Happiness Is the Road
Happiness Is the Road (ქართ. ბედნიერება გზაა) — ბრიტანული ნეო-პროგრესული როკ-ჯგუფ Marillion-ის მეთხუთმეტე სტუდიური ალბომი, რომელიც ორმაგი დისკის სახით გამოიცა 2008 წლის შემოდგომაზე. ალბომის სახელწოდება ცნობილი გახდა 2008 წლის 12 მარტს, ისევე როგორც დისკების სახელწოდებები - Essence და The Hard Shoulder. ალბომის წინასწარ შეკვეთა შესაძლებელი გახდა 2007 წლის ოქტომბერში. როგორც ეს ხშირად ხდება, წინასწარ შემოსული თანხით ჯგუფი იხდიდა ალბომის ჩაწერისა და რეკლამის ხარჯებს.
Happiness Is the Road | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 20 ოქტომბერი, 2008 | |||
ჩაიწერა | The Racket Club, ბაკინგემშირი, 2007/2008 | |||
ჟანრი | პროგრესული როკი | |||
ხანგრძლივობა | 108:06 | |||
ლეიბლი |
Intact Records EMI (მხოლოდ კომპაქტ-დისკი) | |||
პროდიუსერი | მაიკლ ჰანტერი, Marillion | |||
Marillion — ქრონოლოგია | ||||
| ||||
ალტერნატიული გარეკანი | ||||
ალბომის პირველი დისკის ყდა | ||||
ალტერნატიული გარეკანი | ||||
ალბომის მეორე დისკის ყდა | ||||
სინგლები ალბომიდან Happiness Is the Road | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
AllMusic | [1] |
Classic Rock | [2] |
ალბომიდან გამოცემული პირველი სინგლი არის Whatever Is Wrong With You, რომელიც უფასოდ განთავსდა ჯგუფის საიტზე, რათა ყველა მსურველმა საკუთარი ძალებით შექმნას მისი მუსიკალური ვიდეო.
ალბომი უფასოდ გავრცელდა p2p ქსელების მეშვეობით. სიმღერები ამ ფორმატში დაცულია სპეციალური კოდით. როდესაც მსმენელი პირველად ისმენს სიმღერას, ჩნდება პატარა ფანჯარა, რომელიც ითხოვს მსმენელის ელექტრონული ფოსტის მისამართის რეგისტრაციას. ასეთი გზით, მსმენელთან მყარდება კონტაქტი და ეგზავნება შემოთავაზებები Marillion-თან დაკავშირებული პროდუქციის შეძენაზე.
გარეკანის ავტორია ესპანელი მხატვარი ანტონიო სეიხასი.
სიმღერების სია
რედაქტირებამუსიკის ავტორი - მარილიონი, ტექსტი - სტივ ჰოგართი
Volume 1: Essence
რედაქტირება- Dreamy Street – 2:02
- This Train Is My Life – 4:50
- Essence – 6:29
- Wrapped Up in Time – 5:06
- Liquidity – 2:12
- Nothing Fills the Hole – 3:23
- Woke Up – 3:40
- Trap the Spark – 5:43
- A State of Mind – 4:33
- Happiness Is the Road – 10:05
- (blank) – 1:59
- Half-Full Jam – 6:48 (დამალული)
სიმღერა 12 ჩამოსატვირთ ვერსიაში მითითებულია, როგორც Half-Empty Jam. შემდგომში გამოცემულ კომპაქტ-დისკზე მას ეწოდება Half-Full Jam. სათაური მომდინარეობს სიმღერის სტრიქონებიდან - I used to be half empty, but now I'm half full. ჩამოსატვირთ ვერსიაში 11-ე ნომერი წარმოდგენილი არ არის.
Volume 2: The Hard Shoulder
რედაქტირება- Thunder Fly – 6:24
- The Man from the Planet Marzipan – 7:55
- Asylum Satellite #1 – 9:32
- Older Than Me – 3:11
- Throw Me Out – 4:01
- Half the World – 5:08
- Whatever Is Wrong With You – 4:16
- Especially True – 4:37
- Real Tears for Sale – 7:34
პერსონალი
რედაქტირებაჯგუფი
რედაქტირება- სტივ ჰოგართი – ვოკალი, კლავიშებიანი საკრავები
- მარკ კელი - კლავიშებიანი საკრავები, დამატებითი ვოკალი
- იენ მოსლი - დასარტყმელი საკრავები, დამატებითი ვოკალი
- სტივ როზერი - გიტარები, დამატებითი ვოკალი
- პიტ ტრევავასი - ბას გიტარა, დამატებითი ვოკალი, გიტარები, კლარნეტი სიმღერაში Throw Me Out
სხვა მუსიკოსები
რედაქტირება- სემ მორისი - ფრანგული რქა (Real Tears For Sale)
- ს.კლეიდონი - ელექტრონული ბასი
- ს. ოუდლი - ციმბალი
- პ. ბისე - პერკუსია
- ჯ. ჰოტენი - დაირა
- ე. ჰოგართი - გულისცემა კომპოზიციაში Dreamy Street
- დ. რობერტსი - თითის დაირა (Essence)
სიმღერების შესახებ
რედაქტირება- Dreamy Street - შესაძლოა, პირდაპირ კავშირშია სტივ ჰოგართის სოლო-სიმღერასთან The Evening Shadows, განსაკუთრებით, მის პირველ სტრიქონთან ‘I have an animal inside me’.
- Woke Up - სიმღერაში ჟღერს ფრენკ სინატრას ცნობილი ჰიტის New York, New York ციტირება (ქალაქი, რომელსაც არ სძინავს).
- Happiness Is the Road - ტექსტი დაიწერა ჰოგართის მიერ ექიმთან ვიზიტის შემდეგ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ინფორმაცია ალბომის შესახებ დაარქივებული 2010-03-30 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Prato, Greg. (2011 [last update])Happiness Is the Road, Volume 1: Essence - Marillion | AllMusic. allmusic.com. ციტირების თარიღი: 4 July 2011.
- ↑ Wilding, Phil. (2011 [last update])marillion.com | NEWS - Press Room - Marbles | The Official Marillion Website. marillion.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 4 July 2011.