Mount & Bladeმოქმედებითი როლური ვიდეო თამაში, რომელიც შექმნა თურქულმა კომპანია TaleWorlds Entertainment-მა და გამოსცა Paradox Interactive-მა Microsoft Windows-ის, Linux-ისა და OS X-ის პლატფორმებისთვის. თამაში ჩრდილოეთ ამერიკაში გამოვიდა 2007 წლის 16 სექტემბერს, ხოლო ევროპაში - 2007 წლის 19 სექტემბერს.

Mount & Blade
დეველოპერ(ებ)ი TaleWorlds Entertainment
გამომცემელი Paradox Interactive
პლატფორმ(ებ)ი
გამოსვლის თარიღი
  • ჩ.ა. 16 სექტემბერი, 2007
  • ევრ 19 სექტემბერი, 2007
ჟანრ(ებ)ი action/RPG
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი
დიზაინერ(ებ)ი არმაღან იავუზი
სტივ ნეგუსი
კომპოზიტორი ჯესი ჯეიმსი

Mount & Blade არის ერთმოთამაშიანი action/RPG, ფენტეზის ელემენტების გარეშე, სადაც მოქმედება ვითარდება შუა საუკუნეებში და გამოირჩევა საბრძოლო სისტემით, რომელიც საშუალებას აძლევს მოთამაშეს ცხენიდან ბრძოლას. მოთამაშეს შუძლია აირჩიოს 5 ფრაქციიდან ერთ-ერთი და იბრძოლოს როგორც დაქირავებულმა მებრძოლმა ან დაიჭიროს ნეიტრალიტეტი ბრძოლაში[1][2][3].

Mount & Blade დადებითად მიიღო სათამაშო პრესამ. მიმოხილველებმა ძირითადად შეაქეს ინოვაციური საბრძოლო მექანიკა, პერსონაჟის უნარჩვევების სისტემა და მოდინგის ფართო საზოგადოება[1][2][4][5][6] . თუმცა გააკრიტიკეს კუესტების და დიალოგების განმეორებადობის და გრაფიკის უხარისხობის გამო[1][2][5][6][7]. საერთო განხილვების საიტებზე GameRankings-სა და Metacritic-ზე ფლობს 73%-ს 100-დან (27 მიმოხილვაზე დაყრდნობით)[8] და 72/100 (27 მიმოხილვაზე დაყრდნობით)[9].

2010 წლის მარტში გამოვიდა გაგრძელება სახელწოდებით Mount & Blade: Warband, ხოლო 2011 წლის მაისში გამოსცეს დამატება Mount & Blade: With Fire & Sword, რომელიც დაფუძნებული არის ჰენრიკ სენკევიჩის ისტორიულ რომანზე ცეცხლითა და ხმლით.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 Todd, Brett. (2008-09-22) Mount & Blade for PC Review. GameSpot. ციტირების თარიღი: 2008-10-07.
  2. 2.0 2.1 2.2 Dagley, Andrew. (2008-09-19) Mount & Blade review. PC Advisor. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-23. ციტირების თარიღი: 2008-10-07.
  3. Dagley, Andrew. (2008-09-16) Mount & Blade (PC). GamePro. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-21. ციტირების თარიღი: 2008-10-07.
  4. Breeden, John. (2008-09-09) Mount And Blade Puts Knights At The Ready!. Game Industry News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-16. ციტირების თარიღი: 2008-10-07.
  5. 5.0 5.1 McGehee, Steven. (2008-09-25) Mount & Blade. Digital Chumps. ციტირების თარიღი: 2008-10-07.
  6. 6.0 6.1 Ocampo, Jason. (2008-12-17) Mount & Blade Review. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-19. ციტირების თარიღი: 2008-12-19.
  7. Stegerwald, Kyle. (2008-09-29) Mount & Blade review. 2404.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-16. ციტირების თარიღი: 2008-12-28.
  8. Mount & Blade – PC. GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-20. ციტირების თარიღი: 2008-12-19.
  9. Mount & Blade. Metacritic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-13. ციტირების თარიღი: 2009-01-03.