ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

Johnnie Walker (ჯონი უოქერი) — შოტლანდიური ვისკის ბრენდი, ამჟამად, კომპანია „დიაჯიოს“ კუთვნილებაში. მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გავრცელებული შოტლანდიური შერეული ვისკის ბრენდი, რომელიც იყიდება თითქმის ყველა ქვეყანაში. 2016 წელს წლიური გაყიდვები 223,7 მილიონზე მეტი იყო (156,6 მლნ ლიტრი). ბრენდი დააარსა სურსათით მოვაჭრე ჯონ უოქერმა. [1]

Johnnie Walker
ტიპი შოტლანდიური ვისკი
მწარმოებელი დიაჯიო
წარმოშობის ქვეყანა შოტლანდია
დამაარსებელი ჯონ უოქერი
ჩამოსხმა დაიწყო 1820: სასურსათო მაღაზია
1865: ნაზავი ვისკი
ვებ-გვერდი johnniewalker.com

ჯონ უოქერი დაიბადა 1805 წლის 25 ივლისს. მისი ფერმერი მამა გარდაიცვალა 1819 წელს და ოჯახმა გაყიდა ფერმა. მათ ამ თანხით ინვესტიცია ჩადეს კილმარნოკში (აირშირი, შოტლანდია) მდებარე იტალიურ სასაქონლო საწყობში, სასურსათო მაღაზიებსა და ალკოჰოლური სასმელების მაღაზიაში. 1823 წლის აქციზის აქტმა შეამსუბუქა მკაცრი კანონები ვისკის დისტილაციასთან დაკავშირებით და მნიშვნელოვნად შეამცირა გადასახადები ვისკის დისტილაციისა და გაყიდვაზე. [2] 1825 წლისთვის უოქერი, რომელიც არ სვამდა ალკოჰოლს, ყიდდა ალკოჰოლურ სასმელებს, მათ შორის რომს, კონიაკს, ჯინს და ვისკის. ვიდრე ვისკიში მარცვლეულისა და ალაოს შეზავება ჯერ კიდევ აკრძალული იყო, ის ყიდდა როგორც შერეული ალაოს ვისკის, ასევე მარცვლეულის ვისკის. [3] ის ვისკის ამზადებდა მომხმარებლის შეკვეთით და ნაზავსაც კონკრეტული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ანაწილებდა. იმ დროისათვის მას არ ჰქონდა საკუთარი ბრენდი. [4] წლების შემდეგ ეტიკეტებზე მიუთითა საკუთარი სახელი და ყიდდა შერეულ ალაოს ვისკის. ჯონ უოქერი გარდაიცვალა 1857 წელს.

 
ალექსანდრე უოქერმა, ჯონ უოქერის ვაჟმა, მემკვიდრეობა მიიღო მამის გარდაცვალების შემდეგ.

თანდათან ბრენდი პოპულარული გახდა. უოქერის გარდაცვალების შემდეგ, ძირითადად, მისი ვაჟი ალექსანდრე 'ალეკ' უოქერი და შვილიშვილი ალექსანდრე უოქერ II მართავდნენ ვისკის დამზადებისა და გაყიდვების პროცესს და ცდილობდნენ ბრენდის დამკვიდრებას. ალკოჰოლური სასმელების შესახებ აქტმა 1860 წელს დააკანონა მარცვლეულის ვისკისა და ალაოს ვისკის შერევა და დაიწყო შერეული შოტლანდიური ვისკის თანამედროვე ერა. შერეული შოტლანდიური ვისკი გამოირჩეოდა მსუბუქი და ტკბილი ხასიათით, უფრო ხელმისაწვდომი იყო ფართო აუდიტორიისთვის. ედინბურგელი ენდრიუ აშერი პირველი იყო, ვინც შერეული ვისკი გამოუშვა. [5]

ნაზავები

რედაქტირება

მთელი თავისი ისტორიის მანძილზე ჯონი უოქერმა მხოლოდ რამდენიმე ნაზავი შექმნა.

  • წითელი ეტიკეტი: დაძველების არმქონე ნაზავია. [6] ეს ყველაზე გაყიდვადი შოტლანდიური ვისკია მსოფლიოში 1945 წლის შემდეგ. [7] [8] [9] იგი ძირითადად გამოიყენება შერეული სასმელების დასამზადებლად. [10] [11]
  • შავი ეტიკეტი: 12 წლის დაძველებით, ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი შოტლანდიური ვისკია. [12]
  • ორმაგი შავი ეტიკეტი: ხელმისაწვდომია 2011 წლიდან, საცალო ვაჭრობაში წარმატებით გაშვების შემდეგ. [13] ვისკი შეიქმნა შავი ეტიკეტის მოდელის მიხედვით, რომელსაც დაუმატეს უფრო მეტი ტორფიანი ალაოს ვისკები და დაწურეს იგი კარგად გამომწვარ მუხის ძველ კასრებში. [14]
  • მწვანე ეტიკეტი: პირველად 1997 წელს შეიქმნა. [15] მოგვიანებით მას ეწოდა ჯონი უოქერი მწვანე ეტიკეტი. იგი არის შერეულალაოიანი ვისკი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მზადდება ცალკეული ალაოს შერევით და ვისკის მარცვლეული არ ემატება. [16] ყველა გამოყენებული ვისკი მინიმუმ 15 წლისაა. [17] [18] [19] დიაჯიომ შეწყვიტა მწვანე ეტიკეტის წარმოება გლობალურად 2012 წელს (გარდა ტაივანისა, სადაც მოთხოვნა ალაოების ნაზავზე ძალიან ძლიერია). ბრენდი კვლავ შემოიტანეს 2016 წელს და კვლავ ხელმისაწვდომია გლობალურად. [20]
  • ოქროს ეტიკეტი: 15 ერთეულზე მეტი ალაოს ნაზავი. [21] 2013 წელს ოქროს ეტიკეტს ეწოდა "ოქროს ეტიკეტის რეზერვი" და ახლა მას არ აქვს ასაკობრივი მითითება. [22]
  • 18 წლის დაძველებით: თავდაპირველად სახელდებოდაპლატინის ეტიკეტით, იგი შემოვიდა აზიის ბაზარზე ორიგინალი ოქროს ეტიკეტის შესაცვლელად და გაიყიდა ოქროს ეტიკეტის რეზერვის პარალელურად. მიუხედავად იმისა, რომ კვლავ ხელმისაწვდომია მთელ მსოფლიოში, პლატინის ეტიკეტის სახელით წარმოება შეწყდა 2017 წლის შუა რიცხვებში და შეიცვალა სახელი „ჯონი უოქერი 18 წლის დაძველებით“. ეს ორი იდენტურია, გარდა დასახელებისა. [23]
 
ჯონი უოქერი ლურჯი ეტიკეტის ბოთლი საჩუქრის ყუთში
  • ლურჯი ეტიკეტი: ჯონი უოქერის პრემიუმ-ნაზავი. [24] მას არ აქვს ასაკობრივი დაძველება. ბოთლები დანომრილია სერიულად და იყიდება ნამდვილი მოწმობის თანხლებით. ეს არის ერთ–ერთი ყველაზე ძვირადღირებული შოტლანდიური ვისკი ბაზარზე, რომლის ფასები 174–450 აშშ დოლარს შეადგენს. [25]
  • ჯონი უოქერი სვინგი: მოთავსებულია გამორჩეულ ბოთლში, რომლის არარეგულარული ფსკერი საშუალებას აძლევს მას აქეთ-იქით გატრიალდეს. ამ ტიპის ბოთლის დიზაინი თავდაპირველად გამოიყენებოდა მცურავ გემებზე. ეს იყო ალექსანდრე უოქერ II-ის უკანასკნელი ნაზავი.
  • ჯეინ უოქერი: ჯონი უოწერის პირველი ეტიკეტი, რომელიც შეზავებულია კომპანიის პირველი ქალი ოსტატის მიერ.


ჯონი უოქერის პროდუქციის ხაზები, ყველაზე იაფფასიანიდან ყველაზე ძვირადღირებულამდე
დაძველება 1865–1905 1906–1908 1909–1920 1921–1931 1932–1991 1992–1996 1997–2010 2011—
  Old Highland თეთრი ეტიკეტი
დაძველების არმქონე   Special O.H. წითელი ეტიკეტი
12 Walker's O.H. Extra Sp. O.H. შავი ეტიკეტი
მითითებული არ არის   ორმაგი შავი ეტიკეტი
მითითებული არ არის   სვინგი
15   მწვანე ეტიკეტი
მითითებული არ არის
ზოგჯერ 18
  ოქროს ეტიკეტის რეზერვი
18   18 წლიანი დაძველების
(მაგ. პლატინიის ეტიკეტი)
მითითებული არ არის   ლურჯი ეტიკეტი


ლიტერატურა

რედაქტირება
  • MacLean, Charles (2003). Scotch Whisky: A Liquid History. Cassell Illustrated. ISBN 1-84403-078-4. 
  • Molavi, Afshin. „Straight Up: How Johnnie Walker conquered the world“. The Slate Group. ციტირების თარიღი: 8 October 2013. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  • Micallef, Joseph (2015). Scotch Whisky, its History, Production and Appreciation. Vancouver, Portland: Antioch Downs Press www.AntiochDownsPress.com. ISBN 978-0-9947571-1-1. 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Scotch Whisky Brand Champion 2017: Glenfiddich. ციტირების თარიღი: 16 December 2017.
  2. History of Scotch Whisky. Scotch Whisky Association.
  3. Walking Tall. M. Shanken Communications, Inc.. ციტირების თარიღი: 16 December 2017.
  4. Scotch: The Story of Whisky. Per Mikkelsen. https://www.youtube.com/watch?v=Lw8JVKkoUHM/.
  5. A Brief History of Blended Whisky The Whisky Shop Blog
  6. Whisky Notes: Johnnie Walker Red Label vs. Johnnie Walker Black Label. Ruben Luyten for Whisky Notes (18 September 2013).
  7. Johnnie Walker Blended Scotch Whisky.
  8. Johnnie Walker Red Label. John Walker and Sons. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-09-01. ციტირების თარიღი: 2020-09-06.
  9. http://www.scotch-whisky.org.uk/media/12744/[მკვდარი ბმული] scotchwhiskyregguidance2009.pdf
  10. Whisky Notes: Johnnie Walker Red Label vs. Johnnie Walker Black Label: Johnnie Walker Red Label (40%, OB +/- 2013). Ruben Luyten for Whisky Notes (18 September 2013).
  11. Johnnie Walker Red Label : The Whisky Exchange.
  12. Johnnie Walker Colours
  13. Johnnie Walker Double Black : The Whisky Exchange.
  14. „Johnnie Walker adds Double Black to whisky line“. 10 May 2013.
  15. Expert Liquor Recommendations - Distiller.
  16. What Is the Difference Between Single Malt and Blended Whisky?.
  17. Johnnie Walker Green Discontinued. www.scotch-tasting-bums.com (16 January 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 ოქტომბერი 2012. ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2020.
  18. Johnnie Walker Green Label 15 Year Old.
  19. Dominic Roskrow's Blog. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-10-11. ციტირების თარიღი: 2020-09-06.
  20. Johnnie Walker Green Label returns - Scotch Whisky.
  21. Johnnie Walker Gold Label The Centenary Blend 18 Year Old Blended Scotch Whisky (700ml) - Blended Scotch Whisky.
  22. Johnnie Walker Gold Label 18 vs. Johnnie Walker Gold Label Reserve (1 November 2013).
  23. Johnnie Walker Platinum given new identity - Scotch Whisky.
  24. Johnnie Walker Blue Scotland Scotch 750 ml. Wineanthology.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 ოქტომბერი 2012. ციტირების თარიღი: 3 November 2012.
  25. Bottle King Largest New Jersey Retailer of Wine, Beer and Spirits. ციტირების თარიღი: 16 December 2017.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Johnnie_Walker“-დან