N-Gage (მოწყობილობა)

მოწყობილობა

N-Gageსმარტფონი და მეექვსე თაობის პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი ფინური კომპანია Nokia-ს მიერ. დაანონსდა 2002 წლის 4 ნოემბერს, ხოლო გამოვიდა 2003 წლის 7 ოქტომბერს.[2]

N-Gage
მწარმოებელი Nokia
ტიპი პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი და მობილური ტელეფონი[1]
თაობა მეექვსე თაობა
გამოშვების თარიღი 7 ოქტომბერი, 2003[2]
შეწყდა 26 ნოემბერი, 2005[3]
გაიყიდა 3 მილიონი (30 ივლისი, 2007)[4]
მედია MultiMediaCard
ოპერაციული სისტემა Symbian OS 6.1 (Series 60)
პროცესორი ARM920T 104 მჰც
მეხსიერების საცავი MultiMediaCard, 3.4 მბ შიდა მეხსიერება (1-ლი თაობის N-Gage)[5][6]
კავშირი HSCSD, GPRS, Bluetooth[5][6]
ონლაინ სერვისები N-Gage Arena
დაკავშირებული სტატიები Nokia 7250, Nokia 6800, Nokia 5100, Nokia 8910i, Nokia 2100, Nokia 6100

მისი თავდაპირველი ფასი შეადგენა 299 აშშ დოლარს. თამაშები ეშვებოდა MultiMediaCard მეხსიერების ბარათის მეშვეობით. მასზე ხელმისაწვდომი იყო 60-ზე მეტი თამაში, მათ შორის ყველაზე განთქმულია „Sonic Advance“, „Call of Duty“, „Colin McRae Rally 2005“, „Puzzle Bobble VS“, „Snakes“, „Tom Clancy's Splinter Cell: Chaos Theory“ და სხვა.

მოწყობილობა იწონიდა 127 გრამს. გამოიყენებდა ოპერაციულ სისტემას Symbian OS v6.1., ARM920T-ის ცენტრალურ პროცესორს 104 მჰც ტაქტური სიხშირით, ფერად TFT ეკრანს 176×208-ზე გაფართოებით და 850 მილიამპერიან მოხსნად ლითიუმ-იონურ აკუმულატორს. ასევე გააჩნდა მრავალმოთამაშიანი რეჟიმის მხარდაჭერა Bluetooth-ის ან N-Gage Arena-ს სერვისის მეშვეობით.

Nokia, კონსოლში მობილური ფუნქციის დანერგვით, შეეცადა Game Boy Advance-ის მომხმარებელთა გადმობირებას, თუმცა ეს მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, რადგანაც N-Gage-ის ღილაკები სათამაშოდ ფაქტობრივად გამოუსადეგარი გამოდგა. ორიგინალი მოდელი, მისი ვიზუალის გამო მექსიკურ კერძს, ტაკოსაც კი შეადარეს. მას შემდეგ, ხშირად დამცინავად მოიხსენიებენ როგორც „Taco phone“.[4][7][8] წარსულში Nokia-მ მსგავსი დიზაინით გამოსცა მობილური ტელეფონი — Nokia 5510.

2004 წელს Nokia-მ წარადგინა N-Gage-ის განახლებული მოდელი N-Gage QD, განახლებული დიზაინით, რომელშიც აღმოიფხვრა ის პრობლემები, რაც გააჩნდა ორიგინალ მოდელს. მიუხედავად ამისა, კონსოლმა ვერ შეძლო Game Boy Advance-ისთვის კონკურენიციის გაწევა[9] და ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა. იგი მიჩნეულია კომერციულ ჩავარდნად — ორივე მოდელის გაყიდვები საერთო ჯამში შეადგენს სამ მილიონ ეგზემპლარს.

2005 წლის ნოემბერში Nokia-მა შეწყვიტა N-Cage-ის წარმოება. მოგვიანებით Nokia-მ N-Cage-ის სათამაშო აღჭურვილობა დანერგა 60 სერიის სმარტფონებში, რომელიც 2007 წელს დაანონსდა როგორც N-Gage პლატფორმა ან „N-Gage 2.0“.[10][11]

თამაშები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Get out and play — with N-Gage games in your Nokia device. Nokia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ოქტომბერი, 2007. ციტირების თარიღი: 2 თებერვალი, 2008.
  2. 2.0 2.1 Let the sales begin! Nokia N-GageTM game deck sales to start. Nokia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 დეკემბერი, 2008. ციტირების თარიღი: 7 ოქტომბერი, 2008.
  3. Evans, Mike (26 November 2005). „Nokia kill the N-Gage“. MobileMentalism. Bundance Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ოქტომბერი, 2016. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |archivedate=-ში (დახმარება)
  4. 4.0 4.1 Blake Snow. (30 ივლისი, 2007) The 10 Worst-Selling Handhelds of All Time. GamePro.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ოქტომბერი, 2007. ციტირების თარიღი: 17 იანვარი, 2008.
  5. 5.0 5.1 N-Gage Game Deck Tech Specs. Nokia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 თებერვალი, 2008. ციტირების თარიღი: 2 თებერვალი, 2008.
  6. 6.0 6.1 N-Gage QD Game Deck Tech Specs. Nokia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 January 2008. ციტირების თარიღი: 2 თებერვალი, 2008.
  7. "Hold On, My Taco is Ringing Nokia says it has the phone for Gen Y", "CNN.com" 8 December 2003, Peter Lewis.
  8. Saylor, Michael (2012). The Mobile Wave: How Mobile Intelligence Will Change Everything. Perseus Books/Vanguard Press, გვ. 81. 
  9. Thomson, Iain. (23 ნოემბერი, 2005) Nokia holds fire on mobile gaming. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 იანვარი, 2008. ციტირების თარიღი: 2008-01-12.
  10. N-Gage First Access Begins!. N-Gage Blog. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 თებერვალი, 2008. ციტირების თარიღი: 5 February 2007.
  11. N-Gage First Access. Nokia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 თებერვალი, 2008. ციტირების თარიღი: 5 თებერვალი, 2007.