Geopaper
შპს ჯ.ე.პ. ცნობილი, როგორც Geopaper — ქართული კომპანია, რომელიც დაარსდა 2005 წელს და მას შემგეგ, ჩართულია ქართული ბაზრის, ქაღალდითა და პოლიგრაფიული მასალით მომარაგებაში. წარმოადგენს Palitra Media Holding-ის შვილობილ კომპანიას.
ოფიციალური ლოგო | |
ტიპი | შვილობილი |
---|---|
დაფუძნდა | 2005[1] |
სათავო ოფისი | თბილისი, საქართველო |
პროდუქცია | ქაღალდისა და პოლიგრაფიული მასალის რეალიზაცია |
მფლობელი | Palitra Media Holding |
საიტი | geopaper.ge |
ჯ.ე.პ-ის ისტორია საგაზეთე ქაღალდის იმპორტით იწყება. საგაზეთე ქაღალდთან ერთად კომპანია დაკავებულია ოფსეტური, საწიგნე, ცარცირებული, მცირედცარცირებული, კრაფტისა და სხვა სახეობების ქაღალდის იმპორტით. ასევე ვაჭრობს ლამინაციის ფირებით, სხვადასხვა სახეობის საღებავითა და სხვა მრავალი პოლიგრაფიული მასალით.
ისტორია
რედაქტირებაკომპანიის ისტორია ჯერ კიდევ 2005 წლამდე იწყება, იქამდე ვიდრე შპს ჯ.ე.პ-ის სახელწოდებით დარეგისტრირდებოდა. კომპანია სასტარტო ეტაპზევე ახერხებს, სარეალიზაციო წყაროების მოძიებას. მრავალწლიანი ისტორიის მქონე გაზეთი კვირის პალიტრა დღემდე ჯ.ე.პ-ის ქაღალდზე იბეჭდება. 2005 წელი კომპანიისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. ახალდარეგისტრირებულ Geopaper-ს, უკვე, საკმაოდ ძლიერი ნიადაგი ჰქონდა, ადგილობრივ ბაზარს მორგებოდა და გაეძლო კონკურენციისთვის. 2012 და 2014 წელს ჯ.ე.პ-ი Gold East-ის ექსკლუზიური პარტნიორია.
კომპანია ამარაგებს სხვადასხვა სახის ქაღალდითა და პოლიგრაფიული მასალით 300-ზე მეტ კომპანიას როგორც მუდმივ კლიენტებს, ასევე დანარჩენ მომხმარებლებს მთელი საქართველოს მასშტაბით.
პარტნიორები
რედაქტირებაGeopaper-ს მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს ისეთ მსხვილ მომწოდებლებთან, როგორიცაა Holmen, UPM, GOLD EAST და სხვა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ რომელ კომპანიას შემოაქვს ქაღალდი, რომელზეც თქვენთვის ცნობილი გამომცემლობები ბეჭდავენ. bpn.ge (9 სექტემბერი, 2016). ციტირების თარიღი: 7 თებერვალი, 2018.