Numb“ — ირლანდიური როკ-ჯგუფ U2-ს სიმღერა და სინგლი ალბომიდან Zooropa, რომელიც გამოვიდა 1993 წელს.

„Numb“
სინგლიU2
ალბომიდან Zooropa
გამოსვლის თარიღი ივნისი 1993
ჟანრი ალტერნატიული როკი, ინდასტრიელ-როკი
ხანგრძლივობა 4:20
ხმისჩამწერი ლეიბლი Island / Polygram Video
ავტორ(ებ)ი U2
პროდიუსერი Flood, ბრაიან ინო და The Edge
U2 — სინგლების ქრონოლოგია
„Who's Gonna Ride Your Wild Horses“
(1992)
Numb
(1993)
„Lemon“
(1993)

სიმღერა წარმოადგენს მონოტონურ მანტრას ბრძანების „don't“ გამოყენებით, რომელსაც წარმოთქვამს The Edge. უკანა ფონზე ჟღერს სხვადასხვა ხმოვანი ეფექტი და სემპლები. ვოკალისტი ბონო და დრამერი ლარი მალენი სიმღერაში ბეკ-ვოკალებს ასრულებენ.

„Numb“ დაიწერა Achtung Baby-ზე მუშაობის პერიოდში - მას თავდაპირველად „Down All the Days“ ეწოდებოდა.[1] Zooropa-ს ჩაწერისას ჯგუფმა სიმღერა გადაამუშავა პროდიუსერ Flood-ის დახმარებით. კლავიშებიან საკრავებზე და სემპლერებზე უკრავს თანაპროდიუსერი ბრაიან ინო. The Edge-მა სიმღერას საკუთარი მონოტონური ვოკალი დაამატა.

სიმღერა გამოიცა VHS სინგლისა და CD სინგლის ფორმატებში. VHS სინგლი შეიცავს სიმღერის ორიგინალურ მუსიკალურ ვიდეოს, რომლის რეჟისორი კევინ გოდლია. თუმცა, ამ სინგლს თავდაპირველად კომერციული წარმატება არ ჰქონია. „Numb“ სრულდებოდა ტურნეს Zoo TV Tour მსვლელობისას.

სიმღერები

რედაქტირება
VHS
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Numb“ (ვიდეო)4:18
2.„Numb“ (ვიდეოს რემიქსი)4:52
3.„Love Is Blindness“ (ვიდეო)4:23

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. McCormick (2006) p. 248