Lego City Undercover
Lego City Undercover — კომედიური ღია სამყაროს მოქმედებითი-სათავგადასავლო ვიდეო თამაში, რომელიც შექმნა კომპანია TT Fusion-მა Wii U-სათვის. თამაში გამოვიდა 2013 წლის 18 მარტს ჩრდილოეთ ამერიკაში, 2013 წლის 28 მარტს ავსტარალიასა და ევროპაში, ხოლო 2013 წლის 25 ივლისს — იაპონიაში. თამაშის პრიკველი გამოვიდა Nintendo 3DS-ზე. Lego City Undercover დაფუძნებულია LEGO City-ს ბრენდზე და პირველი თამაშია, რომელიც გამოსცა კომპანია Nintendo-მ[1] და ასევე წარმოადგენს პირველ თამაშს, რომელიც გამოვიდა Wii U-ზე. 2016 წლის 22 ნოემბერს Warner Bros. Interactive Entertainment-მა დაანონსა იგი Microsoft Windows-სთვის, Nintendo Switch-სთვის PlayStation 4-სა და Xbox One-სთვის 2017 წლის პირველ/მეორე კვარტალში.[2]
Lego City Undercover | |
---|---|
დეველოპერ(ებ)ი | TT Fusion |
გამომცემელი |
|
პლატფორმ(ებ)ი | |
გამოსვლის თარიღი |
Wii U ჩრდ.ამ. 18 მარტი, 2013 PAL 28 მარტი, 2013 Windows, NS, PS4, XONE
|
ჟანრ(ებ)ი | მოქმედებითი-სათავგადასავლო |
რეჟიმ(ებ)ი | ერთმოთამაშიანი |
თამაშის მოქმედება მიმდინარეობს LEGO City-ში. მოთამაშე აკონტროლებს პოლიციის ოფიცერს სახელად ჩეიზ მაკ-კეინს. მისი მისიაა დაიჭიროს ქურდები. მას შეუძლია ცურვა და მანქანების მართვა. მოთამაშე უნდა დაეხმაროს მას ამ გამოწვევების გადალახვაში.
Lego City Undercover-მა დადებითი შეფასებები დაიმსახურა კრიტიკოსებისგან. საერთო განხილვების საიტ Metacritic-ზე ფლობს 100-დან 80 ქულას.[3] მიმოხილველებმა ძირითადად შეაქეს თამაშის დიზაინი და იუმორი, თუმცა გააკრიტიკეს თამაშის ჩატვირთვების ხანგრძლივობისა და მრავალმოთამაშიანი რეჟიმის არ ქონის გამო.
რაც შეეხება გაყიდვებს, პირველ თვეში დიდ ბრიტანეთში გაიყიდა თამაშის 100,000 ეგზემპლარი, ხოლო იაპონიაში პირველი კვირის განმავლობაში გაყიდვება 12,000 ასლს მიაღწია.[4]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Conrad Zimmerman. (7 ივნისი, 2011) E3: LEGO City Stories announced for Wii U, 3DS. Destructoid.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-10. ციტირების თარიღი: 10 ივნისი, 2011.
- ↑ Phillips, Tom. (22 ნოემბერი, 2016) Lego City Undercover is getting a Nintendo Switch port. Gamer Network. ციტირების თარიღი: 22 ნოემბერი, 2016.
- ↑ LEGO City Undercover for Wii U Reviews. Metacritic. CBS Interactive. ციტირების თარიღი: 11 აპრილი, 2013.
- ↑ Media Create/Famitsu Sales Week 30. Chart-Track (31 ივლისი, 2013). ციტირების თარიღი: 5 იანვარი, 2013.