Horizon Zero Dawn

2017 წლის ვიდეო თამაში
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

Horizon Zero Dawn (ქართ. ჰორიზონტი ნულოვანი განთიადი) - ღია მსოფლიოს (ინგლ. Open World) მოქმედებითი, სათავგადასავლო, როლური ვიდეო თამაში "ინტერაქტიური კინოს" ელემენტებით შემუშავებული ნიდერლანდური, დეველოპერული სტუდიის Guerrilla Games-ის და გამოცემული Sony Interactive Entertainment-ის მიერ PlayStation 4 კონსოლისთვის 2017 წელს.

Horizon Zero Dawn
დეველოპერ(ებ)ი Guerrilla Games
გამომცემელი Sony Interactive Entertainment
სერია Horizon
ძრავა Decima
პლატფორმ(ებ)ი
გამოსვლის თარიღი
ჟანრ(ებ)ი მოქმედებითი სათავგადასავლო როლური
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი
რეჟისორ(ებ)ი მათეის დე იონე (Mathijs de Jonge)
საიტი ოფიციალური გვერდი

სიუჟეტი მოგვითხრობს ნორას ტომის ახალგაზრდა, მონადირე გოგონას ელოის (Aloy) შთამბეჭდავ ისტორიას რომელიც მიმდინარეობს 31-ე საუკუნეში. ელოის მიზანია მის წარსულში გარკვევა და გაგება თუ ვინ იყვნენ მისი მშობლები. მოქმედებები ვითარდება პოსტ აპოკალიფსურ მსოფლიოში რომელიც მოიცავს შეერთებული შტატების (US) ტერიტორიას "ყოფილ" კოლორადოს და იუტას შტატებს. მოთამაშეს საშუალება ეძლევა გამოიყენოს შორს მსროლი იარაღები, შუბი და ფარულობა მექანიკურ არსებებთან და მტრის სხვა ძალებთან საბრძოლველად. უნარების ხე მოთამაშეს აძლევს ახალ შესაძლებლობებს და პრემიებს. მოთამაშეს შეუძლია გამოიკვლიოს ღია მსოფლიო: სხვადასხვა ტომის სოფლების, ქალაქების; "ძველების" ნასახლარების; რობოტების ქარხნების აღმოსაჩენად და გვერდითი ქვესტების შესასრულებლად.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Horizon_Zero_Dawn“-დან