Nick Mason's Fictitious Sports — ინგლისელი რამერ ნიკ მეისონის პირველი სოლო ალბომი, რომელიც გამოვიდა აშშ და ბრიტანეთში 1981 წლის 3 მაისს. ალბომი უშუალოდ დაფუძნებულია კარლა ბლეის მუსიკაზე, რომლის ფონზეც მღერის რობერტ უაიეტი, რის გამოც ალბომი ხშირად ბლეის ჩანაწერად ითვლება.[4][5]

Fictitious Sports
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 3 მაისი 1981[1]
ჩაიწერა ოქტომბერი 1979, სტუდია Grog Kill, უილოუ, ნიუ-იორკი, მაიკლ მანტლერის მიერ, ნიკ მეისონის თანაშემწეობით; მიქსი - დეკემბერი 1979 და მაისი 1980, Village Recorders და Producer's Workshop, ლოს-ანჯელესი, ჯეიმზ გათრის თანაშემწეობით
ჟანრი ჯაზ-როკი, პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 36:15
ლეიბლი Harvest Records (ბრიტანეთი),
Columbia Records (აშშ)
პროდიუსერი ნიკ მეისონი, კარლა ბლეი
ნიკ მეისონი — ქრონოლოგია
Fictitious Sports
(1981)
Profiles
(1985)
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic2.5/5 stars[2]
Tentative Reviews3.5/5 stars[3]

დისკი ჩაიწერა 1979 წელს, სტუდიაში Grog Kill (ნიუ-იორკი, აშშ), 1979 წლის ოქტომბერში. მისი გამოცემა გადაიდო ორი წლით. ალბომის ტექსტებში არის ბევრი იუმორი, ირონია და სატირა. „Boo to You Too“, მაგალითად, სიმღერაა ჯგუფზე, რომელიც მაყურებელმა არ მიიღო და გაჩუმება მოითხოვა.

ვინაიდან იმ პერიოდში პინკ ფლოიდის ნებისმიერი წევრის სოლო-პროექტი ლეიბლისგან გარანტირებულ წინასწარ ფულად თანხას ნიშნავდა, მეისონის სახელით ჩანაწერის გამოცემა კომერციულ წარმატებას ნიშნავდა, თუმცა დისკს პოპულარობა არ ჰქონია. 1981 წელს გამოცემის შემდეგ შტატების ჩარტში იგი მხოლოდ 170-ე პოზიციაზე მოხვდა. პრომოს სახით ფირფიტას ახლდა სინგლი „Hot River/Can't Get My Motor To Start“[6], რომელიც ფართო გაყიდვაში არ გამოსულა.

ალბომის გარეკანი ეკუთვნის სტორმ თორგერსონის დიზაინ ჯგუფ Hipgnosis-ს. მასზე გამოსახულია გამოგონილი სპორტული მოედანი (ხედი ზევიდან). ალბომის შიდა კონვერტზე წარმოდგენილია სიმღერების ტექსტები და ფოტოსურათები. ტექსტები დაწერილია ნიკ მეისონის ხელით, ისევე როგორც ალბომზე Animals.

სიმღერების სია

რედაქტირება

ყველა სიმღერის ავტორი - კარლა ბლეი

  1. Can't Get My Motor to Start – 3:39
  2. I Was Wrong – 4:12
  3. Siam – 4:48
  4. Hot River – 5:16
  1. Boo To You Too – 3:26
  2. Do Ya? – 4:36
  3. Wervin' – 3:58
  4. I'm a Mineralist – 6:16

პერსონალი

რედაქტირება
ტექნიკური პერსონალი