Colgate-Palmolive
კოლგეიტ-პალმოლივი (ინგლ. Colgate-Palmolive) — ამერიკული ტრანსნაციონალური დივერსიფიკაციული კორპორაცია, რომელიც ამზადებს საოჯახო ჯანმრთელობისათვის სასარგებლო პროდუქციას: საპონს, დეტერგენტებს და პირის ღრუსათვის განკუთვნილ საშუალებებს. ფართოდ არის ცნობილი ამ კომპანიის კბილის პასტა და კბილის ჯაგრისი. კომპანია დაკავებულია ასევე ვეტერინარული პროდუქციის წარმოებით. კომპანიის ოფისები განლაგებულია პარკ-ავენიუში, მანჰეტენის ცენტრში (ნიუ-იორკი, აშშ).
ტიპი | სახალხო კომპანია |
---|---|
დარგი | პირადი ჰიგიენის პრდუქტები |
დაფუძნდა | 1806 |
დამაარსებელი | უილიამ კოლგეიტი |
სათავო ოფისი | ნიუ-იორკი, აშშ |
მმართველი |
იან კუკი (გენ. დირექტორი) |
პროდუქცია |
საპონი |
შემოსავალი | 15.2 მილიარდი აშშ დოლარი (2016)[1] |
მთლიანი შემოსავალი | 3.8 მილიარდი (2016)[1] |
სუფთა მოგება | 2.4 მილიარდი (2016)[1] |
თანამშრომელი | 36,700 (2016)[2] |
საიტი | ოფიციალური საიტი |
1806 წელს უილიამ კოლგეიტმა დააარსა კომპანია სახელწოდებით William Colgate & Company. მომდევნო წლებში კომპანიამ არაერთხელ შეიცვალა სახელწოდება. 1833 წელს უილიამ კოლგეიტმა გადაიტანა გულის შეტევა, რის შემდეგ კომპანიამ გარკვეული დროით შეწყვიტა პროდუქციის წარმოება. 1840-იან წლებში კომპანიამ დაიწყო ასაწონი საპნის გაყიდვა. 1857 წელს უილიამ კოლგეიტი გარდაიცვალა, რის შემდეგ კომპანია გარდაიქმნა „Colgate & Company“-ად. კომპანია ჩაიბარა უილიამ კოლგეიტის შვილმა — სამუელ კოლგეიტმა, რომელსაც არ სურდა ბიზნესის გაგრძელება.
1872 წელს კომპანიამ წარადგინა არომატული საპონი. 1873 წელს პირველად წარადგინა კბილის პასტა. 1896 წელს „Colgate-ი“ დაიქირავა მარტინ იტნერმა, რომლის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა პირველი გამოყენებითი კვლევითი ლაბორატორიები.[3] 1908 წელს მასიურად დაიწყო კბილის პასტის წარმოება. 1953 წლიდან ატარებს სახელწოდებას Colgate-Palmolive Company.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Colgate-Palmolive Company 2015 Annual Report Form (10-K) (XBRL). United States Securities and Exchange Commission (February 5, 2016).
- ↑ „#37 Home Depot“. Forbes. 17 მაისი, 2015. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ edited by Maxine N. Lurie, Marc Mappen (2004). „Encyclopedia of New Jersey“. Rutgers University. ციტირების თარიღი: January 3, 2011.CS1-ის მხარდაჭერა: დამატებითი ტექსტი: ავტორების სია (link)