ფეხფარფლიანები
(გადამისამართდა გვერდიდან Lophiiformes)
ფეხფარფლიანები (ლათ. Lophiiformes ან Pediculati) — ზღვის თევზების რიგი. აქვთ სახეცვლილი მკერდის ფარფლები, რომლებიც წრიულად მოძრაობენ და თევზს სუბსტრატზე ხოხვის საშუალებას აძლევენ. ზურგის ფარფლის პირველი სხივი ზედა ყბასთან არის მიახლოებული და გარდაქმნილია „ანკესად“, რომლის ბოლოზეც „მისატყუებელია“ მოთავსებული. ფეხფარფლიანები ძირითადად მტაცებლები არიან. რიგში 225 სახეობაა, რომლებიც გაერთიანებულია 3 ქვერიგში: Lophioidei — 1 ოჯახით, Antennarioidei — 3 ოჯახით და მეანკესეები (Ceratioidei) — 10 ოჯახით.
ფეხფარფლიანები | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Lophiiformes | ||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 281.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- Tree of Life web project: Lophiiformes დაარქივებული 2021-05-20 საიტზე Wayback Machine.