Nissan Tiidaიაპონური კომპანია Nissan-ის მიერ წარმოებული პატარა ავტომანქანა. მოდელის წარმოება 2004 წლიდან დაიწყო, გამოსულია ორი თაობა.

Nissan Tiida
სხეული და შასი
კლასი სუბკომპაქტური/კომპაქტური (C11)
კომპაქტური (C12)
ტრანსმისია
ძრავი 1,5 ლ (ბენზინი)
1,6 ლ (ბენზინი)
1,8ლ (ბენზინი)
1,5 ლ (დიზელი)
ზომები
სიგრძე 4 295 მმ
სიგანე 1 695 მმ
სიმაღლე 1 535 მმ
წონა 1 125 – 1 182 კგ
ქრონოლოგია
წინამორბედი Nissan Sunny (B15)
Nissan Almera/Pulsar/Sentra/Sunny (N16)
2009 წ.

Tiida-ს პირველი თაობა 2004-2012 წლებში იწარმოებოდა C11 სერიით და წარმოდგენილი იყო ხუთკარიანი ჰეტჩბეკისა და ოთხკარიანი სედანის სახით. ჩრდილოეთ ამერიკაში იყიდებოდა Nissan Versa-ს სახელით, სამხრეთ ამერიკაში კი Dodge Trazo-ს, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში კი Nissan Latio-ს სახელით. C11 სუბკომპაქტურ და კომპაქტურ მანქანათა კლასს შორის მერყეობს, ნისანის გლობალურ პორტფოლიოში წარმოადგენს შუალედურ მოდელს უფრო პატარა Micra/March-სა და დიდ Sylphy/Sentra-ს შორის. ბაზარზე დამოკიდებულებიდან გამომდინარე, C11-მა ჩაანაცვლა სხვადასხვა მოდელები და დიდი ადგილი დაიკავა სხვადასხვა სეგმენტში. მაგალითად, იაპონიაში Tiida-მ ჩაანაცვლა Nissan Sunny — ნისანის ყველაზე პატარა სედანთა ხაზი.უმრავლეს ბაზარზე, Tiida March-სა და Sylphy-ს შორის შეიჭრა. ჩრდილოეთ ამერიკაში, ის ახალი დონის მოდელი გახდა Sentra-ს შემდეგ. ზოგადად, Tiida-მ დაიკავა ის ადგილი, რომელიც მანამდე Nissan Almera/Pulsar/Sentra/Sunny მოდელებს ეკავათ. C11 კლასის ჩანაცვლება პირველად ჩინეთში დაიწყო, 2011 წელს, ახალი თაობის C12 Tiida/Pulsar ჰეტჩბეკით. 2012 წელს, მწარმოებელმა უმეტესი ბაზრიდან C11-ის, როგორც მთავარი პროდუქტის ამოღება დაიწყო. C11 ასევე ჩანაცვლდა სუბკომპაქტური Nissan Note ან Versa Note (E12) ჰეტჩბეკებით, სედანის ფრონტზე კი სუბკომპაქტური Almera/Latio/Sunny/Versa (N17)-ითა და კომპაქტური Nissan Pulsar/Sylphy/Sentra (B17)-ით.

2011 წელს, ნისანმა ჩინეთის ბაზრისთვის გამოუშვა Tiida-ს მეორე თაობა, ხუთკარიანი ჰეტჩბეკის C12 სერია. 2013 წლიდან, მისი გაყიდვა დაიწყო ტაილანდში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში Nissan Pulsar-ის სახელით.

პირველი თაობა (C11; 2004–2012)

რედაქტირება

ნისანმა C-Note-ის კონცეპტუალური მანქანა, ანუ მომავალი Nissan Tiida 2003 წლის ბოლოს, Tokyo Motor Show-ზე წარმოადგინა. ავტომობილი გასაყიდად 2004 წლის ბოლოს იაპონიის ბაზარზე გამოვიდა. თავდაპირველად, მისთვის პრიორიტეტულ ბაზრად აზია მიიჩნეოდა. ამის შემდეგ, ნისანმა Tiida მექსიკის ბაზარზე გაიტანა, რასაც მოჰყვა აშშ-ის, კანადისა და 2007 წელს ევროპის ბაზრები. ავტომანქანის ვერსიები მოიცავს 1,5; 1,6; 1,8 ლ მოცულობის ბენზინის და 1,5 ლ მოცულობის დიზელის ძრავებს.

იაპონიის ბაზრისთვის, ნისანი თვეში 5 000 Tiida-ს აწარმოებდა. 2005 წელს გაიყიდა დაახლოებით 100 000 ავტომობილი, 2006 წელს 70 000, 2007 წელს 62 000, 2008 წელს 65 000, 2009 წელს 57 400, 2010 წელს 46 300 ავტომობილი. გარდა იაპონიისა, Tiida-მ განსაკუთრებული პოპულარულობა ჩინეთში მოიპოვა; ამ ქვეყანაში 2008 წელს 140 000 ავტომობილი გაიყიდა, 2010 წელს კი 154 000.

წარმოების დღიდან, მსოფლიო მასშტაბით გაყიდულია 460 000 Nissan Tiida. ეს მოდელი 2010 წელს ნისანის ყველაზე გავრცელებული ატომანქანა აღმოჩნდა.

მეორე თაობა (C12; 2011–დღემდე)

რედაქტირება

2011 წლის აპრილში, შანხაის ავტო-შოუზე ნისანმა წარმოადგინა Tiida-ს მეორე თაობა, C12 სერია. გაყიდვა ჩინეთში 2011 წლის ივნისში დაიწყო; ხელმისაწვდომია 5-კარიანი ჰეტჩბეკის სახით. აღსანიშნავია, რომ ეს მოდელი იაპონიის ბაზარზე არ იყიდება.

მესამე თაობა (2015–დღემდე)

რედაქტირება

ავტომობილი, რომელიც 2015 წლის მარტიდან ევროპის ბაზარზე Nissan Pulsar (C13)-ის ბრენდითაა წარმოდგენილი, რუსეთში ის Nissan Tiida-ს სახელით იყიდება.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Nissan представил новую Tiida для России Ru. Top Gear Russia (12 March 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-03-23.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Nissan_Tiida&oldid=4378397“-დან