Eight Days a Week — ინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის სიმღერა. დაიწერა ჯონ ლენონისა და პოლ მაკ-კარტნის მიერ, პოლის იდეის მიხედვით.[1] იგი შეტანილია ალბომში Beatles for Sale, რომელიც გამოვიდა 1964 წელს.

„Eight Days a Week“
სიმღერაThe Beatles
ალბომიდან Beatles for Sale
გამოსვლის თარიღი 4 დეკემბერი 1964
ჩაიწერა 6 ოქტომბერი 1964,
EMI-ს სტუდიები, ლონდონი
ჟანრი როკი
ხანგრძლივობა 2:44
ხმისჩამწერი ლეიბლი Parlophone
PMC 1240 (მონო)
PCS 3062 (სტერეო)
ავტორ(ებ)ი ლენონი/მაკ-კარტნი
პროდიუსერი ჯორჯ მარტინი
Beatles for Saleსიმღერები
„Eight Days a Week“
სინგლიThe Beatles
B-მხარე "I Don't Want to Spoil the Party"
გამოსვლის თარიღი 15 თებერვალი 1965 (მხოლოდ აშშ)
ჟანრი როკ-მუსიკა
ხანგრძლივობა წ :წმ
ხმისჩამწერი ლეიბლი Capitol 5371 (აშშ)
The Beatles — სინგლების ქრონოლოგია
„I Feel Fine“
(1964)
Eight Days a Week
(1965)
„Ticket to Ride“
(1965)

შთაგონება

რედაქტირება

მაკ-კარტნის მიხედვით, სიმღერა ორი მოვლენით იყო შთაგონებული. 1984 წელს ჟურნალ Playboy-სთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ სათაური რინგო სტარის გავლენით შეიქმნა, რომელიც მალაპროპიზმების მოყვარული იყო. მან ერთხელ ხუმრობით ახსენა „კვირაში რვა დღის მანძილზე“ მუშაობის გრაფიკი, „ისე, თითქოს მუშაობით გადატვირთული მძღოლი ყოფილიყო“. გარდა ამისა, პოლი საუბრობდა მძღოლზე, რომელმაც იგი ერთხელ უეიბრიჯში, ლენონთან წაიყვანა.

„როგორც წესი, იქ თავად დავდიოდი, მაგრამ იმ დღეს მძღოლმა წამიყვანა და ვკითხე, 'როგორ ხარ?' - 'ოჰ, მძიმე სამუშაოა,' მიპასუხა, 'კვირაში რვა დღე ვმუშაობ.' (პოლ მაკ-კარტნი, The Beatles Anthology)“ [2]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Beatles Songwriting & Recording Database: Beatles For Sale. Beatlesinterviews.org (4 December 1964). ციტირების თარიღი: 29 July 2011.
  2. The Beatles 2000, p. 159.