Carnival Paradise

(გადამისამართდა გვერდიდან MS Paradise)

Carnival Paradise — კომპანია Carnival Cruise Lines-ის Fantasy class-ის ბოლო, მერვე საკრუიზო გემი. აგებულია 1998 წელს, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში სახელით MS Paradise. 2004 წლის სექტემბრიდან 2011 წლის დეკემბრამდე სამ და ოთხდღიან კრუიზებს ასრულებდა კალიფორნიის ქალაქ ლონგ-ბიჩიდან კალიფორნიის ნახევარკუნძულის მიმართულებით, მექსიკის კუნძულ სანტა-კატალინასა და ქალაქ ენსენადისაკენ. ამჟამად ის დაცურავს ოთხ და ხუთღიან კრუიზებში ფლორიდის ქალაქ ტამპიდან დასავლეთ კარიბების მიმართულებით, სადაც შედის კუნძულ დიდი კაიმანისა და იუკატანის ნახევარკუნძულის სიახლოვეს მდებარე კუნძულ კოსუმელის მონახულება. Paradise-მდე ამ კრუიზს Carnival Inspiration-ი ასრულებდა.

Carnival Paradise
Carnival Paradise

Paradise-ი აიგო იმის გათვალისწინებით, რომ ყოფილიყო მსოფლიოში პირველი სრულიად არამწეველთა გემი. მშენებლობის თითოეულ დონეს ახორციელებდა არამწეველი პერსონალი და მომსახურებაში შევიდა თამბაქოს საწინააღმდეგო და კიბოს პრევენციის რამდენიმე ორგანიზაციის მხარდაჭერით. გემის ორივე მხარეს და კიჩოზე, სახელის ქვეშ ეწერა „No smoking“.

მოწევის საწინააღმდეგო წესები მკაცრად მოქმედებდა. თუ კი რომელიმე მგზავრი შემჩნეულ იქნებოდა მოწევაში, ის ჯარიმდებოდა 250 აშშ დოლარით და ჩამოსვამდნენ შემდეგ პორტში, მასვე უნდა აენაზღაურებინა სახლში დაბრუნების ხარჯები. მწირი შემოსავლების გამო, 2003 წლის დეკემბერში, კარნივალმა გემზე მოწევის აკრძალვა გააუქმა.

იმის გამო, რომ Paradise-ს არ ჩატარებია პროგრამა „Evolutions of Fun“-ის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, 2015 წელს მას ჩაუტარდება „Fun Ship 2.0“-ის განახლებადი სამუშაოები, რასაც მისი დობილი გემი Carnival Elation-ი უფრო ადრე, 2014 წელს მიიღებს.[1][2]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Carnival Announces "Fun Ship 2.0" Upgrades. Cruisemates.com (2011-10-03). ციტირების თარიღი: 2013-02-15.
  2. October 4, 2011. (2011-10-04) Carnival Cruise Line's 'Fun Ship 2.0' Upgrade Schedule. Cruise Radio. ციტირების თარიღი: 2013-02-15.