M3 პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი
M3 პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი (ინგლ. M3 submachine gun) — .45 ACP (11.43×23 მმ) კალიბრის ამერიკული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, ზედმეტსახელით „Grease Gun“ (ინგლ. მექანიკოსთა ხელის საპოხი შპრიცი), რომელიც შეიარაღებაში მიიღეს 1942 წლის 12 დეკემბერს. M3 იმავე .45 ACP ვაზნებს იყენებს, რომლებსაც ტომპსონის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, თუმცა ტომპსონთან შედარებით უფრო მსუბუქი და ადვილად საწარმოებელი იყო. აღსანიშნავია, რომ გავრცელებული პოპულარული შეხედულების მიუხედავად, M3 სიზუსტეში ჩამოუვარდებოდა ტომპსონს. იარაღის ზედმეტსახელი „Grease Gun“ განაპირობა მისმა ვიზუალურმა მსგავსებამ მექანიკოსის ხელსაწყოსთან.
M3 submachine gun | |
---|---|
M3 მჭიდითა და ვაზნებით | |
ტიპი | პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი |
წარმომავლობის ქვეყანა | აშშ |
სამსახურის ისტორია | |
შეიარაღებაშია | 1943–დღემდე |
წარმოების ისტორია | |
კონსტრუქტორი | ჯორჯ ჰაიდი |
შექმნის თარიღი | 1942 |
მწარმოებელი | General Motors და სხვა კომპანიები |
წარმოების პერიოდი |
1943–1945 ადრეული 1950-იანები |
რაოდენობა | 655,363 (M3 და M3A1 ვარიანტები) |
მახასიათებლები | |
წონა | 3.70 მჭიდის გარეშე |
სიგრძე |
740 გაშლილი კონდახით 556.3 ჩაკეცილი კონდახით |
ლულის სიგრძე | 203.2 |
| |
ვაზნა |
.45 ACP (11.43×23 მმ) 9×19 მმ პარაბელუმი |
მუშაობის პრინციპი |
უკუცემა ღია საკეტი |
სროლის ტემპი | 450 ვაზნა/წუთი |
ჭურვის/ტყვიის საწყისი სიჩქარე | 274 მ/წმ |
დამიზნების მანძილი | 91 |
დატენვის სისტემა | 30 ვაზნიანი მჭიდი |
სამიზნეები | რკინის სამიზნე |
M3 განიხილებოდა, როგორც ტომპსონის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების ჩასანაცვლებელი ალტერნატივა და 1944 წლის შუა ხანებისთვის მეორე მსოფლიო ომის ფრონტის წინა ხაზზე გამოჩენა დაიწყო. თუმცა გარკვეული საწარმოო დაყოვნებების გამო ახალმა იარაღმა ჯარისკაცთა შორის უკვე პოპულარული ტომპსონი ბოლომდე ვერ ჩაანაცვლა და ომის დასრულებისას ტომპსონებით ფრონტზე სამჯერ მეტი ჯარისკაცი იყო შეიარაღებული, ვიდრე M3-ებით.
M3-ის მოდერნიზებული ვარიანტი M3A1 გამოიყენებოდა კორეისა და უფრო გვიან მიმდინარე ომებში.
M3 ხშირად ეშლებათ ხოლმე გერმანულ MP 40-ში ვიზუალური მსგავსების გამო, რაც მიანიშნებს კიდეც იარაღის MP 40-დან წამოსულ შთაგონებაზე.
შექმნის ისტორია
რედაქტირება1941 წელს ამერიკელები აკვირდებოდნენ დასავლეთ ევროპულ ფრონტზე გამოყენებულ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებს, კონკრეტულად კი 9×19 მმ პარაბელუმის ვაზნებზე მომუშავე გერმანულ MP 40-სა და ბრიტანულ სტენს. 1942 წელს მათ მოკვლევა დაიწყეს, რათა შეექმნათ სტენის ტიპის საკუთარი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი და საბოლოოდ ეს მისია გერმანული წარმოშობის იარაღის კონსტრუქტორ ჯორჯ ჰაიდს დაეკისრა, რომელიც ჯენერალ მოტორსში მუშაობდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Dunlap, Roy F. (1948). Ordnance Went Up Front. Samworth Press.
- Ingram, Mike (2001). The MP40 Submachine Gun. Zenith Imprint.
- Nelson, Thomas B (1963). The World's Submachine Guns. TBN Enterprises.
- Iannamico, Frank A. (1999). The U.S. M3-3A1 Submachine Gun. Moose Lake Publishing.
- Iannamico, Frank A. (2004). United States Submachine Guns. Moose Lake Publishing.
- Thompson, Leroy (19 May 2016). The M3 "Grease Gun". Weapon 46. Osprey Publishing.