Dawn (დოუნ რობინსონის ალბომი)

Dawnამერიკელი მომღერალ-კომპოზიტორ დოუნ რობინსონის სადებიუტო სტუდიური ალბომი. იგი გამოიცა 2002 წლის 29 იანვარს, Atlantic Records-ისა და LeftSide Entertainment-ის მიერ. ალბომი გამოვიდა რობინსონის En Vogue-იდან ექვსი და Lucy Pearl-იდან წასვლიდან ერთი წლის შემდეგ. მასში შეტანილია სინგლი „Envious“.

Dawn
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 29 იანვარი, 2002
ჩაიწერა 2001
სტუდია
  • Head Up Studio, ნიუ-ჯერსი
  • Westlake Studios, კალიფორნია
  • Sound Recording, ნიუ-იორკი
  • LeftSide Entertainment
  • Larabee North
  • A Touch of Jazz Studios, ფილადელფია
  • Larabee North Studios, ლოს-ანჯელესი
  • Enterprise Studio, ლოს-ანჯელესი
  • Silvercrest Entertainment; Silent Sound
ჟანრი პოპი, სოული, ჰიპ-ჰოპი, R&B
ხანგრძლივობა 45:38
ლეიბლი Atlantic, LeftSide Entertainment
პროდიუსერი დოუნ რობინსონი, ნორმან კუკი, შონ კუკი
სინგლები ალბომიდან Dawn
  1. „Envious“
    გამოცემის თარიღი: 2001

En Vogue-იდან 1997 წელს წასვლის შემდეგ რობინსონმა დაიწყო სოლოკარიერა. თავდაპირველად იგი გამოჩნდა მიწვეული ვოკალისტის სახით The Firm-ის ჰიტ-სინგლში „Firm Biz“. 1999 წელს იგი შეუერთდა Lucy Pearl-ს, რომელთანაც ალბომი ჩაწერა.

2001 წელს რობინსონმა გააფორმა კონტრაქტი Dr. Dre-ს Aftermath Records-თან და დაიწყო მუშაობა სადებიუტო ალბომზე. თუმცა, ლეიბლი დატოვა მის დასრულებამდე. მოგვიანებით იგი გადავიდა Atlantic Records-ზე და გააგრძელა მომავალ დისკზე მუშაობა, რომელსაც უკვე Dawn ეწოდებოდა. FB Entertainment-ის კომპილაციურ ალბომში მოხვდა მისი სიმღერა „Good Life“, რომელმაც დადებითი შეფასებები მიიღო. იგი მოგვიანებით მის ალბომში შევიდა. საბოლოოდ, დისკში მოხვდა მის მიერ დაწერილი ან თანაავტორობით შექმნილი შვიდი სიმღერა. სხვა ავტორებს შორის არიან ტრევონ პოტსი, აივენ ბარიოსი, კერვინ ჰეგინზი, Pajam, კენი სკაი და კრისტოფერ უორიორი.

რობინსონის პირველი სინგი „Envious“ რადიოსთვის გამოვიდა 2001 წლის 18 სექტემბერს[1], ხოლო მისი მუსიკალური ვიდეო პრემიერა BET-ზე გაიმართა. სიმღერა ეთერში ზომიერად გადიოდა და Billboard-ის Hot R&B/Hip-Hop Singles-ში #99 ადგილამდე ავიდა. ამასთან, Hot Singles Sales-ში მას #42, ხოლო R&B Hip-Hop Singles Sales-ში — #41 პოზიცია ეკავა.[2]

ალბომი გამოვიდა 2002 წლის 29 იანვარს და ახლდა დადებითი შეფასებები. Billboard-ის Heatseekers-ის ჩარტში იგი #22 პოზიციამდე ავიდა[3]. ეს იყო En Vogue-ის სოლო წევრების შემოქმედებაში მესამე სოლოალბომი - მას შემდეგ, რაც საკუთარი გამოსცეს ტერი ელისმა და რონა ბენეტმა.

სიმღერების სია

რედაქტირება
  1. Set It Off (ალენ გორდონი, ელის სიმონსი, ნეიტ ბატლერი) - 4:43
  2. Still (კრისტოფერ უორიორი, დოუნ რობინსონი) – 4:03
  3. Party, Party (კერვინ ჰეგინზი, აივენ ბარიასი, დოუნ რობინსონი) – 3:55
  4. Get Up Again (კერვინ ჰეგინზი, აივენ ბარიასი, დოუნ რობინსონი, ფრენკი რემანო) – 4:59
  5. Envious (კაუენ კ. პოლი, მილტონ დეივისი, დოუნ რობინსონი, ემბერ ჯეიდ იანგი) - 3:52
  6. Meaning Of A Woman (კენი სკაი, დოუნ რობინსონი, შონ კუკი კუკი) – 3:44
  7. I Don't Know Why (ტრეივონ პოტსი) – 4:05
  8. Fed Up (პოლ დ. ალენი, ჯ. მოსი) – 3:23
  9. Our Child (კენი სკაი, დოუნ რობინსონი, შონ კუკი კუკი) – 4:30
  10. How Long (კენი სკაი, დოუნ რობინსონი, შონ კუკი კუკი) – 2:48
  11. Read It In My Eyes (ტრეივონ პოტსი, რიჩარდ რუდოლფი) – 4:56
  12. You Will Never (ტრეივონ პოტსი) – 3:20