Homo faber (რომანი)
Homo Faber: ჩანაწერები — შვეიცარიელი მწერლის მაქს ფრიშის რომანი. პირველად გამოიცა 1957 წელს. რომანის მთავარი პერსონაჟია წარმატებული ინჟინერი უოლტერ ფაბერი, რომელიც ევროპასა და ამერიკაში მოგზაურობს. რომანში აღწერილია ტექნიკის საუკუნეში გრძნობაგაუხეშებული კაცის ტრაგედია, რომელმაც მხოლოდ უდიდესი უბედურების ფასად შეიცნო მეგობრობის, სიყვარულისა და კაცთმოყვარეობის ყადრი. რომანში აშკარა ალუზიებია სოფოკლეს ოიდიპოს მეფესთან. ფოლკერ შლონდორფის 1991 წელს გამოსული ფილმი მოგზაური (The Voyager) Homo Faber-ს ეფუძნება.
ქართული გამოცემა
რედაქტირებამაქს ფრიში, Homo Faber: ჩანაწერები, გერმანულიდან თარგმნა დალი კოკაია–ფანჯიკიძემ, „საბჭოთა საქართველო“ თბ., 1975 წ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Daynard, Jodi. "Max Frisch, The Art of Fiction No. 113" in The Paris Review, Winter 1989. Retrieved: 2011-11-21.