Little Eva (მუსიკოსი)
ევა ნარსისუს ბოიდი, პროფესიონალურად ცნობილი როგორც Little Eva (ინგლ. Eva Narcissus Boyd; დ. 29 ივნისი, 1943, ბელჰეივენი, ჩრდილოეთი კაროლინა, აშშ — გ. 10 აპრილი, 2003, კინსტონი, ჩრდილოეთი კაროლინა, აშშ) — ამერიკელი მომღერალი. მან პოპულარობა მოიპოვა 1962 წლის ჰიტით „The Loco-Motion“. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი წყარო ირწმუნება, რომ მუსიკოსმა თავისი სასცენო სახელი რომანის, ბიძია ტომის ქოხის, პერსონაჟის მიხედვით დაირქვა, ბოიდმა ინტერვიუში განაცხადა, რომ მას დეიდის სახელი ჰქვია, შესაბამისად მუსიკოსს ოჯახში „პატარა ევას“ ეძახდნენ.
Little Eva | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ევა ნარსისუს ბოიდი |
დაბ. თარიღი | 29 ივნისი, 1943 |
დაბ. ადგილი | Belhaven, ჩრდილოეთი კაროლინა[1] |
წარმოშობა | ბელჰეივენი, ჩრდილოეთი კაროლინა, აშშ |
გარდ. თარიღი | 10 აპრილი, 2003 (59 წლის) |
გარდ. ადგილი | Kinston, ჩრდილოეთი კაროლინა[2] |
ჟანრ(ებ)ი | პოპი, რიტმ-ენდ-ბლუზი |
აქტიური | 1961–1971, 1987–2001 |
Little Eva ვიკისაწყობში |
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაბოიდი დაიბადა ბელჰეივენში, ჩრდილოეთ კაროლინაში 1943 წელს. მას ჰყავდა თორმეტი და-ძმა. თხუთმეტი წლის ასაკში ის საცხოვრებლად გადავიდა ბრაიტონ ბიჩში, ნიუ-იორკში.[3][4] ბოიდი მუშაობდა მოახლედ და ასევე იყო ძიძა. ის მუშაობდა ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან კეროლ კინგი და ჯერი გოფინი.
კარიერა
რედაქტირებაგოფინი და კინგი აღფრთოვანებულები იყვნენ ბოიდის განსაკუთრებული ცეკვის სტილით, ამიტომ მათ დაწერე კომპოზიცია „The Loco-Motion" მისთვის და ჩაწერეს ის დემოს სახით. ლეიბლ Dimension Records-ის მუსიკალურ პროდიუსერს, დონ კირშნერს, ძალიან მოეწონა სიმღერა და ბოიდის ხმა და გამოუშვა იგი. სიმღერა გავიდა პირველ ადგილზე შეერთებულ შტატების ბილბორდის ცხელ ასეულში 1962 წელს. მალევე, კომპოზიციის მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა, რისთვისაც ჩანაწერმა ოქროს სერტიფიკატი მიიღო.
იმავე წელს, გოფინმა და კინგმა ბოიდისთვის დაწერეს ახალი სიმღერა „He Hit Me (And It Felt Like a Kiss" მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ მუსიკოსს რეგულარულად სცემდა შეყვარებული.[5] როდესაც მათ ჰკითხეს მუსიკოსს, თუ რატომ ითმენდა ასეთ მოპყრობას, მან უპასუხა, რომ მისი შეყვარებულის ეს ქმედება მისდამი სიყვარულით იყო გამსჭვალული.[5]
ბოიდმა გამოუშვა ახალი კომპოზიციები: „Keep Your Hands Off My Baby", „Let's Turkey Trot" და Bing Crosby-ის სიმღერის, „Swinging on a Star"-ის, რიმეიკი.[6] ბოიდმა ასევე ჩაწერა სიმღერა „Makin' With the Magilla" 1964 წლის ჰანა-ბარბერას მულტფილმისთვის The Magilla Gorilla Show.
1963 წელს მუსიკოსმა ხელი მოაწერა კონტრაქტს American Bandstand-სთან. მას უნდა ემღერა 1963 წლის 22 ნოემბრის ღამეს კონცერტზე დალასში, ტეხასი. კონცერტი გაუქმდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯონ კენედი მოკლეს.[7][8]
ბოიდმა განაგრძო გასტროლები და კომპოზიციების გამოშვება სამოციან წლებშიც, მაგრამ მისი პოპულარობა 1964 წლის შემდეგ შემცირდა. მან კარიერა დაასრულა 1971 წელს. ბოიდს არასოდეს ჰქონია უფლებები თავის ჩანაწერებზე. 1970-იან წლებში გავრცელდა ჭორები, რომ მუსიკოსმა ანაზღაურების სახით მიიღო მხოლოდ 50 დოლარი კომპოზიციისთვის „The Loco-Motion". როგორც აღმოჩნდა, მართლაც 50 დოლარი იყო მუსიკოსის ყოველკვირეული ხელფასი იმ დროს. კარიერის დასრულების შემდეგ უსახსროდ დარჩენილი ბოიდი თავის სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად დაბრუნდა ჩრდილოეთ კაროლინაში.[9]
1988 წლის ინტერვიუში მუსიკოსმა კაილი მინოუგის კომპოზიციაზე, „The Loco-Motion", განაცხადა, რომ არ მოეწონა თავისი სიმღერის ახალი ვერსია.
ამ დროს მუსიკოსის პოპულარობა შედარებით გაიზარდა, რამაც მას საშუალება მისცა დაბრუნებულიყო შოუბიზნესში.[10] ერთადერთი დღემდე მოღწეული ვიდეო, სადაც ევა ასრულებს სიმღერას „Loco-Motion" არის პატარა კლიპი ABC-ის 1960-იანი წლების ლაივ შოუდან Shindig!, სადაც მან იმღერა კომპოზიციის მოკლე ვერსია. მან ასევე იმღერა კომპოზიცია „Let's Turkey Trot" და Exciters-ის სიმღერა „I Want You Be My Boy" იმავე ეპიზოდში. ეს სატელევიზიო შოუ იყო ბოიდის ერთ-ერთი ბოლო პერფორმანსი 1988 წლამდე, სანამ ის დაიწყებდა კონცერტებზე გამოსვლას ბობი ვისთან და სხვა მომღერლებთან ერთად. 1991 წელს რიჩარდ ნადერის კონცერტზე მან შეასრულა „Loco-Motion" და „Keep Your Hands Off My Baby".
სიკვდილი
რედაქტირებაბოიდი მღეროდა კონცერტებზე, სანამ 2001 წლის ოქტომბერში საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზს დაუსვამდნენ. იგი გარდაიცვალა 2003 წლის 10 აპრილს, კინსტონში, ჩრდილოეთ კაროლინაში, 59 წლის ასაკში და დაკრძალულია პატარა სასაფლაოზე ბელჰეივენში, ჩრდილოეთი კაროლინა. ბოიდის საფლავი ცუდ მდგომარეობაში იყო 2008 წლამდე. მუსიკოსის საფლავზე საფლავის ქვის მაგივრად მხოლოდ თეთრი, პატარა ჯვარი იდგა. ახლა ბოიდის საფლავის ქვაზე გამოსახულია ლოკომოტივი, ხოლო ეპიტაფიაზე წერია: „მღერის ანგელოზებთან ერთად“.[11]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ http://www.telegraph.co.uk/news/obituaries/1427452/Little-Eva.html
- ↑ https://www.biography.com/people/little-eva-246039
- ↑ Laing, Dave. Little Eva The girl with the Loco-motion in her voice (April 14, 2003). ციტირების თარიღი: September 21, 2019
- ↑ Murrells, Joseph (1978). The Book of Golden Discs, 2nd, London: Barrie and Jenkins Ltd, გვ. 148. ISBN 0-214-20512-6.
- ↑ 5.0 5.1 Dave Thompson. (22 September 1992) He Hit Me (And It Felt Like a Kiss) – The Crystals | Listen, Appearances, Song Review. AllMusic. ციტირების თარიღი: 18 August 2015
- ↑ Roberts, David (2006). British Hit Singles & Albums, 19th, London: Guinness World Records Limited, გვ. 324. ISBN 1-904994-10-5.
- ↑ Fuentes, Jerry. (June 4, 2012) A Rock n' Roll Historian: Caravan of Stars Fall 1963 Tour. ციტირების თარიღი: June 13, 2021
- ↑ American Bandstand 1963 -All Time Hits Day- A Little Bit Of Soap, The Jarmels. YouTube. ციტირების თარიღი: June 13, 2021
- ↑ Little Eva. Spectropop.com (June 29, 1943). ციტირების თარიღი: August 18, 2015
- ↑ Little Eva. The Daily Telegraph (April 14, 2003). ციტირების თარიღი: April 14, 2012
- ↑ New gravestone unveiled for 'Loco-Motion' singer. WRAL.com (November 10, 2008). ციტირების თარიღი: August 18, 2015