Hibbertopterus — ნამარხი გვარი ევრიპტერიდების რიგისა. ნაშთები ცნობილია შოტლანდიის კარბონული პერიოდის ნალექებიდან. ბინადრობდნენ ჭაობებში. არსებობდნენ გვიანი კარბონიდან - პერმული პერიოდის დასასრულამდე.

Hibbertopterus
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  ქელიცერიანები
რიგი:  †ევრიპტერიდები
ქვერიგი:  †Stylonurina
ზეოჯახი:  †Hibbertopteroidea
ოჯახი:  †Hibbertopteridae
გვარი:  Hibbertopterus
ლათინური სახელი
Hibbertopterus
Megarachne, Hibbertopterus მონათესავე ევრიპტერიდი არგენტინის გვიან კარბონული პერიოდის ნალექებიდან.

Hibbertopterus მიაკუთვნებენ ოჯახს Hibbertoperidae, რომლის წარმომადგენლები დიდი ზომით გამოირჩეოდნენ და არსებობდნენ ზედა დევონიდან - პერმული პერიოდის დასასრულამდე. Hibbertopterus იკვებებოდნენ მტკნარწყლიანი ჭაობებისა და მდინარეების ფსკერზე არსებული ნარჩენებით, პატარა უხერხემლოებით, რომლებსაც ნალექში პოულობდნენ. მათი მორფოლოგია ისეთი უჩვეულოა, რომ უწინ მათ ევრიპტერიდებისაგან დამოუკიდებელ რიგში აერთიანებდნენ, თუმცა ბოლო გამოკვლევები ადასტურებს, რომ Hibbertopterus მიეკუთვნება ქვერიგს Stylonurina, მონათესავე გვართან Drepanopterus ერთად, რომელიც ასევე ერთიანდება ზეოჯახში Hibbertopteroidea.

აღსანიშნავია ისიც, რომ Hibbertopterus არის ის ერთ-ერთი პირველი წყლის არსება, რომელმაც წამოიწყო სახმელეთო გადაადგილება, როგორც ამას ადასტურებს დასავლეთ ლოტიანში (შოტლანდია[1]) აღმოჩენილი კვალი. კვალი სიგრძით 6, სიგანეში კი 1 მეტრია. ამის მიხედვით გამოითვალა ცხოველის სიგრძე, რაც სავარაუდოდ 1,8 მეტრს შეესაბამება.

სახეობები

რედაქტირება
  • H. scouleri
  • H. hibernicus
  • H. permianus
  1. მ. უაითი. „პალეოეკოლოგია: გიგანტური ფეხსახსრიანის ნაკვალევი“ (PDF). Nature. 438: 576.