
პერსონალი
რედაქტირება- Riverside
- მარიუშ დუდა – ვოკალი, ბას-გიტარა, აკუსტიკური გიტარა
- პიოტრ გრუძინსკი – წამყვანი და რიტმული გიტარები
- იაცეკ მელნიცკი – კლავიშებიანი საკრავები
- პიოტრ კოზერადსკი – დასარტყმელი საკრავები, პერკუსია
- მიწვეული პერსონალი
- ქშიშტოფ მელნიცკი – ტრომბონი (9)
- ტექნიკური პერსონალი
- არანჟირება, პროდიუსინგი – Riverside
- ჩაწერა, ხმის ინჟინერი – იაცეკ მელნიცკი
- ხმის მიქსი – რობერტ და მაგდა სრეცნიცკები
- მასტერინგი – გჟეგოშ პივკოვსკი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Out Of Myself, by Riverside. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2016-01-08.
- ↑ Riverside - Reality Dream Trilogy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-02. ციტირების თარიღი: 2016-01-08.
- ↑ 3.0 3.1 The Metal Crypt - Review of Riverside - Out of Myself. ციტირების თარიღი: 2016-01-08.
- ↑ 4.0 4.1 DPRP Reviews - 2004 - Volume 68. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2016-01-08.
- ↑ Riverside - Out Of Myself. ციტირების თარიღი: 2016-01-08.
- ↑ Riverside - Out Of Myself review - Metal Storm. ციტირების თარიღი: 2016-01-08.
- ↑ Riverside - Out of Myself (album review 2) | Sputnikmusic. ციტირების თარიღი: 2016-01-08.