მესიე 81

(გადამისამართდა გვერდიდან M81)

მესიე 81 (ასევე ცნობილია, როგორც NGC 3031 და ბოდის გალაქტიკა) — სპირალური გალაქტიკა, რომელიც 12 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, დიდი დათვის თანავარსკვლავედის მიმართულებიდ მდებარეობს. რადგანაც ის საკმაოდ ახლოს მდებარეობს დედამიწასთან, მისი დიდი ზომა და აქტიური გალაქტიკური ბირთვი (რომელშიც 70 მილიონი მზის მასის ზემასიური შავი ხვრელი მდებარეობს) საკმაოდ კარგად ჩანს, ასტრონომები მას განსაკუთრებით სწავლობენ. გალქტიკის ზომა და შედარებით მაღალი სიკაშკაშე მას ასტრომოყვარულთათვის ერთ-ერთ საყვარელ ობიექტად აქცევს.

მესიე 81

ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებული M81
დაკვირვების მონაცემები
ეპოქა: J2000
თანავარსკვლავედი: დიდი დათვი
პირდაპირი ასვლა: 09სთ 55წთ 33.2წმ
დახრილობა: 69გრად 3მინ 55სეკ
ვარსკვლავიერი სიდიდე: 6.94

აღმოჩენა

რედაქტირება

„მესიე 81“ პირველად იოჰან ელერტ ბოდმა აღმოაჩინა 1774 წელს. აქედან გამომდინარე, მეცნიერები გალქტიკას ზოგჯერ „ბოდის გალაქტიკას“ უწოდებენ. 1779 წელს, პიერ მეჩეინმა და ჩარლზ მესიემ ბოდის ობიექტი კვლავ შეამჩნიეს, რომელმაც შემდეგ „მესიეს კატალოგში“ საპატიო ადგილი დაიკავა.

მტვრის გამოსხივება

რედაქტირება
 
„მესიე 81-ის“ ინფრაწითელი სურათი, რომელიც სპიცერის კოსმოსურმა ტელესკოპმა გადაიღო. ცისფერი ფერები წარმოადგენს ვარსკვალვურ გამოსხივებას, რომელიც გადაღებულია 3,6 μm-ში. მწვანე ფერი კი წარმოადგენს 8 μm-იან გამოსხივებას, რომელიც წარმოიქმნება მრავალარომატიანი ჰიდროკარბონებით ვარსკვლავთშორის სივრცეში. წითელი ფერი წარმოადგენს 24 μm-იან გამოსხივებას, რომელიც ვარსკვლავთშორის სივრცეში გამთბარი გაზისგანაა წარმოქმნილი.

ინფრაწითელ დიაპაზონის უმეტესი გამოსხივება ვარსკვლავთშორისი მტვრისგან წარმოიქმნება. ეს ვარსკვალვთშორისი მტვერი პირველად გალაქტიკის სპირალურ მკლავებში აღმოაჩინეს და შემდეგ კვლევებმა აჩვენა, რომ ის ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესების რეგიონებთანაა კავშირში. საყოველთაო ახსნა ისაა, რომ ცხელი, მოკლე სიცოცხლიანი ცისფერი ვარსკვალვები, რომლებიც ამ ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესების რეგიონში მდებარეობენ, ძალიან ეფექტურად ათბობენ მტვერს და აქედან გამომდინარე, ამ რეგიონებიან მტვრის ინფრაწითელი გამოსხივება იზრდება.

ზეახალი (სუპერნოვა)

რედაქტირება

მესიე 81-ში მხოლოდ ერთი ზეახალი დაფიქსირდა. ზეახალი, სახელად SN 1993J, ფ. გარსიამ 1993 წლის 28 მარტს აღმოაჩინა. იმ დროს, ის იყო მეორე ყველაზე კაშკაშა ზეახალი, რომელიც XX საუკუნეში დაიმზირებოდა. სუპერნოვას (იგივე ზეახალი) სპექტრული მახასიათებლები დროთა განმავლობაში შეიცვალა. პირველად, ის უფრო წააგავდა II ტიპის ზეახალს (სუპერნოვა, რომელიც გიგანტური ვარსკვლავის აფეთქებით წარმოიქმნება) წყალბადის ძლიერი სპექტრული ხაზებით. მაგრამ მოგვიანებით, წყალბადის სპექტრული ხაზები გაქრნენ და ჰელიუმის სპექტრული ხაზები გამოჩნდნენ, რამაც ზეახალი უფრო Ib ტიპისას დაამსგავსა. უფრო მეტიც, SN 1993J-ს სიკაშკაშის ვარიაციები დროთა განმავლობაში არ წააგავდა იმ ვარიაციებს, რომლებიც სხვა II ტიპის სუპერნოვებში დაიმზირებოდა, მაგრამ ის Ib ზეახლების ვარიაცებს ჰგავდა. აქედან გამომდინარე, ეს ზეახალი IIb ტიპის ზეახლად იქნა კლასიფიცირებული - სახეობა II და Ib ტიპებს შორის.

 
M81 (მარცხნივ) და M82 (მარჯვნივ). M82 ორი გალქტიკიდან ერთ-ერთია, რომელიც M81-ის ძლიერ გრავიტაციული გავლენის ქვეშაა.

მესიე 81 უდიდესი გალაქტიკაა ჯგუფ M81-ში. ამ ჯგუფში 34 გალაქტიკა შედის, რომელიც დიდი დათვის თანავარსკვლავედის მიმართულებითაა მოთავსებული. დაახლოებით 11,7 მსწ (მეგა სინათლის წელიწადი)-ზე მესიე 81 ამ ჯგუფს და ადგილობრივ ჯგუფს (რომელიც ჩვენს გალაქტიკას შეიცავს) ახლო მეზობლებად აქცევს ქალწულის სუპერ-გროვაში.

M81-ის გრავიტაციულმა ურთიერთქმედებებმა M82-თან და NGC 3077-თან წყალბადის გაზი გამოაძევა ამ სამივე გალქტიკიდან, რომელმაც წარმოქმნა გაზური ბადისებრი სტრუქტურები ჯგუფში. უფრო მეტიც, ეს ურთიერთქმედებები ხელს უწყობენ ვარსკვლავთშორისი გაზის დაცემას M82-ისა და NGC 3077-ის ცენტრებში, რასაც მძვინვარე ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესები მოჰყვება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება