Lego Star Wars: The Force Awakens
Lego Star Wars: The Force Awakens — მოქმედებითი-სათავგადასავლო ვიდეო თამაში, რომელიც შექმნა კომპანიებმა Traveller's Tales-მა და TT Fusion-მა და გამოსცა Warner Bros. Interactive Entertainment-მა 2016 წლის 28 ივნისს შემდეგი პლატფორმებისთვის: Xbox One, Play Station 3, PSVita PC, Wii U, Nintendo 3DS[1]. თამაშში მოთამაშე ითამაშებს ვარსკვლავური ომების შემდეგ ნაწილებს: ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VI: ჯედაის დაბრუნება და ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება. მოთამაშეები შეძლებენ ასევე ითამაშონ ორმომხმარებლიანი რეჟიმით მეგობართან, ნათესავთან ან ოჯახის რომელიმე წევრთან ერთად.
LEGO Star Wars: The Force Awakens | |
---|---|
დეველოპერ(ებ)ი | TT Games |
გამომცემელი |
Warner Bros. Feral Interactive (OS X) |
სერია | Lego Video Games |
პლატფორმ(ებ)ი | |
გამოსვლის თარიღი |
OS X
|
ჟანრ(ებ)ი | მოქმედებითი თამაში |
რეჟიმ(ებ)ი | ერთმოთამაშიანი , მრავალმოთამაშიანი |
საიტი | ოფიციალური საიტი |
თამაშში მოთამაშეს შეეძლება ითამაშოს ცნობილი პერსონაჟებით როგორებიცაა: რეი, ფინი, პო დემერონი, ჰან სოლო, კაილო რენი და ა.შ. ასევე მოთამაშეს შეუძლია დააგროვოს ფული სხვადასხვა პერსონაჟის საყიდლად, რომელიც კონკრეტულ თავში (Chapter) არ ფიგურირებს. ასევე ამ თამაშის განსაკუთრებული თვისება (ყველა Lego Star Wars-ის ნაწილშია) ის არის, რომ მოთამაშეს შეუძლია ფრენა კონკრეტულ თავში. თამაშში 100-ზე მეტი პერსონაჟია, მათ შორის C-3PO, R2-D2 BB-8 და ა.შ
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ G. Macy, Seth. (2 February 2016) LEGO Star Wars Ep.7 Confirmed, Details And Deluxe Editions Announced. IGN. ციტირების თარიღი: 3 January 2016.