Neo Geo Pocket
Neo Geo Pocket — მეხუთე თაობის მონოქრომული პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი იაპონური კომპანია SNK-ის მიერ, რომელიც გამოვიდა 1998 წლის 28 ოქტომბერს იაპონიაში,[1] ხოლო იმავე წელს ევროპაში.
Neo Geo Pocket | |
---|---|
მწარმოებელი | SNK |
პროდუქტის ოჯახი | Neo Geo |
ტიპი | პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლები |
თაობა | მეხუთე |
გამოშვების თარიღი |
იაპ 28 ოქტომბერი, 1998 ევრ 1998 |
შეწყდა |
იაპ 1999 |
მედია | სათამაშო კარტრიჯი |
კვება | ორი ცალი AA-ბატარეები |
სისტემური ჩიპი | Toshiba TLCS900H |
შემდეგი | Neo Geo Pocket Color |
Neo Geo Pocket-ს გააჩნდა თხევად-კრისტალური ეკრანი, Toshiba-ს TLCS900H ცენტრალური პროცესორი, ყურსასმენების ბუდე და ორი ცალი AA-ბატარეები. მასში აგრეთვე ჩაშენებული იყო საათი და კალენდარი. Game Boy-ის მსგავსად Neo Geo Pocket-ში სათამაშო კარტრიჯები თავსდებოდა მოწყობილობის უკანა მხარეს.
Neo Geo Pocket ითვლება წარუმატებელ სათამაშო კონსოლად. 1999 წელს მისი წარმოება შეწყდა,[2] ხოლო იმავე წელს კომპანიამ გამოუშვა კონსოლის განახლებული ვერსია Neo Geo Pocket Color, რომელსაც გააჩნდა ფერადი ეკრანი.[3] მიუხედავად იმისა, რომ კონსოლის არსებობამ დიდ ხანს არ გასტანა, მასზე გამოვიდა რამდენიმე მნიშვნელოვანი თამაში, ისეთები როგორებიცაა „Samurai Shodown“ და „King of Fighters R-1“. არსებობის ისტორიაში მასზე ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ და მხოლოდ 9 ერთეული თამაში.
ვიდეო თამაშები
რედაქტირება- „Baseball Stars“
- „King of Fighters R-1“
- „Melon-chan’s Growth Diary“
- „Neo Cherry Master“
- „Neo Geo Cup 98“
- „Neo Geo Cup 98 Plus“
- „Pocket Tennis“
- „Puzzle Link“
- „Samurai Showdown“
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Neo Geo Pocket“ ვიკისაწყობში.
- „Neo Geo Pocket — RetroRGB
- „Neo Geo Pocket — Game Data Library
- „Neo Geo Pocket — Sprite Database
- „Neo Geo Pocket-ის თამაშების სია
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Neo Geo Pocket Color. Future Publishing (2013-12-06). ციტირების თარიღი: 2019-02-03.
- ↑ Snow, Blake. (2007-07-30) The 10 Worst-Selling Handhelds of All Time. GamePro. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-18. ციტირების თარიღი: 2008-10-31.
- ↑ NeoGeo Pocket Color. IGN (2000-09-15). ციტირების თარიღი: 2019-02-11.