Ferrari California
Ferrari California — სპორტული ავტომანქანა-როდსტერი, რომელიც კომპანიამ ფერარი 2008 წლის პარიზის აუტოშოუზე წარმოადგინა. ეს არის ორკარიანი „2+2“ გაშლადი მყარსახურავიანი მანქანა. ამ მანქანით ააღორძინეს გვიანი 1950-იანი წლების ფერარი 250 GT „კალიფრონია“.
ფერარი კალიფორნია Ferrari California | |
---|---|
მიმოხილვა | |
ტიპი | კაბრიოლეტი |
პარტნიორი კომპანია | ფიატი |
წარმოება | 2009 + |
გამომშვები ქვეყანა | იტალია |
დიზაინერი | პინინფარინა |
სხეული და შასი | |
კლასი | გრენ ტურიზმო |
ტრანსმისია | |
ძრავი | 4.3 ლ V8 |
სიმძლავრე | 460 ც.ძ. |
ტრადიციისამებრ, „ფერარის“ იმ მოდელებს, რომელთა ძრავი წინ არის განთავსებული ჩრდილოეთამერიკულ სახელებს არქმევენ. მაგალითად: ამერიკა, კალიფორნია, დეიტონა, სუპერამერიკა.
ახალ მოდელს აქვს სამკუთხედი ფორმის ფარები, პლასტიკური ხაზები, ტრადიციულად მრგვალი და ოდნავ „კუდიანი“ უკანა მაშუქები, მათ ქვეშ კი ვერტიკალუტად განლაგებული გამოსაბოლქვი მილები. ავტომობილის დიზაინი იტალიურმა სტუდია პინინფარინა-მ შექმნა. „ფერარის“ ცნობილი 8-ცილინდრიანი ძრავი პირველად ავტომობილს წინა ნაწილშია განლაგებული. 4,3 ლიტრიანი ძრავი 460 ცხენის ძალას ავითარებს, მაგრამ F430 მოდელთან შედარებით, ეს განსხვავებული ძრავია. ძარა ალუმინისგანაა დამზადებული. გადაცემათა კოლოფო ასევე ახალია და შვიდსიჩქარიანია. სწორედ ამ სიჩქარეთა კოლოფის დამსახურებით ავტომობილი 100 კმ/სტ-ს 4 წამში ავითარებს. ზუსტად იგივე დრო სჭირდება 490 ც. ძ.-იან F430-ს 100 კმ/სთ-ის განსავითარებლად.
კიდევ ერთი სიახლე ახალი უკანა საკიდარია, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულია ვიდრე „ფერარის“ ტრადიციული სარბოლო საკიდარი. კერამიკული მუხრუჭები ბრემბოს ფირმამ დაამზადა. სიჩქარეების გადამრთველი, საკიდრის და სტაბილიზაციის სისტემის მუშაობის მართვა საჭეზე არსებულ კონტროლიორზე არის გადატანილი. კალიფორნია პირველი „ფერარია“, რომელსაც ალუმინის ორსექციანი დასაკეცი სახურავი აქვს, რომლის შექმნაში ასევე სტუდია პინინფარინამ მიიღო მონაწილეობა. ღილაკზე თითის დაჭერით სახურავი სავარძლების უკან სპეციალურ სათავსოში „უჩინარდება“.
„კალიფორნია“ F340 მოდელზე ოდნავ გრძელია. კომპანიის თქმით, ეს მოდელი მათთვის არის განკუთვნილი, ვისთვისაც დახურულ ტრასებზე რბოლაზე და 12-ცილინდრიან ძრავაზე მეტად, მოძრაობისგან სიამოვნების მიღება იტაცებს.
წყარო
რედაქტირება- AUTO მოტივი – 2008 წელი N5
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ფერარი კალიფორნია – ოფიციალური საიტი