წეროსნაირნი
(გადამისამართდა გვერდიდან Gruiformes)
წეროსნაირნი (ლათ. Gruiformes) — ფრინველთა რიგი, რომელიც მოიცავს მეტად განსხვავებული მასის (30 გ-იდან 16 კგ-მდე), მორფოლოგიისა და ცხოვრების ნირის მქონე ფრინველებს. გაერთიანებული არიან 2 ქვერიგში, 5 ოჯახში (11 ოჯახი წარმოდგენილია ამომწყდარი ფრინველებით) და 42 გვარში.[1] თანამედროვე ფორმები მოიცავს 165 სახეობას. საქართველოში როგორც მობუდარი გვხვდება, ისე მიმომფრენი ფრინველების სახით რამდენიმე სახეობა, მ.შ. 2 (ხონთქრის ქათამი ანუ პორფირიონი და რუხი წერო) შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“. წეროსნაირნი მეტწილად ნიადაგზე ცხოვრობენ, ნაწილი ჭაობებში ბინადრობს, მცირე რაოდენობა — ხეებზე. მეტწილად მონოგამები არიან.
წეროსნაირნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
იაპონური წერო | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Gruiformes (Bonaparte, 1854) | ||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 309-310.