Counter-Strike: Sourceპირველი პირის შუტერი ვიდეო თამაში, რომელიც შეიქმნა Valve და Turtle Rock Studios-ის მიერ. გამოვიდა 2004 წლის 1 ნოემბერს Windows-ისთვის, ეს არის Counter-Strike-ის რიმეიკი. თამაში Source ძრავზეა აწყობილი. Counter-Strike-ის მსგავსად Counter-Strike: Source-ც იგივე პრინციპს მიყვება. თამაში თავიდან მოყვებოდა Half-Life 2-ს, სანამ მისი დამოუკიდებლად წარმოება დაიწყებოდა.

Counter-Strike:Source
დეველოპერ(ებ)ი Valve L.L.C.
Turtle Rock Studios
გამომცემელი Valve Corporation
სერია Counter-Strike
ძრავა Source
პლატფორმ(ებ)ი Microsoft Windows, OS X, Linux
გამოსვლის თარიღი 1 ნოემბერი, 2004
ჟანრ(ებ)ი პირველი პირის მსროლელი
რეჟიმ(ებ)ი მრავალმოთამაშიანი
საიტი Counter-Strike: Source

თამაშის პროცესი

რედაქტირება
 
Counter-Strike:Source

თამაშის პროცესი ზუსტად იგივენაირია როგორც Counter-Strike-ში, მოთამაშეს შეუძლია შეუერთდეს, როგორც ტერორისტების ისევე კონტრ-ტერორისტულ გუნდს ან იყოს დამკვირვებელი. შეუძლია აირჩიოს 4 განსხვავებული ჩაცმულობა(ტერორისტებისთვის სხვაა კონტრ-ტერორისტებისთვის სხვა). რაუნდის დაწყებამდე არის რამდენიმეწამიანი დროის მონაკვეთი იარაღების და სხვა ამუნიციის შესაძენად, ამ დროს მოძრაობა და შეტევა შეუძლებელია. რაუნდის განმავლობაში შესაძლებელია უკან დაბრუნება და სასურველი შეიარაღების ყიდვა ხელახლა. აგრეთვე არსებობს ნეიტრალური ადგილი, სადაც ორივე გუნდის წევრს შეუძლია ყიდვა(დამოკიდებულია რუკის მონაცემებზე). მოთამაშე, რომელიც „მოკვდება“ შემდეგ რაუნდში ძირითადი აღჭურვილობით იქნება, გადარჩენილს უნარჩუნდება შეიარაღება.

თამაშის დროს შესაძლებელია სასურველი სახელისა და ლოგოს (სპრაის) არჩევა. არის მრავალფეროვანი რუკების არჩევანი და საერთო ჩატის ფუნქცია.

მიმოხილვა

რედაქტირება
 შეფასება
საერთო შეფასება
აგრეგატორი შეფასება
Metacritic 88/100[1]
ქულები
წყარო რეიტინგი
1UP.com A[2]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Counter-Strike: Source for PC Reviews. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 2, 2013. ციტირების თარიღი: March 14, 2014.
  2. Counter-Strike: Source Review. 1UP.com (November 19, 2004). დაარქივებულია ორიგინალიდან — July 9, 2012. ციტირების თარიღი: March 31, 2012.