მეწამული ძირწითელა

(გადამისამართდა გვერდიდან Echium rubrum)

მეწამული ძირწითელა[1] (ლათ. Echium rubrum) — ორწლოვანი ბალახოვანი მცენარე ლაშქარასებრთა ოჯახისა. აქვს 30–100 სმ სიმაღლის, მარტივი, სწორი ან მოგრეხილი ღერო. მთელი მცენარე გაფარჩხული თეთრი, ჯაგრისებური ბეწვითაა დაფარული. ფოთლები ვიწროლანცეტა ფორმისაა, შებუსული. ხვეულები მრავალყვავილიანია, ვიწრო, კენწრულ, თავაკისებურ ყვავილედებს ქმნის. გვირგვინი მეწამული ფერისაა. ყვავილობს მაისში, ნაყოფმსხმოიარობს ივლისში.[2]

მეწამული ძირწითელა

ბოტანიკური ილუსტრაცია
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ლაშქარასნაირნი
ოჯახი:  ლაშქარასებრნი
გვარი:  ძირწითელა
სახეობა:  მეწამული ძირწითელა
ლათინური სახელი
Echium rubrum Forssk., 1775
სინონიმები
  • Isoplesion rubrum (Forssk.) Raf., 1838
  • Echium setosum Vahl., 1791
  • Echium spathulatum Viv., 1824
  • Echium verecundum Viv., 1830

იზრდება სუბალპურ სარტყლამდე, ბალახოვან ფერდობებზე, ველებზე, გზისპირებზე. გავრცელებულია კავკასიაში, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში, მცირე აზიაში. გვხვდება თითქმის მთელ საქართველოში.[2]

  1. არქიმანდრიტი ლაზარე (გაგნიძე-დვალი), გერმანულ-ქართული, ქართულ-გერმანული ბოტანიკური ლექსიკონი, თბილისი: „ფავორიტ პრინტი“, 2012. — გვ. 153.
  2. 2.0 2.1 სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 100.