Osu!

კომპიუტერული მუსიკალური ვიდეო თამაში

Osu! — უფასო მუსიკალური ვიდეო თამაში, დაწერილი C# პროგრამირების ენაზე 2007 წელს. სტილით და შინაარსით შემდეგი თამაშების მსგავსია : Tatakae! Ouendan, Elite Beat Agents, Taiko no Tatsujin.

Osu!
Osu! Logo 2016.svg
Osu!-ს ლოგო
დეველოპერ(ებ)ი Dean "peppy" Herbert
პლატფორმ(ებ)ი PC ვერსიები: Windows, Apple Mac OS X; ტელეფონის ვერსიები: Windows Phone,IPhone,Android
გამოსვლის თარიღი 16 სექტემბერი 2007
ჟანრ(ებ)ი მუსიკალური ვიდეო თამაში
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი
მრავალმოთამაშიანი
საიტი ოფიციალური საიტი

სათამაშო პროცესირედაქტირება

გეიმფლეირედაქტირება

სათამაშო პროცესი შედგება ეკრანზე ნოტების დაჭერაში, ბურთულის სლაიდერებზე მოძრაობაში და ასევე სპინერის მაქსიმალურად სწრაფ ტრიალში. ქულები იწერება იმის მიხედვით, თუ როგორ შეესაბამება მუსიკის ტაქტი მოთამაშის მოძრაობას. არასწორი მოქმედების შემთხვევაში მოთამაშეს აკლდება "სიცოცხლე", რომლის ამოწურვის შემთხვევაში თამაში მთავრდება. თამაში ასევე მოიცავს მრავალმოთამაშიან რეჟიმს, სადაც ორი ან მეტი მოთამაშე ეჯიბრება ერთმანეთს აღებული ქულების რაოდენობით.

სათამაშო ელემენტებირედაქტირება

ნოტები — ნოტებს აქვთ წრიული ფორმა, რაზეც აუცილებელია დაჭერა.

სლაიდერები — სლაიდერებზე აქვთ მოგრძო ფორმა და მათზე საჭიროა ბურთულას სწორი ტრაექტორიით მოძრაობა.

სპინერები — აუცილებელია სპინერების ტრიალი რაც შეიძლება სწრაფად, წრიული მოძრაობით.

თამაშის მართვარედაქტირება

თამაშის მართვა ხდება კლავიატურით და მაუსით. თუმცა ასევე შესაძლებელია თამაში პლანშტეური კომპიუტერით და გრაფიკული ტაბლეტით.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Osu!&oldid=4320218“-დან