NPC (არამოთამაშე პერსონაჟი), ასევე NPC ვოიაკიინტერნეტმიმი, რომელიც ასახავს ხალხთა იმ ჯგუფს, რომლებსაც არ გააჩნიათ დამოუკიდებლად აზროვნების ან გადაწყვეტილების მიღების უნარი. NPC-ის კონცეფცია თავდაპირველად 2016 წლის 7 ივლის 4chan-ის მეშვეობით გამოქვეყნდა. NPC მიმი გააშუქა სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებმაც, მათ შორის: The New York Times, The Verge, BBC, Breitbart-მა.

NPC
პირველი გამოჩენა 7 ივლისი, 2016
შემქმნელი /v/[1] Anonymous
ინფორმაცია
სახეობა/რასა ვოიაკი

მახასიათებლები რედაქტირება

NPC პერსონაჟი არის ნაცრისფერი და გამოისახება მარტივი-უბრალო ფორმით, გამომეტყველების არ მქონე სახით, სამკუთხა ცხვირით და ცარიელი მზერით. NPC პერსონაჟის სახე ასახავს ვოიაკს და დახატულია უხეშად.

NPC ინიციალი აღნიშნავს non-player character-ს, ტერმინი, რომელიც გამოიყენება ვიდეო თამაშებში იმ პერსონაჟების აღსაღნიშნად, რომელსაც მოთამაშე ვერ აკონტროლებს.[2] ვიდეო თამაშებში არამოთამაშე პერსონაჟები კომპიუტერის მიერ კონტროლირდება და მოთამაშეებთან ინტერაქციაში ჩვეულებრისამებრ მარტივი და რეპეტიტული მოქმედებებით შემოდიან. მაგალითად ყოველჯერზე, როდესაც მოთამაშე NPC-ს მიუახლოვდება საუბრისას ის ერთი და იმავევე წინადადებებს იყენებს. როგორც ასეთი, NPC-ს არ გააჩნია შინაგანი ძალა, აგენტი ან კრიტიკული აზროვნების უნარი,[3] ნაცვლად ამისა ის ეყრდნობიან შედგენილ სცენარებს[4][5] და თავად არ გააჩნიათ აზროვნების უნარი.[6] არამოთამაშე პერსონაჟის ანალოგიით - NPC მიმი გამოიყენება დაცინვის საშუალებად იმ ინდივიდებისადმი, რომლებსაც შემქმნელი აღიქვამს გარკვეული ატრიბუტების არ მქონედ, ძირითადად კი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. გამომდინარე იქიდან, რომ მიმი პოლიტიკურად მემარჯვენეებს შორის გახდა პოპულარული, NPC მიმი ძირითადად ასახავს მემარცხენე პოზიციებს.[3] ასევე არსებობს მიმის მემარცხენე ვარიანტებიც, რომელიც ასახავს მემარჯვენე პოზიციებს.[7][1]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 The NPC meme went viral when the media gave it oxygen - The Verge. Vox Media (October 23, 2018). ციტირების თარიღი: December 23, 2019
  2. „The Next Generation 1996 Lexicon A to Z: NPC (Nonplayer Character)“. Next Generation. Imagine Media (15): 38. March 1996.
  3. 3.0 3.1 How The 'NPC' Meme Tries To Dehumanize 'SJWs'. G/O Media (October 5, 2018). ციტირების თარიღი: December 24, 2019
  4. What Is NPC, the Pro-Trump Internet’s New Favorite Insult? - The New York Times. A. G. Sulzberger (October 16, 2018). ციტირების თარიღი: December 23, 2019
  5. Bond, Paul. (January 13, 2019) Bill Maher Billboard Targeted by Conservative Street Artists. Lynne Segall. ციტირების თარიღი: December 27, 2019
  6. What is an NPC? The liberal-bashing meme sweeping social media ahead of the US midterms. Independent Digital News & Media Ltd (October 17, 2018). ციტირების თარიღი: December 23, 2019
  7. What are NPCs and why has Twitter banned them?. Dennis Publishing Limited (October 23, 2018). ციტირების თარიღი: December 26, 2019