Megarachne
Megarachne servinei — ნამარხი ევრიპტერიდი Megarachne გვარისა. ცნობილია არგენტინის (კორდოვას მახლობლად) ზედა კარბონული (პენსილვანიური) ნალექებიდან. ფეხის სიგრძე 50 სანტიმეტს აღწევდა. თავდაპირველად იგი არასწორად მიაკუთვნეს ობობებს და მოიაზრებოდა როგორც ყველა დროის ყველაზე დიდი ობობა. ამან კი სერიოზული შეცდომა გამოიწვია CGI სატელევიზიო სერიებში Walking with Monsters. კომპანიას პროდუქცია უკვე გასაყიდად ჰქონდა გატანილი, როდესაც, 2004 წელს, Megarachne servinei ზუსტი ბიოლოგიური კლასიფიცირება მოხდა, ამიტომ შეცდომის გამოსწორება ვეღარ მოხერხდა. კომპანიამ მხოლოდ სახელი შეუცვალა გამოგონილ ობობას და მყიდველს წარუდგინა Mesothelae[1][2] სახელით.
Megarachne servinei | |||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Megarachne | |||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||
Megarachne servinei ჰუნიკენი, 1980 | |||||||||||||||||
|
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ობობათა სამყაროს დინოზავრები: Megarachne Servinei ძიებაში დაარქივებული 2008-12-22 საიტზე Wayback Machine.
- Megarachne ესაა ევრიპტერიდი და არა ობობა დაარქივებული 2008-05-22 საიტზე Wayback Machine.
- იყო თუ არა Megarachne მსოფლიოს უდიდესი ობობა? ახალი ცნობები სამხრეთ ამერიკული ნამარხის შესახებ დაარქივებული 2006-09-28 საიტზე Wayback Machine.
- ძაღლის ზომის ობობები არ არსებობდნენ
- Megarachne servinei (ნამარხის ფოტოთი)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ რეალურად Mesothelae ესაა ქვერიგი პრიმიტიული ობობებისა, რომელთა მუცელი სეგმენტებად იყო დაყოფილი, სწორედ ამიტომ, ისინი არანაირად არ ემსგავსებოდნენ ობობას სერიებიდან.
- ↑ Walking with Monsters. youtube.com