DuckTales (2017 წლის ტელესერიალი)

DuckTalesDisney Television Animation-ის 2017 წლის ამერიკული ანიმაციური ტელესერიალი, ამავე სახელწოდების 80-იანი წლების სერიალის გაგრძელება. მისი წარმოების შესახებ ცნობილი გახდა 2015 წლის 25 თებერვალს. პრემიერა გაიმართება 2017 წელს, არხზე Disney XD. პირველ სეზონში ნაჩვენები იქნება 21 ნახევარსაათიანი და ორი საათიანი სპეციალური ეპიზოდი.[4] 2017 წლის 2 მარტს უკვე ცნობილი იყო, რომ მომზადდებოდა მეორე სეზონიც.[5] სერიალის პრემიერა გაიმართა 2017 წლის 12 აგვისტოს, სპეციალური ერთსაათიანი ეპიზოდით Woo-oo!, რასაც 2017 წლის 23 სექტემბერს მოჰყვება ორი ახალი ეპიზოდი.[6]

DuckTales
ავტორი მეტ იანგბერგი
ფრანსისკო ანგონესი[1]
ეფუძნება
შეიმუშავა
  • მეტ იანგბერგი
  • ფრანსისკო ანგონესი[2]
რეჟისორი
  • ჯონ აოშიმა
  • დანა ტერესი
  • ტენერ ჯონსონი
გახმოვანება
თემის კომპოზიტორი მარკ კ. მიულერი
მთავარი თემა „DuckTales“, ფელიშა ბარტონი[3]
კომპოზიტორ(ებ)ი დომინიკ ლუისი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
სეზონი 2
ეპიზოდი 43 (ეპიზოდების სია)
წარმოება
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი მეტ იანგბერგი
პროდიუსერ(ებ)ი მეტ იანგბერგი
მონტაჟი
  • ჯასმინ ბოში
  • ჯონ პრაისი
კომპანია Disney Television Animation
ეთერი
ორიგინალური არხი Disney XD (2017-2018, 2020-დღემდე)
Disney Channel (2018-2019)
ეთერში 12 აგვისტო, 2017 (2017-08-12) — დღემდე
დაკავშირებული შოუები Ducktales
რესურსები ინტერნეტში
საიტი

მას შემდეგ, რაც ყველას ათი წლით განერიდა და არავის ესაუბრებოდა, სკრუჯი კვლავ ხვდება დონალდ დაკს და მის სამ ძმიშვილს - ჰიუის, დიუის და ლუის, როდესაც ისინი საცხოვრებლად გადადიან მაკდაკის მამულში. სკრუჯს უბრუნდება მოგზაურობების სურვილი, რის შემდეგაც ისინი მიემგზავრებიან სხვადასხვა განძის საძიებელ ექსპედიციაში, ხოლო ძმიშვილები და მათი ახალი მეგობარი უები ცდილობენ, დაადგინონ, თუ რატომ გაუქრა სკრუჯს მოგზაურობის და ახალი აღმოჩენების ინტერესი.

წარმოება

რედაქტირება

მეტ იანგბერგი და ფრანსისკო ანგონესი ორიგინალურ სერიალს უყურებდნენ ბავშვობისას და ყოველთვის სურდათ ახალი თაობისთვის მისი განახლება. იანგბერგი: „იმედია, რომ 30 წლის შემდეგ, ბავშვები ნახავენ ჩვენს სერიალს და შექმნიან მის ახალ ვერსიას, ვინაიდან მოეწონებათ ჩვენი ნამუშევარი.“[7]

2015 წლის მაისში ტერი მაკგორვერნმა, ლანჩპედის ორიგინალურმა გამხმოვანებელმა, ინტერვიუში ახსენა, რომ ორიგინალური სერიალის სრული შემადგენლობა ვერ დაბრუნდებოდა.[8] სერიალის მსახიობთა გუნდი ნაჩვენები იქნა 2016 წლის დეკემბერში, როდესაც გამოქვეყნდა მათ მიერ შესრულებული ორიგინალური სიმღერის ახალი აკაპელა ვერსია.[9][10][11] მაისში ცნობილი გახდა, რომ ფენტონ კრეკშელს / გიზმოიხვს გაახმოვანებდა ლინ-მანუელ მირანდა.[12] პერსონაჟს ლათინოამერიკული წარმოშობა მიანიჭეს ლინ-მანუელის გამო და იმ მიზეზით, რომ მირანდას სურდა მეტი ლათინური წარმოშობის სუპერგმირების არსებობა.[7] ივნისში ცნობილიო გახდა, რომ დონალდ დაკს გაახმოვანებდა ტონი ანსელმო[13]. San Diego Comic Con-ის ფარგლებში გამოაცხადეს, რომ სერიალში შავფრთა იხვიც გამოჩნდებოდა.[14]

სერიალის მხატვრული მხარე ძირითადად შთაგონებულია კარლ ბარკსის „ძია სკრუჯის“ კომიქსების სტილით, ისევე, როგორც მისი ნახატებით.[2][15] თემატური სიმღერა, რომელიც მარკ მიულერმა 2017 წლის სერიალისთვის დაწერა, 2017 წლის ვერსიისთვის ხელახლა ჩაიწერა.[16] მისი არანჟირების ავტორები არიან მაიკლ სმითენდი და ტიჯეი სტეფორდი, ხოლო ვოკალს ასრულებს ფელიშა ბარტონი.[17]

გახმოვანება

რედაქტირება

ტელესერიალის ძირითადი პერსონაჟები არიან[18]:

ეპიზოდები

რედაქტირება
სახელწოდებარეჟისორისცენარის ავტორიკადრირებაორიგინალური ეთერის თარიღიწარმ.
კოდი [19]
აშშ მაყურებელი
(მილიონი)
1„Woo-oo!“დანა ტერესი
ჯონ აოშიმა
ამბავი: ფრანსისკო ანგონესი, კოლინ ევანსონი,
ნოელ სტივენსონი, მედისონ ბეიტმენი, ნეიტ ფედერმანი, მეტ იანგბერგი
ტელედადგმა: ფრანსისკო ანგონესი
ემი ჩიჩერიგა, ბენ ჰოლმი, ჯეისონ რაიხერი
დევიდ ბეიკერი, მეთიუ ჰამფრიზი, ტენერ ჯონსონი
12 აგვისტო, 2017 (2017-08-12)1010.28[20][]
დონალდ დაკი თავის ძმიშვილებს, ჰიუის, დიუის და ლუის ტოვებს მარტოობაში მცხოვრებ სკრუჯ მაკდაკთან, თავად კი გასაუბრებაზე მიდის. უები ვანდერკუაკი უმეგობრდება ბიჭუნებს და უამბობს მათ თავგადასავლების შესახებ, რომლებიც სკრუჯს ერთ დროს ჰქონია. ისინი შემთხვევით ათავისუფლებენ სკრუჯის კოლექციაში არსებულ აჩრდილებს. მას შემდეგ, რაც საბოლოოდ ყველას აჩერებენ, სკრუჯს უბრუნდება თავგადასავლების სურვილი და გადაწყვიტავს, ატლანტიდის დაკარგული ძვირფასი ქვა იპოვოს. ამავე დროს, დონალდი მიღებულია სამსახურში სკრუჯის მეტოქის, ფლინტჰარტ გლომგოლდის მიერ - რომელიც ასევე ეძებს ამ ძვირფას ქვას.
2„Daytrip of Doom!“დანა ტერესიამბავი: ფრანსისკო ანგონესი, კოლინ ევანსონი, ბობ სნოუ, მეტ იანგბერგი, მედისონ ბეიტმანი, კრისტიან მაგალიესი, რეიჩელ ვაინი
ტელედადგმა: რეიჩელ ვაინი
ემი ჩიჩერიგა
ბენ ჰოლმი
ჯეისონ რაიხერი
23 სექტემბერი, 2017 (2017-09-23)1030.34[22]
3„The Great Dime Chase!“ჯონ აოშიმაამბავი: ფრანსისკო ანგონესი, კოლინ ევანსონი, ბობ სნოუ, მედისონ ბეიტმენი, კრისტიან მაგალიესი, მეტ იანგბერგი
ტელედადგმა: მედისონ ბეიტმენი
დევიდ ბეიკერი, მეთიუ ჰამფრიზი, ტენერ ჯონსონი23 სექტემბერი, 2017 (2017-09-23)1050.41[22]
4„The Beagle Birthday Massacre!“დანა ტერესიამბავი: ფრანსისკო ანგონესი, კოლინ ევანსონი, ბობ სნოუ, მედისონ ბეიტმენი, კრისტიან მაგალიესი
ტელედადგმა: ბობ სნოუ
ემი ჩიჩერიგა
ბენ ჰოლმი
ჯეისონ რაიხერი
30 სექტემბერი, 2017 (2017-09-30)1060.38[23]
5„Terror of the Terra-firmians!“მეთიუ ჰამფრიზი
ტომ ოუენსი
ამბავი: ფრანსისკო ანგონესი, მედისონ ბეიტმანი, კოლინ ევანსონი, კრისტიან მაგალეისი, ბობ სნოუ
ტელედადგმა: კრისტიან მაგალეისი
დევიდ ბეიკერი, ტომ ოუენსი, ვონ ტადა, ბრენდონ უორენი7 ოქტომბერი, 2017 (2017-10-07)1100.39[24]
6„The House of the Lucky Gander!“მეთიუ ჰამფრიზი
ტომ ოუენსი
ამბავი: ფრანსისკო ანგონესი, მედისონ ბეიტმანი, კოლინ ევანსონი, კრისტიან მაგალეისი, ბობ სნოუ
ტელედადგმა: კრისტიან მაგალეისი
დალტონ ე. გრანტ უმცროსი
ვონ ტადა
ბრენდონ უორენი
14 ოქტომბერი, 2017 (2017-10-14)[]1070.34[27]
7„The Infernal Internship of Mark Beaks!“ჯონ აოშიმაამბავი: ფრანსისკო ანგონესი, მედისონ ბეიტმანი, კოლინ ევანსონი, კრისტიან მაგალეისი, ბობ სნოუ
ტელედადგმა: კოლინ ევანსონი
მარკ გარსია
მეთიუ ჰამფრიზი
ტენერ ჯონსონი
21 ოქტომბერი, 2017 (2017-10-21)[]1080.32[28]
8„The Living Mummies of Toth-Ra!“Dana Terraceამბავი: ფრანსისკო ანგონესი, მედისონ ბეიტმანი, კოლინ ევანსონი, კრისტიან მაგალეისი, ბობ სნოუ
ტელედადგმა: მედისონ ბეიტმანი
ემი ჩიჩერიგა
ბენ ჰოლმი
ჯეისონ რაიხერი
28 ოქტომბერი, 2017 (2017-10-28)1090.29[29]
9„The Impossible Summit of Mt. Neverrest!“Tom Owens
Matt Youngberg
ამბავი: ფრანსისკო ანგონესი, მედისონ ბეიტმანი, კოლინ ევანსონი, კრისტიან მაგალეისი, ბობ სნოუ, ნოელ სტივენსონი, მეტ იანგბერგი
ტელედადგმა: ფრანსისკო ანგონესი და ნოელ სტივენსონი
მარკ გარსია
დალტონ ე. გრანტ უმცრ.
კელვინ ლი
კელვინ საგსი
2 დეკემბერი, 2017 (2017-12-02)104[30]0.40[31]

გამოშვება

რედაქტირება

სერიალის 44 წუთიანი პილოტი „Woo-oo!“ ეთერში გავიდა 12 აგვისტოს და შემდეგი 24 საათის განმავლობაში მეორდებოდა. ორი დღის შემდეგ, 14 აგვისტოს, იგი YouTube-ზე განთავსდა.[32] 2017 წლის 17 სექტემბერს პილოტი Disney Channel-მაც აჩვენა.[33] სერიალის ოფიციალური პრემიერა გაიმართა 23 სექტემბერს და დაემთხვა ორიგინალური სერიალის 30 წლიან იუბილეს.[34]

კანადაში პილოტი გამოვიდა Disney XD-ზე, 12 აგვისტოს, ხოლო სერიალის სრული ჩვენება 23 სექტემბერს დაიწყო.[35][36] ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში ჩვენება 2017 წლის 13 ოქტომბერს, Disney Channel-ზე დაიწყო.[37] გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდაში პილოტი გამოვიდა Disney Channel-ზე, 4 ნოემბერს, ხოლო სერიალის დებიუტი გაიმართება 2018 წლის დასაწყისში.[38]

მარკეტინგი

რედაქტირება

2017 წლის 10 მარტს Disney Channel-ზე, სერიალის „Tangled: Before Ever After“ პრემიერამდე ეთერში გავიდა „DuckTales“-ის ტრეილერი. 2017 წლის 14 ივნისს გაიმართა სერიალის სატიტულო მონაკვეთის ჩვენება, თემატური სიმღერის ახალი ვერსიით, რომელსაც ფელიშა ბარტონი ასრულებს.[39]

გამოცემა

რედაქტირება

DVD Woo-oo! სერიალის ამ სეზონის ყველა ეპიზოდით გამოიცემა 2017 წლის 12 დეკემბერს.[40]

კრიტიკოსების შეფასება

რედაქტირება

Rotten Tomatoes-ზე სერიალს აქვს 100%-იანი რეიტინგი.[41] კრის ჰეინერი, IGN-იდან, სერიალის საპილოტო ეპიზოდს ანიჭებს 10-დან 8.5 ქულას. მისი თქმით, „შესაძლოა, გადატვირთვის სამიზნე აუდიტორია უფრო ახალგაზრდაა, მაგრამ, გული და თავგადასავლების სული უდავოდ ორიგინალური სერიალიდანაა აღებული.“[42]

IDW Publishing ჯო კარამანიასთან (სცენარი) ერთად ამჟამად გამოსცემს დაკავშირებული კომიქსების სერიას.[43] #0 ნომერი გამოიცა 2017 წლის 19 ივლისს, ხოლო #1 – 27 სექტემბერს.[44]

შენიშვნები

რედაქტირება
  1. წარმოდგენილია მაყურებელთა საერთო რაოდენობა მხოლოდ პირველი ჩვენებისას. 24 საათიანი ჩვენების შედეგად საერთო რაოდენობა 5.4 მილიონს აღემატებოდა.[21]
  2. 2.0 2.1 Disney XD Canada-ზე ეთერში ჯერ „The Infernal Internship of Mark Beaks!“, შემდეგ კი „The House of the Lucky Gander!“ გავიდა, 2017 წლის 14 [25] და 21 ოქტომბერს[26].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Disney XD. (June 15, 2017) Main Title - DuckTales - Disney XD.
  2. 2.0 2.1 Speelman, Tom. (August 12, 2017) DuckTales: The Disney Comics That Inspired The Cartoon Classic. Comic Book Resources. ციტირების თარიღი: August 14, 2017.
  3. Nordyke, Kimberly. (June 14, 2017) 'DuckTales' Theme Song Gets an Update for Disney XD Reboot. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: June 14, 2017.
  4. Fuller, Becky. (December 7, 2016) DuckTales Reboot Teaser Confirms Summer 2017 Premiere Date. ციტირების თარიღი: June 7, 2017.
  5. Calvario, Liz. (March 2, 2017) Disney XD Renews 'DuckTales' Ahead Of Launch, Unveils First-Look Video. ციტირების თარიღი: June 7, 2017.
  6. Petski, Denise. (June 14, 2017) ‘DuckTales’: Cartoon Reboot Gets Premiere Date On Disney XD. Deadline.
  7. 7.0 7.1 Mason, Heather. (July 22, 2017) SDCC 2017: DuckTales Creators Talk Gizmoduck and Casting Lin-Manuel Miranda. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 17, 2017. ციტირების თარიღი: September 16, 2017.
  8. Ducktales Cast Not Returning for Reboot. OptimusSolo. ციტირების თარიღი: 19 May 2015.
  9. Petski, Denise. (December 16, 2016) 'DuckTales': David Tennant, Danny Pudi, Ben Schwartz Among Voice Cast for Disney XD Reboot. ციტირების თარიღი: January 20, 2017.
  10. 'DuckTales' Exclusive: Meet the New Faces of Duckburg (June 8, 2017).
  11. Brown, Tracy. (June 14, 2017) Watch the new 'DuckTales' opening title sequence, woo-ooo!.
  12. „Lin Manuel-Miranda Joins Voice Cast as Fenton Crackshell/ Gizmoduck“. Deadline. May 2017.
  13. „DuckTales Exclusive: Characters Cast“. Entertainment Weekly.
  14. Snetiker, Marc. (July 21, 2017) Darkwing Duck is headed to DuckTales revival. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 22, 2017. ციტირების თარიღი: დეკემბერი 12, 2017.
  15. Disney XD. (August 12, 2017) [Disney XD video about DuckTales art style]. Facebook. ციტირების თარიღი: August 14, 2017.
  16. Nordyke, Kimberly. (June 14, 2017) 'DuckTales' Theme Song Gets an Update for Disney XD Reboot. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: June 14, 2017.
  17. King, Darryn. The Story of the DuckTales Theme, History’s Catchiest Single Minute of Music. ციტირების თარიღი: 2017-11-06
  18. Disney's New "DuckTales" Takes Flight with TV Movie and Series Premiering Saturday, August 12, and Saturday, September 23, Respectively, on Disney XD. The Futon Critic. ციტირების თარიღი: October 15, 2017.
  19. Shows A-Z - ducktales on disney xd. The Futon Critic. ციტირების თარიღი: October 2, 2017.
  20. Metcalf, Mitch (August 14, 2017). „ShowBuzz Daily’s Top 150 Friday Cable Originals & Network Finals: 8.11.2017“. ShowBuzz Daily. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 19, 2017. ციტირების თარიღი: August 25, 2017.
  21. Disney XD's "DuckTales" Premieres With Over 1-Year Network Highs and #1 Time Period Ranking Among Boy Demographics (August 28, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 12, 2017. ციტირების თარიღი: September 12, 2017.
  22. 22.0 22.1 Metcalf, Mitch (September 26, 2017). „SHOWBUZZDAILY’s Top 150 Saturday Cable Originals & Network Finals: 9.23.2017“. ShowBuzz Daily. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 28, 2017. ციტირების თარიღი: September 26, 2017.
  23. Metcalf, Mitch (October 3, 2017). „SHOWBUZZDAILY’s Top 150 Saturday Cable Originals & Network Finals: 9.30.2017“. ShowBuzz Daily. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 5, 2017. ციტირების თარიღი: October 4, 2017.
  24. Metcalf, Mitch (Oct 10,2017) UPDATED: SHOWBUZZDAILY's Top 150 Saturday Cable Originals & Network Finals: 10.7.2017 დაარქივებული 03.02.2018, საიტზე Wayback Machine. Showbuzzdaily.
  25. DISNEY XD CANADA October 14th listing. TV Media Inc. (14 October 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ოქტომბერი 2017. ციტირების თარიღი: 16 October 2017.
  26. DISNEY XD CANADA October 21st listing. TV Media Inc. (21 October 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 ოქტომბერი 2017. ციტირების თარიღი: 21 October 2017.
  27. Metcalf, Mitch (Oct 17,2017) UPDATED: SHOWBUZZDAILY's Top 150 Saturday Cable Originals & Network Finals: 10.14.2017 დაარქივებული 2017-10-17 საიტზე Wayback Machine. Showbuzzdaily.
  28. Metcalf, Mitch (Oct 24,2017) UPDATED: SHOWBUZZDAILY's Top 150 Saturday Cable Originals & Network Finals: 10.21.2017 დაარქივებული 2017-10-24 საიტზე Wayback Machine. Showbuzzdaily.
  29. Metcalf, Mitch (Oct 31,2017) UPDATED: SHOWBUZZDAILY's Top 150 Saturday Cable Originals & Network Finals: 10.28.2017 დაარქივებული 2017-11-07 საიტზე Wayback Machine. Showbuzzdaily.
  30. The Impossible Summit of Mt. Neverrest!. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 1, 2017. ციტირების თარიღი: November 26, 2017.
  31. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 07-12-2017. ციტირების თარიღი: 12-12-2017.
  32. Woo-oo! (Full Episode) | DuckTales | Disney XD. Disney XD (August 14, 2017). ციტირების თარიღი: September 11, 2017.
  33. Disney Channel Listings (September 18, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — September 18, 2017.
  34. The DuckTales Reboot Finally Has a Premiere Date.
  35. Vo, Ryan. (July 12, 2017) Disney XD Canada: Ducktales (2017) Promo #2 (2017). YouTube. ციტირების თარიღი: November 30, 2017.
  36. Disney XD Canada. (September 21, 2017) You know him, you love him...it's Donald Duck!. Facebook. ციტირების თარიღი: November 30, 2017.
  37. JOIN THE QUACKIEST FAMILY ON A NEW ADVENTURE!. Disney Channel Australia & New Zealand. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 1, 2017. ციტირების თარიღი: November 30, 2017.
  38. Fletcher, Alex (October 16, 2017). „DuckTales is back on Disney Channel - Woo-oo!“. BT. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 1, 2017. ციტირების თარიღი: November 30, 2017.
  39. Prudom, Laura. Here's how 'DuckTales' reimagined that iconic theme song for Disney's reboot.
  40. DuckTales: Woo-oo! [DVD]. Best Buy.com. ციტირების თარიღი: 20 October 2017.
  41. https://www.rottentomatoes.com/tv/ducktales/
  42. http://www.ign.com/articles/2017/08/09/ducktales-season-1-premiere-woo-oo-review
  43. ‘DuckTales: Treasure Trove’ Graphic Novel Coming From IDW. IDW Publishing (September 18, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 23, 2017. ციტირების თარიღი: დეკემბერი 12, 2017.
  44. Disney’s DUCKTALES Returns to Comics This Fall - Nerdist (June 16, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 16, 2017. ციტირების თარიღი: ივლისი 11, 2017.