EZ-Street
EZ-Street - (შემოკლებით Easy Street') — ამერიკული როკ-ჯგუფი.
EZ-Street | |
---|---|
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | ჰეიუარდი, კალიფორნია, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | როკი |
აქტიური | 1979 - 1982 |
ყოფილი წევრები |
ჯიმ მარტინი მაიკ ბორდინი კლიფ ბარტონი კევინ კოსტა დენი მაგალაესი როკი ლაბოური |
ისტორია
რედაქტირებაჯგუფი ჩამოყალიბდა გვიან 1970-იანებში ჰეიუარდში, კალიფორნია. სახელწოდება მომდინარეობდა რკინიგზის არის უსახურავო ბარიდან. ჯგუფი შედგებოდა მეტალიკის მომავალი ბასისტისგან - კლიფ ბარტონისგან, Faith No More-ის მომავალი გიტარისტისგან - ჯიმ მარტინისგან და ასევე Faith No More-ისა და ოზი ოსბორნის მომავალი დრამერისაგან - მაიკ ბორდინისგან. ყველა ჩამოთვლილი ჯერ კიდევ უფროსკლასელები იყვნენ. დამატებითი წევრები იყვნენ ვოკალისტი კევინ კოსტა და გიტარისტი დენი მაგალაესი. EZ-Street იყო ჯიმ მარტინის ჯგუფი და კლიფი იქ თავს მთლად კარგად ვერ გრძნობდა. მისივე თქმით, ისინი იყვნენ რაღაც ბარის ჯგუფის მაგვარი და ძირითადად შემოიფარგლებოდნენ 1970-იანი წლების როკ ქავერების შესრულებით. პრაქტიკული შედეგი კი ის იყო, რომ კლიფი არ იყო დაინტერესებული ამგვარი მუსიკის შექმნით.[1] ჯგუფი მეოთხე ადგილზე გავიდა ჰეიუარდის არის „ჯგუფების ბრძოლაში“ სადაც მათი სამი სიმღერა იყო წარდგენილი, მათ შორის ქავერი სიმღერისა Rebel Rebel. ჯგუფი ხშირად იცვლიდა დრამერებს.
მარტინმა და ბარტონმა გააგრძელეს ერთად დაკვრა EZ-Street-ის დაშლის შემდეგაც, ამჯერად უკვე ახალი სახელით Agents of Misfortune.
წევრები
რედაქტირება- კევინ კოსტა — ვოკალი
- ჯიმ მარტინი — გიტარა
- დენი მაგალაესი — გიტარა
- კლიფ ბარტონი — ბას გიტარა
- მაიკ ბორდინი — დასარტყმელი საკრავები
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Metal-George-ის კლიფ ბარტონის გვერდი. დაარქივებული 2016-03-03 საიტზე Wayback Machine. Capital.net. წაკითხვის თარიღი:2010-09-30