La Tortura
„La Tortura“ (ქართულად: „წამება“) — კოლუმბიელი მომღერლისა და კომპოზიტორის შაკირას სინგლი მისი მეექვსე ალბომიდან სახელწოდებით Fijación Oral, Vol. 1 რომელშიც ასევე მონაწილეობას იღებს ესპანელი მომღერალი ალეხანდრო სანსი. სიმღერის გამოშვების თარიღია 2005 წლის 12 აპრილი.
„La Tortura“ | |
---|---|
სინგლი — შაკირა | |
გამოსვლის თარიღი | 12 აპრილი, 2005 |
ჟანრი | ლათინური პოპი |
ხანგრძლივობა | 3:35 |
ავტორ(ებ)ი |
შაკირა ლუის ფ. ოჩოა |
პროდიუსერი |
შაკირა ლასტერ მენთაზი |
„La Tortura“ დღემდე რჩება ორივე მომღერლისთვის მათი შესრულებული ესპანურ ენოვანი სიმღერებიდან ყველაზე ცნობილი. სიმღერამ მოუტანა შაკირას 2 ლათინური გრემი 2006 წლის ცერემონიაზე (ნომინაციები: წლის სიმღერა და წლის ჩანაწერი). „La Tortura“ ფლობდა პირველ ადგილს ბილბორდის „Hot Latin Songs“-ის ჩარტებში 25 კვირის განმავლობაში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- სიმღერის ტექსტი[დაარქივებული] საიტზე MetroLyrics