კრეტული ძაღლის ენა
(გადამისამართდა გვერდიდან Cynoglossum creticum)
კრეტული ძაღლის ენა (ლათ. Cynoglossum creticum) — ორწლოვანი ბალახოვანი მცენარე ლაშქარასებრთა ოჯახისა. ღერო 20-80 სმ სიმაღლისაა, სწორი, დატოტვილი, მარტოული ან რამდენიმე. მთელი მცენარე შებუსულია რბილი, მონაცრისფრო ბეწვით. ფოთლები ლანცეტაა, ქვედა ფოთლები გრძელ ყუნწშია წარზიდული, ზედა ფოთლები მჯდომარეა. ხვეულები მცირეყვავილიანია, შეკრებილი დამოკლებულ საგველად. გვირგვინი ცისფერია, მუქი ლურჯი ძარღვების ბადით. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს მაის-აგვისტოში.[1]
კრეტული ძაღლის ენა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Cynoglossum creticum Mill., 1768 | |||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||
სია
| |||||||||||||||
|
იზრდება დაბლობსა და მთის ქვედა სარტყელში — მშრალ, ქვიან ადგილებში, ტყისპირა ადგილებში, ბუჩქნარებში. გავრცელებულია მთელ კავკასიაში, სამხრეთ ევროპაში, მცირე აზიაში, ჩრდილოეთ ირანში, შუა აზიაში. გვხვდება საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 96.