Nokia Lumia 620
Nokia Lumia 620 — ნოკიას ერთ-ერთი სმარტფონი. იგი Lumia 610-ის მემკვიდრეა და Nokia Lumia 920-თან და Nokia Lumia 820-თან ერთად ნოკიას ერთ-ერთი პირველი ტელეფონია, რომელიც Windows Phone 8-ზე მუშაობს. წინამორბედ Lumia 610-ისგან განსხვავებით, ის ბევრად გაუმჯობესებულია და იყენებს 1.0 GHz-იან პროცესორს. სმარტფონი დაანონსდა 2012 წლის დეკემბერში და უკვე 2013 წლის იანვრიდან გაყიდვა დაიწყო აზიაში, რასაც მოჰყვა გაყიდვები ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში, სადაც ფასი დაახლოებით 249 აშშ დოლარია.[1]
Nokia Lumia 620 | |
---|---|
მწარმოებელი | Nokia |
სიხშირეთა დიაპაზონი |
GSM/GPRS/EDGE 850/900/1800/1900 HSPA 850/900/1900/2100 Wi-Fi, NFC |
საოპერაციო სისტემა | Windows Phone 8 |
მასა | 127 გრამი |
ზომა |
115.4 მმ H 61.1 მმ W 11.0 მმ D |
ფოტოკამერა | 5.0 მეგაპიქსელი, 2592 x 1936 პიქსელი, LED flash, ავტოფოკუსი 720p ვიდეო |
მეორე კამერა | VGA, 640x480 პიქსელი |
ბატარეა | BL-4J 1300mAh |
მეხსიერება |
8 GB შიდა flash 512 MB RAM |
დაკავშირება |
3.5 მმ headset jack, USB 2.0, Bluetooth 3.0, 802.11a/b/g/n, NFC A-GPS, GLONASS |
Lumia-ს იმ სმარტფონების მსგავსად, რომლებიც Windows Phone 8-ზე მუშაობენ, Lumia 620-ს დამატებული აქვს შემდეგი აპლიკაციები: Nokia Drive, Nokia Maps, Nokia City Lens, Nokia Music, Smartshoot, Cinemagraph.[2]
შეზღუდული მეხსიერების გამო, ზოგიერთი აპლიკაცია და მახასიათებელი Lumia 620-ზე არ მუშაობს.[3][4]
მრავალენოვანი ტექნოლოგიური ბლოგების ქსელი Engadget ტელეფონს საკმაოდ დადებითად ახასიათებს. განსაკუთრებით აქებს მისი ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობას, ოპერაციების შესრულებას და ფასს. ასევე შენიშნავს, რომ კამერა ძალიან კარგი არაა, მაგრამ მთავარ დადებით თვისებად იმას მიიჩნევს, რომ ის ბიუჯეტური ტელეფონია.[5]