Gexპლატფორმერი ჟანრის ვიდეო თამაში, შექმნილი Crystal Dynamics-ის და გამოცემული BMG Interactive-ის მიერ 1995 წელს 3DO Interactive Multiplayer-ისთვის. მოგვიანებით თამაში დაპორტირდა PlayStation-ის, Sega Saturn-ის და Microsoft Windows პლატფორმებისთვის. ეს არის პირველი თამაში „Gex“-ის სერიიდან და თან მოჰყვებოდა 3DO-ის Panasonic-ის მოდელებს.[1][2]

Gex
დეველოპერ(ებ)ი Crystal Dynamics
Beam Software (PS1 და Saturn-ის ვერსიები)
გამომცემელი

BMG Interactive (3DO-ის ვერსია) Crystal Dynamics (PS1 და Saturn-ის ვერსია)

Microsoft (Windows-ის ვერსია)
პლატფორმ(ებ)ი 3DO Interactive Multiplayer, PlayStation, Sega Saturn, Microsoft Windows
გამოსვლის თარიღი
აპრილი, 1995
ჟანრ(ებ)ი პლატფორმერი
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი

„Gex“ არის საიდსქროლერი და პლატფორმერის ჟანრების ვიდეო თამაში, რომელშიც მთავარ გმირს განასახიერებს ანთროპომორფული გეკონი. მას შეუძლია სირბილი, ხტუნვა და კედელზე ცოცვა. მტრების მოსაგერიებლად მთავარ იარაღად იყენებს კუდს. მისი მიზანია ტურის გასვლა და ტელევიზორის პულტების მოძიება.

Gex-მა მიიღო პოზიტიური შეფასებები ვიდეო თამაშების მიმოხილველებისგან. „GamePro“-სა და „Electronic Gaming Monthly“-ისგან მიიღო „3DO-ის საუკეთესო თამაშის“ წოდება.[3][4] Gex იქცა Crystal Dynamics-ის თილისმად და შეიქმნა იმისთვის, რათა კონკურენცია გაეწია ისეთი განთქმული თამაშებისთვის როგორებიცაა „Mario“ და „Sonic the Hedgehog. [5][6] საერთო განხილვების საიტ GameRankings-ზე 3DO-ის ვერსია ფლობს 79.58,[7] PC-ის — 71.00,[8] SAT-ის — 69.35,[9] PS1 — 63.33.[10] ის აგრეთვე წარმატებული აღმოჩნდა კომერციულადაც, მისმა გაყიდვებმა 1 მილიონი ასლი შეადგინა, რითაც იქცა 3DO-ის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად თამაშად.[11][12]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Frequently Asked Questions. faqs.org. ციტირების თარიღი: 7 დეკემბერი, 2017.
  2. „Price Slashed on 3DO“. GamePro. IDG (85): 170–172. ოქტომბერი, 1995. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  3. „CES: The Best of the Show“. GamePro. IDG (72): 37. September 1994.
  4. „Electronic Gaming Monthly's Buyer's Guide“. 1996. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  5. „The Next Generation 1996 Lexicon A to Z: Mascot“. Next Generation. Imagine Media (15): 36. March 1996.
  6. Travers, Gregg. (April 3, 1997) GEX – games.greggman.com. ციტირების თარიღი: May 14, 2017.
  7. Gex (3DO) reviews at. GameRankings (2011-10-24). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-03. ციტირების თარიღი: 2011-10-24.
  8. Gex (PC) reviews at. GameRankings (2011-10-24). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-24. ციტირების თარიღი: 2011-10-24.
  9. Gex (Sega Saturn) reviews at. GameRankings (2011-10-24). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-10. ციტირების თარიღი: 2011-10-24.
  10. Gex (PlayStation) reviews at. GameRankings (2011-10-24). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-09. ციტირების თარიღი: 2011-10-24.
  11. „Tidbits...“. Electronic Gaming Monthly. Sendai Publishing (76): 19. ნოემბერი, 1995. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  12. „At the Deadline“. GamePro. IDG (85): 174. ოქტომბერი, 1995. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)